Jump to content

 

Photo

ამინდი და მისი ზემოქმედება კობრზე

ამინდი Carp Fishing carp

  • Please log in to reply
2 გამოხმაურება თემაში

#1 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 09 September 2015 - 16:41

Panorama20Skelsmergh1small.JPG

Carp Fishing-ის თავისებურებები, როგორ ზემოქმედებს ამინდი კობრზე

 
ჩვენ ყველას გვითევზავია კობრზე სხვადასხვა ამინდის პირობებში. ერთ დღეს შეიძლება ძალიან ცხელი და წყნარი ამინდი იყოს, როდესაც კობრი წყლის ზედაპირთან ახლოს აქტიურად მოძრაობს, თუმცა გასაკვირია მაგრამ არ იკვებება. მეორე დღეს შეიძლება ქარიანი და მოღრუბლული ამინდი გამოდგეს, თითქოს საუკეთესო პირობები კობრის დასაჭერად, მაგრამ მაინც უშედეგოდ. ხშირ შემთხვევაში ძალზედ გაუგებარია რა არის საუკეთესო ამინდი მათზე სათევზაოდ.

ფაქტი ერთია, რომ ამინდს დიდი ზეგავლენა  აქვს კობრზე და ზოგადად ნებისმიერ თევზზე მათ შორის:  ჰაერის და წყლის ტემპერატურას, ქარის მიმართულებას, ქარის სიძლიერეს, ჰაერის წნევას, მთვარის ფაზას და წყალში ჟანგბადის შემცველობას.

სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სათევზაოდ ამინდის პროგოზის მიხედვით ვიაროთ, ძირითადად ამისთვის შაბათ-კვირა გვაქს და გვიწევს იმ პირობებში თევზაობა, რასაც ბუნება შემოგვთავაზებს. მეორეს მხრივ, ნებისმიერ ამინდში არის ფაქტორები რაც შეგვიძლია ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
 

ქარი

 
ერთერთი ძირითადი ფაქტორი კობრზე თევზაობისას არის ქარი და მისი მიმართულება. ამ უკანასკნელს პირდაპირი ზეგავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ იქცევა და იკვებება კობრი. ქარის მიმართულების და სიძლიერის ცოდნით ჩვენ შეგვიძლია სწორად ავარჩიოთ სათევზაო ადგილი და სათევზაო დისტანცია.

ქარის დროს წარმოქმნილი დინება იწვევს წყლის ფსკერზე თუ მის ზედაპირზე არსებული საკვების ატაცებას. ცნობილია, რომ ასეთ დროს საკვები (მწერები, ბუნებრივი საკვები და სხვადასხვა ნაწილაკები ფსკერზე) მიყვება წყლის ზედაპირზე არსებული ქარის მიმართულებას, შედეგად კობრიც აქტიურად გადაადგილდება ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ კობრს აქვს ძლიერ სენსიტიური ყნოსვა, რაც მას საშუალებას აძლევს ადვილად მიაგნოს ნებისმიერ საკვებს წყალში და დაადგინოს არის თუ არა ეს უკანასკნელი საკვებად ვარგისი. რაც უფრო ძლიერია ქარი, მით მეტი საკვების ფსკერიდან ატაცება და მიგრირება მოხდება, ეს არის ერთერთი მიზეზი თუ რატომ იჭირება კობრი ძლიერ ქარში, როდესაც ის რაღაც პერიოდის განმავლობაში თქვენი მიმართლებით დაუბერავს.

მეორეს მხრივ, როდესაც ტალღები და მათ გამოყოლილი საკვები მიაღწევს ტბის უკიდურეს ნაპირს, ხდება წყლის ქვეშა დინებით ამ საკვების უკან მიმართულებით გასტყორცნა, შედეგად, თუ ქარი დიდი ხნის განმავლობაში უბერავს, მაშინ თევზი მთელ ტბაში აქტიურია მიმოფანტული საკვების გამო. ტბებში სადაც ბევრი ბალახია ეს საკვები ძირითადად ამ ბალახის ახლომახლო იყრება და თევზიც აქტიურად იკვებება მის მიმდებარე მიდამოებში ფსკერზე.

ასევე ნათქვამია, რომ როდესაც ქარი ხვდება ძუებს, ეს უკანასკნელი აგზავნის ვიბრაციებს სატყუარას მიმართულებით. როცა თევზი სატყარას იღებს ის გრძნობს ამ ვიბრაციას და ძალიან ძლიერად გარბის. ქარის გაჩერებასთან ერთად ეს გარბენები მცირდება და თევზი უფრო ნაზად აწკრიალებს თქვენს სიგნალიზატორებს. ეს უბრალოდ მოსაზრებაა და რამდენად სწორია თქვენი გამოცდილებიდან შეაფასეთ :)
 

ატმოსფერული წნევა

 
კვლევების მიხედვით წნევის ძლიერი ვარდნა იწვევს კობრის მიგრირების შესუსტებას და ისინი იკვებებიან მკვდარი ან წყალში გაჩერებული საკვებით. წნევის მატება პირიქით აიძულებს კობრს აქტიურად მიგრირდეს და იკვებოს ცოცხალი მოძრავი არსებებით.

ატმოსფერული  წნევაც ერთერთი საკვანძო მომენტია, როდესაც თქვენ კობრზე თევზაობას აპირებთ. წნევა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს წყალში ჟანგბადის დონეზე. კობრს ჟანგბადი „ჰაერივით“ სჭირდება საკვების მოსაძებნად. თუ ჟანგბადის დონე წყალში დაბალია, კობრი ხდება ზანტი და ზარმაცი, თითქოს მათ აღარ აქვთ ენერგია საკვების მოსაძებნად. ამ დროს კობრი იკვებება მის გარშემო არსებულ მცირე მონაკვეთში და არ გადაადგილდება დიდ დისტანციებზე.

დაბალი ატმოსფრული წნევა ძირითადად გულისხმობს ქარს ან წვიმას, ორივე შემთხვევაში წყალი ჟანგბადით მდიდრდება. შედეგად ყოველთვის უკეთესია თევზაობა დაბალი წნევის არსებობის შემთხვევაში. მე პირადად მირჩევნია ასეთ პირობებში თევზაობა, მაშინ კი როცა ძლიერი წვიმაა და საკუთარი კომფორტი მეორე ხარისხოვანია, ძლიერ ქართან სამწუხაროდ ვერ ვმეგობრობ.

დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, მაგალითისთვის ზღვის დონეზე (არა თბილისის ზღვის დონეზე, ეს უკანასკნელი დაახლოებით 550 მეტრზეა ზღვის დონიდან) საშუალო ტემპერატურის დროს 1000 ჰექტო პასკალს ქვემოთ წნევა შეგვიძლია ჩავთვალთ როგორც დაბალი, ხოლო 1010-ს ზემოთ - მაღალი. წნევის დიაპაზონი იცვლება ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ცხელი ზაფხულის დღეებში ზღვის დონეზე დაბალ წნევად ჩაითვლება დაახლოებით 1010-ზე ნაკლები, ხოლო მაღალ წნევად 1020-ზე ნაკლები.

მაღალი ატმოსფერული წნევა ძირითადად გულისხმობს ცხელ დღეებს, ამ დროს წყალში ჟანგბადის გამოყოფა ნაკლებია ვიდრე მოხმარება, შედეგად თევზი ნაკლებად აქტიურია წყლის ფსკერზე და ცდილობს ზედა ფენებში გადაადგილდეს.

არსებობს მოსაზრება Carp Fishing-ში, რომელსაც მე ამ ბოლო დროს საკუთარი გამოცდილებით 100%-ით ვეთანხმები, რომ მაღალი ატმოსფერული წნევის დროს კობრი მიგრირებს წყლის ზედაპირთან ახლოს და პირიქით დაბალი წნევის დროს ის ჩადის წყლის ფსკერზე საკვებად. შედეგად ცხელი ზაფხულის დღეებში მე  2 ანკესზე ვიყენებ „ზიგს“ ხოლე ერთზე ფსკერულ მონტაჟს, ეს ეხება ნებისმიერ ტბას და წყალსაცავს. ხშირად ნახავთ ასეთ ამინდებში მეთევზეებს, რომლებიც უშედეგოდ ელოდებიან ნადავლს წყლის ფსკერზე. ზიგის გამოყენება წარმატებით შეიძლება შემოდგომა-ზამთარი-გაზაფხულზეც სხვადასხვა პირობებში, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ.



ტემპერატურა

 
წყლის ტემპერატურას შეუძლია დიდი ზეგავლენა იქონიოს კობრზე და მის კვებით თავისებურებებზე. წყლის ძალიან მაღალი ტემპერატურა პირდაპირ აისახება თევზჭერაზე, ეს უკანასკნელი საგრძნობლად შეამცირებს ჩარტყებს ან შეიძლება საერთოდ შეაჩეროს. ასეთ პირობებში შეიძლება უფრო წარმატებული იყოს ბოილები რომელებიც დიდი ოდენობით შეიცავენ ნახშირწყლებს, მაგალითისთვის ბურღულის ბაზაზე დამზადებული. მომცრო სატყუარებიც მედატ წარმატებულია ამ დროს ვიდრე დიდი ზომის ბოილები.

ასევე აისახება ჩარტყმებზე წყლის დაბალი ტემპერატურა, რაც უფრო დაბალია მით ნაკლები შანსია თევზის დაჭერის. ამ დროს თევზი ცდილობს გაჩერდეს ადგილებში სადაც თბილი დინებაა ან სადაც შედარებით დაცულად იგრძნობს თავს. ასეთი ადგილები შეიძლება იყოს სხვადასხვა ჩაღრმავებები ტბაში ან ბალიახიანი/ტოტებიანი ადგილები. წლის ცივ პერიოდში სწორედ ასეთ ადგილებში უნდა ვეძებოთ კობრი.

წყლის, ისევე როგორც ჰაერის ტემპერატურას დიდი გავლენა აქ იმაზე, თუ სად და როგორ იკვებება თევზი. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ან მატება არ ნიშნავს იმას, რომ წყლის ტემპერატურაც მომენტალურად დაეცემა. რამოდენიმე დღე იქნება საჭირო იმისთვის რომ წყლის ტემპერატურა საგრძნობლად შეიცვალოს, განსაკუთრებით დიდ და ღრმა წყალსატევებზე. გვიანი შემოდგომის და ადრეული გაზაფხულის პერიოდში თბილ ქარს შეუძლია ადვილად გაათბოს წყლის ზედაპირი, რის გამოც თევზი აუცილებლად ზედაპირზე გადაინაცვლებს. იგივე ეფექტი ექნება ცხელი ზაფხულის პერიოდში ცივი ჰაერის მასებს, ამ დროსაც ზიგის გამოყენება უალტერნატივოა.

ზამთრის პერიოდში, როდესაც წყალი საკმაოდ ცივია და თევზი თავს სიღრმეებს ან ქვაბულებს აფარებს, პირდაპირი მზის სხივებს შეუძლიათ წყლის ნაპირთან არსებული თხელი წყალი იმ დონე შეათბონ, რომ კობრის დასაჭერად 5-10 მეტრიც კი საკმარისო იყოს!
 

მთვარის ფაზა

 
ბევრი კითხვებია იმის თაობაზე, თუ როგორი ზეგავლენა აქვს მთვარის ფაზას თევზაობაზე. ბევრი მეთევზე იყენებს მთვარის კალენდარს, ცხრილი დაფუძნებულია მის ფაზებზე და მზის/მთვარის ამოსვლა/ჩასვლის დროებზე. როგორც ასეთი ჯერჯერბით არ არსებობს დადასტურებული ფაქტი, თუ მთვარის ფაზის რა ეტაპზე იჭირება თევზი ყველაზე კარგად ან საერთოდ არ იჭირება. ჩემი პირადი გამოცდილებით ერთადერთი ფაზა, რომლის დროსაც მე კობრი ჯერჯერობით არ დამიჭერია, ესაა სრული მთვარე, თუმცა ეს შეიძლება უბრალო დამთხვევაა.

ნებისმიერ შემთხვევაში ვიცით რომ მთვარეს დიდი გავლენა აქ მიზიდულობაზე, წყლის დინებაზე და ატმოსფერულ წნევაზე. კონკრეტულად თუ რა გავლენა აქ თევზაობაზე ეს საკითხი ჩემთვის პასუხ გაუცემელია.


 
ზემოთ მოყვანილი ფაქტორები რომ შევაჯომოთ ალბათ მიხვდებით, რომ კობრის დაჭერა მხოლოდ ჩვენს ან მითიური ღმერთების კეთილ ნებაზე არაა დამოკიდებული. ყოველი პატარა დეტალი მნიშვნელოვანია თევზაობისას.
 
სტატიის ბოლოს ერთ პატარა რჩევას მოგცემდით ყველას, ყოველთვის იქონიეთ ბლოკნოტი ან რაიმე ნოუთი მობილურში, სადაც ჩაიწერთ მონაცემებს ყოველი თევზაობისას. მაგილითისთვის მე ყოველთვის ვიწერ რა ადგილას ვთევზაობდი, ამინდს, ქარის მიმართულებას და სიძლიერეს, წნევას, ტემპერატურას, სატყუარას და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ჩაწერით თქვენ რამოდენიმე წელიწდში საკუთარ თავს აჩუქებთ ყველაზე მაგარ თევზაობის სარჩევს, შედეგად ტბაზე მისულს რამოდენიმე წუთში გეცოდინებათ სად უნდა ითევზაოთ და რა მეთოდებით :)

 
სტატია შედგენილია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოცდილებასა და მასალებზე დაყრდნობით.
სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!
ავტორი: ირაკლი კიკვაძე



#2 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 09 September 2015 - 17:04

მაგარია იკა  :thmbup:


photo-1.png?_r=1384507693


#3 დავით82

დავით82

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • Pip
  • 29 გამოხმაურებები
  • სახელი:დავით
  • გვარი:მოდებაძე

გამოხმაურების დრო 09 September 2015 - 17:48

გადასარევი სტატიაა და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა, რომ ჩვენც გაგვიზიარე გამოცდილება :)






Copyright © 2019 Carp Fishers Club Georgia