ბოილები, სამხრეთ აფრიკა, ფირმა ,,კორდა'' და გუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
ბოლო წლებში ჩატარებულ კარპ ფიშინგში მსოფლიო ჩემპიონატებში სამხრეთ აფრიკელებს ბადალი არ ჰყავთ, ისინი სტაბილურად იმარჯვებენ და ისეთ ძლიერ ქვეყნებს ეპაექრებიან როგორის არის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და ა.შ.
უფრო მეტიც, ზედიზედ იმარჯვებდნენ თან ისეთი შედეგებით რომ მოწინავე ბრიტანული კლუბები და კომპანიები საგონებელში ჩავარდნენ, აშკარა იყო რომ აფრიკელები რაღაც განსაკუთღებული სტრატეგიით,ან განსაკუთღებული ბოილებით, ან განსაკუთრებული მეთოდის გამოყენებით გამანადგურებელი შედეგებით იმარჯვებდნენ მოწინააღმდეგეებზე,
ამ სიტუაციაში გასარკვევად ბრიტანული ცნობილი ბრენდის ,,კორდას“ ექსპერტებიც ჩაერთნენ, ვინაიდან კარპ ფიშინგში უკვე ბრიტანელებისთვის სამხრეთ აფრიკის დამარცხება ლამის ქვეყნის ნაციონალური ინტერესი გახდა.
იოჰანესბურგის ტამბოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ზუსტად დილის 12 საათზე ბრიტიშ ეარვეიზის თვითმფრინავი დაეშვა, ბორტზე ,,კორდელების“ მოწინავე მეთევზეებით დაკომპლექტებული ჯგუფი იმყოფებოდა. აფრიკის ცხელ მიწაზე ამ ჯგუფის ფეხის დადგმა პირადი შეჯიბრის მოტივებით იყო განპირობებული, მათ თხოვნაზე ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ კორდა და სამხრეთ აფრიკ;ელი მეთევზეები უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო, თუმცა ფირმა ,,კორდა“ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანის გადასაჭრელად იყო მობილიზებული, ვიდრე თუნდაც აფრიკელებთან გამარჯვების მიღწევა.
შეჯიბრი დაიწყო. პირველივე დღეს აფრიკელების უპირატესობა თვალშისაცემი გახდა, ვერც მეინლაინის და ვერც #1 ბოილად აღიარებული ბ5 საქმეს ვეღარ შემოაბრუნებდა, თუმცა სამხრეთ აფრიკელების თევზაობას რამოდენიმე გამოცდილი თვალი აკვირდებოდა, ამ დაკვირვების შედეგად გაირკვა რომ დაკორმვის დროს აფრიკელების სანაპირო თევზით დუღდებოდა, აშკარა იყო რომ ისინი აქამდე უცნობ დასაკვებ მასალას ხმარობდნენ, რომელიც თევზზე სასწაულებრივად მოქმედებდა, ფარული დაკვირვების შედეგად მოპოვებულ იქნა ფოტოები სადაც წყლის დაკვებილი ადგილები საოცარი ფერით იღებებოდა.
ბრიტანელების ოფიციალური მარცხი კიდევ ერთხელ გაფორმდა, თუმცა მეორე დღეს სამხრეთ აფრიკელების ნაკრების ერთ ერთ მთავარ მწვრთნელთან კორდას ბოსები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან
ესექსში, სათაო ოფისში ამ პიროვნებას დირექტორობას სთავაზობდნენ, ასევე წლიური გაყიდვებიდან სოლიდური წილი და კიდევ ბევრი სხვა რამ ............
სამხრეთ აფრიკელმა შემოთავაზებაზე უარი ვერ თქვა და პირობებზე დათანხმა, შესაბამისად სასწაულმოქმედი ხსნარის რეცეპტი ფირმა ,,კორდას“ საკუთრება გახდა, ასე დაიბადა ცნობილი ,,გუუუ“
მზად პროდუქტი გასაყიდად რამოდენიმე კვირაში უკვე მზად იყო, დატესტილი ბრიტანულ ტბებში და კორდას მეთევზეების მიერ, შედეგები გასაოცარი იყო. პირველივე დღეებში გაყიდვების დაწყებიდან 2 მლნ ერთეულზე მეტი ტუბი გაიყიდა და ეს თავბრუდამხვევი კამპანია დღემდე გრძელდება.
მქონდა შესაძლებლობა მეც გამესინჯა ეს საინტერესო ხსნარი თევზაობისას და ალბათ ამის შედეგია დებედაზე დაჭერილი ამურები, რაც ძალიან იშვიათობაა ამ ტბისთვისაც, სულ 6-7 ჩარტყმა იყო და აქედან 2 ამური დავიჭირე საკმაოდ შთამბეჭდავი ზომების.
ხსნარი აბსოლუტურად უსაფრთხოა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, იდელაურად მუშაობს პვა-სთან ერთად, კარგად ერევა დასაკვებ მასაში, ინარჩუნებს რა ბოლის ეფექტებს წყლის საკმაოდ დიდ მონაკვეთებზე.
თემა მოამზადა : ნიკა ჩლაიძემ