Jump to content

 

Photo

წალკის წყალსაცავი

წალკის წყალსაცავი

  • Please log in to reply
2 გამოხმაურება თემაში

#1 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 11 April 2013 - 16:48

      წალკის წყალსაცავი — წალკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, წალკის მუნიციპალიტეტშიზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამის ხეობაში. წალკის ფართობი 33,7 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 1060 კმ². წყლის მოცულობა 312 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 25 მ, საშუალო სიღრმე 9,3 მ. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — ციცაბო და მაღალი. საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე მიწისქვეშათოვლისა და წვიმის წყლით. შექმნილია ბეტონის კაშხალით ლავურ სერში გამომუშავებულ ვიწრო და ღრმა ხეობაში, ენერგეტიკული მიზნებისათვის 1946 წელს. სეზონური რეგულირებისაა. დაბალი დონე აქვს თებერვალ-მარტში. წყლის დაგროვება იწყება აპრილში და გრძელდება ივლისამდე, შემდეგ ხდება წყლის ხარჯვა. დონე ინტენსიურად იკლებს ნოემბრიდან, როდესაც ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყლის დონის რყევის საშუალო წლიური ამპლიტუდა 891 სმ-ია. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ქცია-ხრამი.

წყალი ყველაზე ცივია თებერვალში (0,2°C), თბილი აგვისტოში (18,7°C). დეკემბრიდან მარტის ბოლომდე იქმნება ყინულნაპირისი, ყინულსაფარი და სხვ. ყინულოვანი მოვლენების საშუალო ხანგრძლივობა 82 დღეა. ყინულსაფრის სისქე თებერვალში ზოგჯერ 80 სმ აღწევს. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: — ხრამჰეს Iხრამჰეს II. განვითარებულია თევზის რეწვა. სანაპიროსთან გაშენებულია ქალაქი წალკა, ხოლო სიახლოვეს არის სოფლები, გადის გზები. რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ხადიკის ტბასანთის ტბა და სხვ.[1]

      წალკის წყალსაცავს  ახასიათებს სწრაფად ცვალებადი ამინდი. ძირითადი ბინადარია კარჩხანა, ხრამული, საზანი. წალკის წყალსაცავზე კარჩხანა გამოირჩევა განსაკუთრებულად დიდი ზომებით. 

 

9e73e96331a7.jpg

9r296.jpg

    

02bcaa7f4680.jpg

 

dsc06044p.jpg

 

dsc06041w.jpg

 

140ba3938109.jpg

 

ns6oi.jpg


photo-1.png?_r=1384507693


#2 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 11 April 2013 - 18:57

ხრამული გამოგიჩნდა! :D



#3 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 11 April 2013 - 22:55

ხო აბა, დამალვა მინდოდა და მაინც გამომიჩნდა :D


photo-1.png?_r=1384507693





Copyright © 2019 Carp Fishers Club Georgia