Jump to content

 

Photo

როდესაც კარპფიშინგს ვიწყებდი...

როდესაც კარპფიშინგს ვიწყებდი.

  • Please log in to reply
თემაში გამოხმაურებები არ არის

#1 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 23 October 2015 - 11:46

         9c75052178ac.jpg

 

 

          დიდი ხანია მინდა რომ დავწერო, მაგრამ წერა მარტო სურვილზე არ არის ეს აშკარა, წერა დავიწყე... არ მომეწონა... თავი და ბოლო ვერ დავალაგე, გავბრაზდი და ურნაში მოვისროლე, შემდეგ ისევ დავიწყე და იგივე... აი დღეს კი მგონი რაღაცას მოვაბი თავი, მოვაბი ანუ მგონია ჩამოვაყალიბე, თუმცა არც ეს მომწონს, უბრალოდ დავიწყე და დავამთავრე...

 

 

როდესაც კარპფიშინგს ვიწყებდი...

 

      თევზაობა ბავშვობის ასაკიდან დავიწყე, ჩემი სამიზნე რაჭის მდინარეები იყო, რადგან ჩემი საცხოვრებელი ადგილიც  რაჭის პატარა ქალაქ ონში მდებარეობდა. მოგეხსენებათ მთიანი რაჭა ნაკლებად არის განებივრებული ტბებით, შესაბამისად მე საერთოდ არ მქონდა ტბაზე თევზაობის გამოცდილება და მითუმეტეს კობრზე. როგორც ყველა სხვა დანარჩენი ბავშვი საზაფხულო არდადეგებზე  სოფელში დავდიოდი და ჩემს ერთერთ სოფელში აღმოვაჩინე პატარა მყუდრო  სოფლის ტბა , ამ ტბის წარმოშობის ისტორია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ ეს ტბა აღმოჩნდა ის პირველი სადაც მე პირველ კობრთან ჭიდაობამ მომიწია და  ის ემოცია და ის შეგრძნება და საწამლავი დამალევინა რაც დიდ თევზე თევზაობის  ჟინი და სურვილი მუდმივად თან დაგყვება.

 

06b7c6d76a59.jpg

ჩემი სოფლის ტბა

 

        ნაპირი სადაც მოხერხებულად დადგები და კომფორტულად ითევზავებ სოფლის ტბას შეიძლება ითქვას არ ქონდა, მთელი სანაპირო ზოლი დაჭაობებული და დაფარული იყო მაღალი წყალმცენარეებით, რაც ტბას სათევზაოდ ძნელად მისადგომს ხდიდა, თვითონ ტბა კი მასიური ტყით იყო შემოფარგლული. რას არ ნახავდით იქ, უამრავ მწერს, ქვეწარმავალსა თუ ფრინველს, გარეული ცხოველებიც მრავალჯერ შემინიშნავს, თუმცა სურვილი იმდენად დიდი იყო ამ ტბაზე თევზაობის 13-14 წლის ასკში 3 კმ-ამდე მანძილს მარტო გავდიოდი და ძირითადი სავალი გზის გავლა შუაღამისას, ტყით დაფარულ ბილიკებზე მიწევდა. ჩემს აღჭურვილობას ძირითადად თხილის გამხმარი ჯოხი, მის წვერზე დამაგრებული ძუა ტივტივით და ერთი ნემსკავი შეადგენდა, სატყუარად კი წითელი ჭიაყელას და პურის გულს მჭადთან შეზავებულს ვიყენებდი. ტბის პირას ახლო მდებარე ხეებზე ხშირად ავძვრებოდი და იქიდან გადავხედავდი ხოლმე ტბას, თვალწინ მიდგას  უამრავი კობრი ქარავნებად რომ დადიოდნენ... მენატრება ის დრო, მენატრება ის ტბა...

      სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად მომიწია დედაქალაქში საცხოვრებლად გადასვლამ, სწავლის და მუშაობის გამო ვერ ვახერხებდი სათევზაოდ სიარულს, თუმცა ისიცაა რომ, არ ვიცნობდი სათევზაო ადგილებს, და ჩემთვის ისევ რაჭის მდინარები და ჩემი სოფლის ტბა რჩებოდა ოცნებად. ერთხელ მეგობრის თხოვნით, რათქმაუნდა არ დასჭირვებია დიდი თხოვნა მუდარა, წავედით დედაქალაქთან ახლოს მდებარე ერთერთ ტბაზე სადაც ჩემთვის მრავალჯერ ნაცადი ხერხით დავიწყე თევზაობა, თუმცა ამაოდ, შედეგად უამრავი პატარა კარჩხანა, მაგრამ გამაკვირვა იმ მეთოდმა რა მეთოდიდაც თევზაობდა ჩემი მეგობარი, ეს იყო ე.წ. ფსკერული მეთოდი სადაც რმოდენიმე ნემსკავი ერჭობოდა კვადრატული ფორმის კოპტონის ნაჭერში და ჩემგან განსხვავებით შედეგიც აშკარად მეტი ჰქონდა. მომეწონა თევზაობის ეს მეთოდი, და ყველაზე მეტად იმან დამაახლოვა ამ მეთოდთან რომ, მივხვდი შანსები მეზრდებოდა ჩემი ოცნების საალაფო ზომის კობრსაც შევხვედროდი, ასე გადავედი ფსკერულ თევზაობაზე.

 

 

7a13b75cfa56.jpg

ჩემი პირველი ამური (აი აქედან იწყება ჩემთვის კარპფიშინგი). კუმისის ტბა

      გადიოდა დრო და მეც ნელ- ნელა ვიძირებოდი თევზაობის მორევში, შევიძინე ბევრი კარგი მეგობარი ამ სამყაროში და მათთან ერთად ვსწავლობდი, ვითარდებოდი და თევზაობის ჟინს ვიკლავდი, რას აღარ ვცდილობდი, რა სატყუარას არ ვიყენებდი, თუმცა ჩემთვის სანატრელი კობრი ვერ მოვიხელთე.... და ერთ მშვენიერ დილას მეგობრის ხმამაღალმა ემოციურმა შეძახილმა გამაღვიძა და ვხედავ რომ ჩემი ანკესი მიაქვს რაღაცას, წამიერად მოხდა ყველაფერი, ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი, ეს იყო ის რაც აქამდე არასდროს მქონია, 15 წუთიანმა ჭიდაობამ წამებში გაირბინა, როდესაც თევზს თვალი მოვკარი თავიდან ფეხებამდე კანკალმა ამიტანა, რის ვაი ვაგლახით ჩავსვით თევზი ქვედა ბადეში და კმაყოფილებისგან იმხელაზე ვყვიროდი ალბათ მთელ ტბას ესმოდა ჩემი ემოციური შეძახილები, მაგრამ... მაგრამ ვნახე ის რაზეც მანამდე არასდროს დავფიქრებულვარ, ჩემს მონტაჟზე არსებული რამოდენიმე ნემსკავი თევზს სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა გამოდებული, დაფლეთილი სხეულის ნაწილები და სისხლი... საზარელი შესახედი იყო ეს ყველაფერი, ამ ფაქტმა ჩემში რაღაც შეცვალა, რაღაცნაირმა გრძნობამ შემიპყრო და მივხვდი რომ, ნამდვილად დიდი სიამოვნება იქნებოდა თევზის დაუზიანებლად ამოყვანა და რაღაც სპორტული ჟინიც კი გამიჩნდა ამის. როდესაც კობრზე თევზაობის სტატიებს ვეცნობოდი ხშირად მხვდებოდა უსაფრთხო თევზაობასთან დაკავშირებული თემები, რასაც გვერდს ვუვლიდი და ვფიქრიობდი რომ, ეს უსაფრთხოება ზედმეტი იყო, რადგან საბოლოოდ ეს თევზი მაინც ტაფაზე უნდა აღმოჩენილიყო, ამ ფაქტის მერე კი გამიჩნდა სურვილი გავცნობდი იმ სტატიების, იმ თემებს რაც თევზის უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული, და ამან დამაახლოვა სპორტულ თევჭერის იმ მეთოდთან რასაც „კარპფიშინგი“ ქვია და არანაკლები იყო ის ემოცია როდესაც ჩემი ოცნების საალაფო თევზი, რომელიც დავიჭირე ველურ წყალსაცავზე, რომლის დაჭერასაც წლები მოვანდომე და ის დავაბრუნე თავისივე სამყაროში, მივხვდი რომ, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, დამერწმუნეთ თევზის გაშვების სურვილი თუ შენი სულიდან და გულიდან არ მოდის იმ სიამოვნებას, იმ ემოციას, იმ თვითკმაყოფილებას ვერ მიიღებთ რაზეც მე ვსაუბრობ. თევზის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მისი უსაფრთხოდ ამოყვანა, შემდეგ ფოტოს გადაღება მასთან ერთად და მისი უკან დაბრუნება...  ეს გახდა ჩემი თევზაობის თანმდევი ტრადიცია. აი ას პროცესები,  ეს შეგრძნებები, ეს ემოციები, ეს ოცნებები სადაც იბადება იმ სამყაროს ქვია „კარპფიშინგი“ და ჩემთვის კარპფიშინგი არის დავბრუნდე სათევზაოდ ჩემი ბავშვობის მოგონებებში, ჩემი ბავშვობის ტბაზე, ეს არის ოცნება დავიჭირო ის თევზი რომელიც ჩემთვის ყოველთვის საოცნებო იქნება და დავაბრუნო ის უვნებლად უკან და მის დაჭერაზე ხელმეორედ ვიოცნებო, ვითევზავო ბავშვობის გადმოსახედიდან ახდენილი ოცნებით თანამედროვე აღჭურვილობით, თანამედროვე სატყუარებით, შედარებით მეტი გამოცდილებით, და ეს ყველაფერი მინდა მოხდეს ჩემი ოცნების წყალსატევზე, ზღაპრულ ადგილში, სადაც ხარ მხოლოდ შენ, ბავშვობის დროინდელი ოცნებები და შენი სამყარო...

 

 

ლევან დვალი

 22.10.2015

 

 

სტატიის ავტორი: "საქართველოს კარპფიშერთა კლუბი"

 

 

27ef82b01c21.jpg

 

7320f20b8401.jpg

 

ceae0735c37d.jpg


photo-1.png?_r=1384507693





Copyright © 2025 Carp Fishers Club Georgia