Jump to content

 

Photo

ჩანთა ჯოხებისთვის


  • Please log in to reply
12 გამოხმაურება თემაში

#1 ბიძო

ბიძო

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 987 გამოხმაურებები
  • სახელი:ბიძინა
  • გვარი:მაზიაშვილი
  • ადგილმდებარეობათბილისი, ვაჟა ფშაველა

გამოხმაურების დრო 15 April 2013 - 23:07

                                                                                     ჩანთები ჯოხებისთვის

 

                38476ece058d.jpg63be96bd6f60.jpgafa0b26a1800.jpg

 

 2 მუხლიან კარპის ჯოხების ტრანსპორტირების სიმწარე ალბათ ყველას გვაქვს უკვე გამოცდილი, მაგრამ აი უკვე კარპის ჯოხებისთვის სპეც ჩანთის ყიდვის ჯერი რომ მოვა აქ ეს სიმწარე კიდევ უფრო მძაფრდება. და ზომები კატასტროფულს აღწევს, მაგალითად ჩემი ჯოხების ჩანთა, ჩემზე ბევრად დიდია სიგანეშიც, სიმაღლეშიც და დაახლოებით 20 კილოგრამს იწონის :)

 მაგრამ რას იზამთ უნდა შევეგუოთ თუ 2 მუხლიანი კარპის ჯოხების ქონა გვინდა, სხვანაირად არ გამოვა. ჩანთის, თან კარგი ხარისხის ჩანთის გარეშე ძალიან რთულია ტრანსპორტირების დროს ჯოხების დაზიანებებისგან თავის არიდება, მითუმეტეს რომ არც კარგი ხარისხის ჩანთაა 100% გარანტია.

 2 მუხლიანი 360სმ სიგრძის ჯოხებისთვის განკუთვნილი ჩანთების სიგრძე დაახლოებით 195 სანტიმეტრია.

 2 მუხლიანი 390სმ სიგრძის ჯოხებისთვის განკუთვნილი ჩანთის სიგრძე კი დაახლოებით 205-215 სანტიმეტრია სიგრძეში.

 

 ასევე ფასებიც არარის მაინც და მაინც სასიხარულო ნორმალური ჩანთების ფასები 50-60 ფუნტიდან ზემოთ იწყება და 200 ფუნტამდეც ადის. გვხვდება ასევე შედარებით იაფასიანი ჩანთებიც მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასეთი ჩანთები ჯოხებს მხოლოდ მტვრისგან და ჭუჭყისგან თუ დაიცავს.

 

                                                db055ee8e525.jpg

 

 რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გაყიდვაში პრაქტიკულად არ გვხვდება სპეც ჩანთები 3 მუხლიანი კარპის ჯოხებისთვის. და როგორც წესი ჩვეულებრივი ჩანთებიდან გვიწევსხოლმე რაიმეს შერჩევა.

 

 ტელესკოპურ კარპის ჯოხების შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა.



#2 თემო

თემო

    კლუბის პრეზიდენტი

  • ადმინი
  • 592 გამოხმაურებები
  • სახელი:თემო
  • გვარი:დავითაშვილი
  • ადგილმდებარეობამცხეთა

გამოხმაურების დრო 16 April 2013 - 12:41

აუ სუპირველი ჩანთა რა კაიაა. ბიძო რა ფირმააა 



#3 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 16 April 2013 - 18:31

ჩემთვის მტკივნეული თემაა, რაც 3.9 მ გადავედი პრობლემა მაქვს სერიოზული, ჩანთები დიფიციტია მაგ ზომებში, რაც იყიდება კიდევ ფასებში მაგრად იკბინება    :D



#4 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 16 April 2013 - 19:48

აუ სუპირველი ჩანთა რა კაიაა. ბიძო რა ფირმააა 

ეგაა ძმაო ხაშურის გამოშვება



#5 ბიძო

ბიძო

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 987 გამოხმაურებები
  • სახელი:ბიძინა
  • გვარი:მაზიაშვილი
  • ადგილმდებარეობათბილისი, ვაჟა ფშაველა

გამოხმაურების დრო 16 April 2013 - 21:25

არ ვიცი თემო რა ფირმაა.

ნიკა ხო ეგრეა, ავღნიშნე კიდეც მტკივნეული თემაა :)



#6 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 16 April 2013 - 22:21

არ ვიცი თემო რა ფირმაა.

ნიკა ხო ეგრეა, ავღნიშნე კიდეც მტკივნეული თემაა :)

 

 

შენ მაგარი ჩანთა გაქვს, რაც ვნახე ძალიან მომეწონა!!! ფასი კი იკბინება ნამდვილად



#7 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 17 April 2013 - 10:05

ბევრი ფიქრისა და წლევანდელი ბიუჯეტის სიმცირის გათვალისწინებით  მივიღე გადაწყვეტილება აქ შევაკერინო, სხვათაშორის ვნახე ნიმუში შეკერილის და მომეწონა, მასალას მჩუქნიან მხოლოდ ხელობის ფულს ვაძლევ. :) გაჩვენებთ მერე რა გამოვა. ხო მართლა ნიკა შენ რაქენი შეკერვას რომ აპირებდი?


photo-1.png?_r=1384507693


#8 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 17 April 2013 - 10:40

ვერ გამოვიდა ისეთი მე რომ მინდოდა, შეკერვას არ გირჩევ, რაიმე ბიუჯეტური ჩანთა რომ იკიდო გირჩევ,

მე ველოდები ეხლა ჩანთას და ვნახოთ როგორი იქნება, დაიცადე ცოტა ხანი და ნახე, მომავალ კვირას მექნება უკვე. შენ 3.9 იანი ჯოხები გაქვს?



#9 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 17 April 2013 - 10:59

არა ჩემი 3,6 იანია 2 მუხლიანი


photo-1.png?_r=1384507693


#10 ბიძო

ბიძო

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 987 გამოხმაურებები
  • სახელი:ბიძინა
  • გვარი:მაზიაშვილი
  • ადგილმდებარეობათბილისი, ვაჟა ფშაველა

გამოხმაურების დრო 17 April 2013 - 23:00

 შეკერვას არც მე გირჩევ და არც ნიკას ურჩევდი თავის დროზე და არ დამიჯერა!

 რაც არ უნდა კარგი მკერავი იყოს პასუხს ვაგებ რო გულს გატკენს :) :)



#11 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 17 April 2013 - 23:35

გული არაუშავს მთავარია ჯოხს არ ატკინოს კაცო



#12 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 18 April 2013 - 09:39

გულის ტკივილიც მანდედან მოდის ჩემო კიკვა :D


photo-1.png?_r=1384507693


#13 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 19 April 2013 - 16:47

შეკერვითაც შეკერავენ აქ კარგ ჩანთას უბრალოდ ძვირი დაჯდება და ჯობია, რომ უმნიშვნელო სხვაობის გამო ისევ ცნობილი ბრენდის პროდუქცია იყიდო კაცმა,






Copyright © 2019 Carp Fishers Club Georgia