Jump to content

 

Photo

შაორის წყალსაცავი


  • Please log in to reply
49 გამოხმაურება თემაში

#1 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 06 April 2013 - 09:38

        შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები. ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია.

შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.

ბინადრობს თევზის შემდეგი სახეობები: კობრი, საზანი, კარჩხანა, ხრამული, თეთრი ამური, სქელშუბლა, კალმახი და სხვა.

 

shaori.jpg   

 

PICT0024.JPG

    

DSCN0418.JPG

 

PICT0136.JPG

 

PICT0021.JPG

 

100_8329.JPG

    


photo-1.png?_r=1384507693


#2 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 06 April 2013 - 11:02

აუ მართლა რა ლამაზი ადგილია ტო. ლევან აქ რო არ წამიყვანო წელს დაგბრიდავ! :D



#3 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 06 April 2013 - 20:19

აუ მართლა რა ლამაზი ადგილია ტო. ლევან აქ რო არ წამიყვანო წელს დაგბრიდავ! :D

:D იკა ეგ წლის გასვლებში გაწერილი თემააა :D


photo-1.png?_r=1384507693


#4 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 06 April 2013 - 22:12

ეგრე ჰაერზე არ მაწყობს, კალენდარში დაიდოს ძმაო :D



#5 მეკობრე

მეკობრე

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 401 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 07 April 2013 - 01:15

 ყველაზე მაგარი სათევზაო და არა მარტო ადგილი საქართველოში.  

ba76261b1972.jpgba76261b1972.jpg


Posted Image

#6 მეკობრე

მეკობრე

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 401 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 07 April 2013 - 11:39

7c8d5d6d5d19.jpg7d83659d5eb7.jpg

 

ძალიან მაგარი ადგილია თუ ესეც არ მოგვისპეს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Posted Image

#7 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 08 April 2013 - 15:47

შაორი - დიდებული ადგილი, ჩემი ფესვები რაჭიდან არის და უფრო მეტად მიყვარს ეს ადგილი, რამოდენიმე ფოტო შაორიდან განწყობისათვის

 

79nyh.jpg

1ebk8.jpg

hnxwz.jpg



#8 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 08 April 2013 - 15:58

2011 წელი უმაგრესი სეზონი იყო, ჯიჯელავა ოჯახით იყო ჩამოსული რაჭაში :D  ჩემი მონტაჯებიც ჩანს, ინლაინ სისტემა ლიდკორზე და 2 ვერტმფრენი, ამას სხვანაირადაც ვაწყობ ხოლმე, ანუ სიმძიმის წინ ერთი ნემსკავი და უკან ვერტმფრენი, გააჩნია ადგილს სადაც ვთევზაობ იმისდამიხედვით ვაკეთებ მონტაჟსაც

 

aehj4.jpg

eagv3.jpg

icwr7.jpg

 

ეს ამური ტექნოპლანქტონზე დავიჭირე, მოულოდნელად რომ არ ველოდი, ამის შემდეგ კიდევ დავსვი 2 ცალი ამური იმ წელს. იმის მერე აღარც ამური დამიჭერია და აღაც დიდი საზანი. შარშან მთელი 10 დღე ოქტომბერში მე და ჩემი ცოლისძმა არ მოვეშვით შაორს, მაგრამ დიდი ეგზემპლიარი ვერც ერთი ცალი ვერ დავიჭირეთ. 2 კგ მდე მოდიოდა მაგრად, უფრო დიდები ვერ მოვიხელთეთ



#9 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 08 April 2013 - 17:38

ნიკა შარშან 3 გასვლა მოვაწყვე შაორზე 2-3 დღიანები ივლისი, აგვისტოში და დაჭერილი თევზის ზომები 2.5 კგ-ის ფარგლებში მერყეობდა.


photo-1.png?_r=1384507693


#10 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 08 April 2013 - 18:04

ეხლა მაისია მაგარი მანდ და მერე ოქტომბერი, დიდი ეგზემპლიარები ამ პერიოდში მოდის ყველაზე მეტად, შენ რა ადგილებში თევზაობ?

 

ეს ტექნოს მონტაჟია რაზედაც ამური დაჯდა

 

fjgt1.jpg



#11 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 08 April 2013 - 23:32

წელს მინდა ნიკა ტექნოს მოსინჯვა შაორზე და ვნახოთ რა გამომივა, წითლად მონიშნულ ადგილებში მითევზავია ძირითადად და სჰენ სად თევზაობ და ტექნოსთვის რა ადგილებს მირჩევდი :)

 

 

Attached Files


photo-1.png?_r=1384507693


#12 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 13:16

მე პლატინაზე მიყვარს თევზაობა ლევან 2 მიზეზის გამო: 1. მაგ ტერიტორიაზე უზარმაზარი ლოდებია და მანდ მოსასმელ ბადეს ვერ უსმევენ და 2. მუდმივად იკორმება ეგ ადგილი მეთევზეების გამო, თევზი სულ ტრიალებს,

კარგი ადგილებია პლატინის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიც, მარცხენა სანაპირო უფრო თხელია, ანუ პატრიოტების ბანაკის მხარეს ვგულისხმობ

 

ეხლა რაც შეეხება, მოპირდაპირე ნაპირს, ანუ სოფელ თლუღიდან რომ გზა გადადის სოფელ სხარტალის გავლით, ანუ სადაც იწყება შაორის დაგუბება, მანდ არის უმაგრესი ადგილები, 3 დიდი ყურეა, პირველ ყურეში თხელი ნაპირია მაგრამ მანდ გამოდის საზანი საჭმელად იმიტომ რომ ბალახებია და მანდ არც მეთევზეები უსმევენ ბადეს, მეორე ყურეს - ღორწკოლს ეძახიან , საკაიფო სიღრმეებით მაგრამ მურტალი ბალახით, ტივტივა მუშაობს კარგად და მესამე ყურე არის ასევე უმაგრესი ადგილი, თუმცა სავსეა ბალახით.

 

მე როცა დრო ბევრი მაქვს ვტევზაობ მეორე მხარეს, ანუ დიდ ზალივებში, როცა 2-3 დღით ვარ მაშინ პლატინა და მისი მიმდებარე ტერიტორიები.

სხვათAშორის არ დამავიწყდება ტივტივით ტევზაობა სადაც გესია იმ ადგილზე, მანდ მაგარი სიღრმეებია და მოფარებული ადგილია, ქარში იდეალური სატევზაოა. 4 წლის წინ მეგობრებტან ერთად მანდ გავჩერდით, ძალიან მაგაი ქარი იყო და მოფარებულში დავბანაკდით, მე ეგეთი ტევზაობა არ მქონია არასოდეს ტივტივაზე, სასწაული კენკვა იყო, ეგზემლ;იარები კიდევ 2 კგ ზე ნაკლები არ ყოფილა არც ერთი. ეს ადგილია - ქარიანში ყველაზე კარგი სათევზაო

68sg8.jpg

 

შენს მითითებულ ადგილებში არასდროს არ მითევზავია, მოპირდაპირე მხარე რომ გაქვს მონიშნული, მანდ ხიდებიდან შედიხარ მაგ სიღრმემდე? 



#13 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 13:29

ხიდებიდან არა, სოფელი უყეშის მხრიდან, ან 3 ხიდიანი მანქანა გინდა ან ფეხით უნდა შეუყვე, ძაან მაგარი ადგილებია, სიმშვიდე, სიწყნარე, გგონია მოწყვეტილი ხარ სამყაროს :) 

 

3q8xe.jpg


photo-1.png?_r=1384507693


#14 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 13:39

 ხო ვიცი მანდ გზა პრაქტიკულად არ არის, მე შესული ვარ ჩემი მანქანით სანამდე მივედი მივედი, იმის იქეთ უკვე დავანებე თავი წვალებას, მე და თემურა ვიყავით

6c3jv.jpg

 

მაგარია შაორი, მაისში შეიძლება წასვლა დაიგეგმოს 3 დღიანი, კარგი ორგანიზებით



#15 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 14:43

კი, კი მაისის დასაწყისში მიწევს რაჭაში წასვლა და აუცილებლად წავითევზავებ, ვნახოთ რას იზავს და იმის მიხედვით დავგეგმოთ მერე წასვლა :)


photo-1.png?_r=1384507693


#16 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 15:49

ნიკა ეხლა მაისში რა ბოილი იმუშავებს შენი აზრით შაორზე? ბარემ ვიყიდიდი და დავტესტავდი :)


photo-1.png?_r=1384507693


#17 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 16:39

ნიკა ეხლა მაისში რა ბოილი იმუშავებს შენი აზრით შაორზე? ბარემ ვიყიდიდი და დავტესტავდი :)

 

 

უნდა გააკეთო ბოილი, ყიდვით ძვირი დაგიჯდება ძალიან, და გაიწეწები მაგრად, საერთოდ მაისში ცოცხალ სატყუარებზე უფრო მოდის, შესაბამისად ცხოველური არომატიკით გამზადებული ბოილები იმუშავებს, ანუ მაგალითად კრევეტკის არომატით, იგივე წითელი ჭიის, და თევზის ქონის არომატით და სხვა მძაფრი არომატიანი ბოილები

 

სიმართლე გითხრა მე სატევზაოდ 6 ჯოხი დამაქვს, აქედან 3 ჯოხს მკაცრად  ბოილებზე ვამუშავებ და 3 იც სხვადასხვა ცოცხალი სატყუარებით. რაჭაში კოპტონის ბოილმა იმუშავა კარგად, ასევე ტემურას ყავს დაჭერილი ტუტი ფრუტის ბოილებზე, ეს ხილის არომატიანი ბოილებია, ვერ გაიგებ მაგას, ამ ბოილების მთელი მუღამიც ეგ არის - სხვადასხვა კომბინაციები და ვარიანტები

 

მე მაქვს ასევე კარგი პელეტცი, რომელზეც შარშან კუმისზე ჩემმა სიძემ მაგარი საზნები იჭირა, მოკლედ ბოილი უფრო ექსპერიმენტების სატყუარაა, თუმცა ის რომ ბოილზე ტევზს ვერ დაიჭერ ეს მცდარი შეხედულებაა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, - ეს არის დაკორმვა, ანუ გინდა დიდი რაოდენობით ბოილი რომ ადგილი დაკორმო, ამიტომ უნდა დაამზადო სახლის პირობებში რომ რაოდენობა მიიღო, 15-20 კგ დამიმზადებია მე მაგალითად ერთ დღეში,. ამ რაოდენობის ფირმა ბოილს ხომ ვერ იყიდი? ვერ იყიდი, ამიტომ უნდა შეიძინო სპეციალური მაგიდა და პისოლეტი და მერე უკვე სახალისოც კია დამზადების პროცესი

 

აი მაგალიტად შაორზე ხომ იცი ყვიტელ სმესზე რომ თევზაობენ? ყვითელი ჭადის და პურის ფქვილის ნაზავია, იგივე ნაზავის ბოილები რომ დაამზადო რატომ არ უნდა მოვიდეს? მოვა აუცილებლად + დადიპე და ეგ არის რა



#18 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 16:47

საერთოდ საქართველოში ლეგენდების უფრო სჯერათ, მასე იყო ზღვაზეც, ჩემმა მეგობარმა არჩილ ჩიქოვანმა ზღვაზე სიმინდის თმიან მონტაჟზე 11 კგ-იანი საზანი დასვა, თან ერთი კი არა, რამოდენიმე დაიჭირა იმ ღამეს, არადა ზღვაზე სიმინდზე ტევზი არ მოდის კაცო  , სოსო სულავამაც აღიარა ბოლოს ჭეშმარიტება, როცა თავის ტვალით ნახა სიმინდზე დაჭერილი საზნები ზღვაზე, ასეა - ბოილის ამბავიც

 

რაჭაში ბოილი მუშჰაობს, თუმცა სხვა სატყუარები უფრო ეფექტურია - ეს რეალობაა



#19 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 16:55

გამოდის რომ სახლის პირობებში მომიწევს ბოილების დამზადება, და თუ მოვაბი თავი შეგაწუხებ, კონსულტაციებს გავივლი შენთან :) რაც შეეხება ყვითელი მჭადის და პურის ფქვილის ნაზავს, საკმაოდ წარმატებულია შაორზე, სხვათაშორის მინახავს წყალტუბოელები თევზაობენ ეგრეთწოდებულ ჭაობის ჭიაზე :)  წელს ბუღლუჯსაც მოვსინჯავ :)


photo-1.png?_r=1384507693


#20 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 17:31

გამოდის რომ სახლის პირობებში მომიწევს ბოილების დამზადება, და თუ მოვაბი თავი შეგაწუხებ, კონსულტაციებს გავივლი შენთან :) რაც შეეხება ყვითელი მჭადის და პურის ფქვილის ნაზავს, საკმაოდ წარმატებულია შაორზე, სხვათაშორის მინახავს წყალტუბოელები თევზაობენ ეგრეთწოდებულ ჭაობის ჭიაზე :)  წელს ბუღლუჯსაც მოვსინჯავ :)

 

კი თუ ბოილებზე აპირებ თევზაობას, ცხადია სახლის პირობებში უნდა დაამზადო. ერთ კარგ რამეს გასწავლი კიდევ შაორისთვის კრივეტკა რომ იყიდება ხომ იცი მაღაზიებში გაყინული, აი ეგ აიგე, გააცალე ფარფლები და წამოაცვი ნემსკავზე როგორ მაგალითად ბუღლუჯს, ან კალიას აკეთებ, კრივეტკა პატარები უნდა აიღო(იყიდება დიდებიც რომელიც არ ვარგა), 1, ან 2 ცალი ერთ ნემსკავზე გაუკეტე და აბა ნახე შედეგები






Copyright © 2025 Carp Fishers Club Georgia