Jump to content

 

Photo

ჩაკვრის ინდიკატორები


  • Please log in to reply
14 გამოხმაურება თემაში

#1 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 09 April 2013 - 12:10

ჩაკვრის ინდიკატორები - Bite Alarm

(კლასიფიკაცია)

 


ჩაკვრის ინდიკატორები არსებობს მექანიკური, ნახევრად მექანიკური/ელექტრონული და ელექტრონული, მათი დანიშნულებაა აცნობოს მეთევზეს თუ რა ხდება ძუის ბოლოს არსებულ სატყუარასთან (თევზის ჩარტყმა).
sig.jpg 


მექანიკური ინდიკატორები:

ამ კატეგორიას განეკუთვნება ძირითადად "ზარები", თუმცა ამ თემაში მათ არ განვიხილავთ ისედაც ყველასათვის ნაცნობი აქსესუარია.

5ff1e3afcc36.jpg

ნახევრად ელექტრონული ინდიკატორები:

ამ კატეგორიაში თავს იყრის ასევე მრავალი სახეობის ინდიკატორი, ისინი ძირითადად მაგრდება ან უშუალოდ ჯოხზე ან ჯოხის სადგარზე. მათი მუშაობის პრინციპი აგებულია 1 ან 2 კონტაქტიან მექანიკურ ჩამრთველზე, რომელიც აქტიურდება ძუის ფიზიკური დაჭიმვით.

ნახევრად ელექტრონული ინდიკატორების ერთადერთი პლიუსი გახლავთ ის, რომ ისინი არის საკმაოდ ბიუჯეტური მეთევზისთვის. მინუსები შედარებით მეტია, მთავარი მათ შორის არის მგძნობიარობის ნაკლებობა (პრაქტიკულად შეუძლებელია მათი გამოყენება თუ თევზი სატყუარის ჩადების დროს ნაკლებად აქტიურია, სატყუარას წამოიღებს ნაპირისკენ და ასევე ძლიერ ქარიან ამინდში)

cff1c4664555.jpg

 

ელექტრონული ინდიკატორები - (ე.წ. სიგნალიზატორები)

თანამედროვე "კარპ ფიშერები" აქტიურად იყენებენ სხვა და სხვა სახის სიგნალიზატორებს, რომლებიც დღესდღეობით ნამდვილად უნივერსალური საშუალებაა ჩარტყმის ინდიკაციისთვის, განსაკუთრების ღამით თევზაობისას.

 

მათი მუშაობის პრინციპი აგებულია მაგნიტურ მბრუნავ რგოლზე, რომელსაც ძუა ატრიალებს თევზის ჩარტყმის/უკუჩარტყმის მომენტში. სიგნალიზატორი მოთავსებულია კოჭასა და ჯოხის პირველ რგოლს შორის, ის მაგრდება ხრახნით სადგარზე (ბუზ ბარზე ან უბრალოდ 1 ფეხიან სადგარზე). ნახევრად ელექტრონული ინდიკატორებისგან განსხვავებით, მათ გააჩნია საკმაოდ მაღალი მგრძნობიარობა და ინდიკაციის ამოცნობა შესაძლებელია თევზის სატყუარასთან უბრალოდ თამაშის მომენტშიც!

 

სიგნალიზატორები გვხვდება მრავალი სახის და ბრენდის, მათი ფასი მერყეობს 15 ლარიდან - 300 ფუნტამდეც კი! (1 ცალი რათქმაუნდა). ხშირ შემთხვევაში ფასი პირდაპირ მიუთითებს ხარიხს, თუმცა არის საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტებიც, რომლებიც მშვენივრად მუშაობენ.

 

ამ სტატიაში არ განვიხილავ დეტალებში კონკრეტულად რა და რა სახის ელექტრონული ინდიკატორები არსებობს (ძირითადი განსხვავება არის უშუალოდ მაგნიტურ რგოლებში ანუ ელექტრული მუშაობის პრინციპში, ამაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ), ისე კი სიგნალიზატორები გვხვდება ძირითადად შემდეგი მახასიათებლებით:

 

  • სტატიკური და რადიო ფუნქციით (Wireless) - რადიოთი აღჭურვილი სიგნალიზატორები ძალიან მოსახერხებელია ღამით თევზაობის დროს, აქვს მინუსიც შედარებით მალე სვავს ბატარიებს.
  • სიგნალიზატორები რომელთაც მგძნობიარობა ეცვლება ღილაკით, მაგნიტური რგოლის შეცვლით ან საერთოდ არ ეცვლება.
  • სიგნალიზატორები რომელთაც ეცვლებათ ხმის დონე და ტონი - ტონის შეცვლა განსაკუთრებით საჭირო ფუნქციაა თუ თქვენს გვერდზე მყოფ მეთევზეს აქვს იგივე ტიპის სიგნალიზატორები.
  • სიგნალიზატორები რომელთაც აქვთ ღამის ნათების (Night Light) ფუნქცია - მათ შორის ზოგს აქვს მექანიკური გადამრთველი ამისთვის, ზოგზე კი ავტომატურად აქტიურდება (შუქის სენსორი).
  • სიგნალიზატორები რომელთაც აქვთ შუქდიოდიანი "სვინგერის" მიერთების საშუალება. - ასევე გამოიყენება ღამის თევზაობისას.
  • სიგნალიზატორები რომელთაც აქვთ განსხვავებული ტონი ჩარტყმის და უკუჩარტყმის დროს.
  • სიგნალიზატორები რომელთაც აქვთ სხვადასხვა ფერის ნათურები და რომელთაც აქვთ ერთნაირი ფერის.
  • სიგნალიზატორები რომლებიც მუშაობენ ნებისმიერი ამინდის პირობებში (Waterproof).

სიგნალიზატორი ითვლება კარგად, თუ ყველაზე მაღალი მგრძნობიარობის დროს საჭიროა როგორც მინიმუმ 0.5სმ ძუის გადატარება რგოლზე ინდიკაციის მისაღებად. დანარჩენი უკვე გემოვნების და ბიუჯეტის საკითხია!

350faf1022c4.jpg

PS: სიგნალიზატორის შეძენისას ყურადყება მიაქციეთ, რომ ამ უკანასკნელს აუცილებლად ჰქონდეს რეზინის ამორტიზატორები იმ ადგილას სადაც ჯოხი იდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე გაგიფუჭებთ ჯოხის საღებავის საფარს.

 
სტატია შედგენილია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოცდილებასა და მასალებზე დაყრდნობით.
სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!



#2 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 01 March 2014 - 18:59

გამარჯობა, ახალი ვარ ამ ფორუმზე .

ინდიკატორების შეძენას ვაპირებ და  http://www.tmctackle...iewType=Summary   ამ ვარიანტს წავაწყდი, რატომღაც სხვებთან შედარებით ბევრად იაფია და ღირს მაგის ყიდვა ? მადლობა წინასწარ



#3 თითირა

თითირა

    კლუბის წევრი

  • მოდერატორი
  • 226 გამოხმაურებები
  • სახელი:ნოდარი
  • გვარი:თითირაშვილი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 01 March 2014 - 20:09

ცნობისმოყვარე აბა ეს ნახე :) 

http://carp.sportfis...ები/#entry4228]



#4 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 02 March 2014 - 12:49

ცნობისმოყვარე აბა ეს ნახე :)

http://carp.sportfis...ები/#entry4228]

გაიყიდა :(



#5 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 02 March 2014 - 13:49

http://www.ebay.co.u...=item258a3aacbf  ეს კარგი ვარიანტია ?



#6 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 02 March 2014 - 21:49

http://www.ebay.co.u...=item258a3aacbf  ეს კარგი ვარიანტია ?

დაახლოებით ეგეთი მაქვს მე და კმაყოფილი ვარ  :)


photo-1.png?_r=1384507693


#7 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 28 May 2015 - 18:00

გაამარჯობა, ისევ მე ვარ შარშან რომ ვარჩევდი სიგნალიზატორებს, როდ პოდის შეძენა ვერ მოვახერხე შარშან დროულად + სასღვარგარეთ წავედი და დავრჩი ესე უაზროდ, როდპოდისა და სიგნალიზატორების გარეშე... რადგან წელს არსად არ ვაპირებ წასვლას და ერთ-ორ დღეში პოდიც მექნება,სიგნალიზატორებიც აუცილებელი იქნება და როგორც ჩანს არავინ ყიდის ფორუმებზე, ასერომ ვნახე შარშანდელი შენახული სიგნალიზატორების "ლინკი" რომლების ყიდვასაც ვაპირებდი : http://www.ebay.co.u...=item2ee132aa9a   ჩემი შეხედულებით რომ ვიმსჯელო არაფერს ვუწუნებ, რადგან არასდროს მქონია შეხება არცერთი ტიპის სიგნალიზატორთან, ამიტომ მინდა გთხოვოთ მირჩიოთ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე თუ არის დამწყები "კარპ ფიშერისთვის" შესაფერისი :) 



#8 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 28 May 2015 - 22:28

ესეთი მოდელები რამოდენიმე იყო ჩამოტანილი და უპრობლემოდ იმუშავა, ჩემი აზრით არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი :)


photo-1.png?_r=1384507693


#9 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 30 May 2015 - 00:34

მადლობა ლევან, თქვენ რა მოდელს იყენებთ?



#10 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 31 May 2015 - 15:46

დაახლოებით ესეთ ვარიანტს ვიყენებ მე http://www.ebay.co.u...=item2eda21646e


photo-1.png?_r=1384507693


#11 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 31 May 2015 - 21:22

მადლობა ლევან, ხვალ უნდა გამოვწერო ის ინდიკატორები და ვნახოთ თუ კმაყოფილი დავრჩები



#12 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 01 June 2015 - 09:39

წარმატებები :)


photo-1.png?_r=1384507693


#13 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 01 June 2015 - 13:11

აუ ვეღარ გადამიწყვეტია რომელი გამოვწერო 60$ ფარგლებში.   http://www.ebay.com/...=item58c477f2c6     ესეც ვნახე...  http://www.ebay.com/...=item3cfae8af0d   ესეც  და  http://www.ebay.co.u...=item541e77ff4e    ესეც .  რომელს მირჩევთ ?



#14 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 01 June 2015 - 17:35

და კიდევ მაინტერესებს ჯაჭვიანი სვინგერები გამოვწერო თუ მეორენაირები მთლიანები რომ არის, რკინის



#15 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 02 June 2015 - 21:58

ორივე მისაღებია მთავარია მსუბუქები არ იყოს და ძუას კარგად ჭიმავდეს


photo-1.png?_r=1384507693





Copyright © 2025 Carp Fishers Club Georgia