Jump to content

 

Photo

Multi Rig

Multi Rig

  • Please log in to reply
თემაში გამოხმაურებები არ არის

#1 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 21 January 2015 - 11:54

დღეს განვიხილოთ მონტაჟი „Multi Rig“.

f5e1c132be0f.jpg

 

მე ვიტყოდი რომ ეს არის მონტაჟი უნივერსალი რომელიც მუშაობს Pop Up ბოილებზე, თუმცა მისი გამოყენება ძირვადის შემთხვევაშიც შესაძლებელია. მისი უნივერსალობა გამოიხატება იმაში რომ ჩვენ ნებისმიერ დროს შეგიძლია დავარედაქტიროთ და  ავწიოთ ნემსკავის თავში სატყუარა, დაახლოებით ისე როგორც მონტაჟი 360-ში ხდება ან კიდევ სატყუარას ჩამოვწევთ დაბლა მარყუჟისკენ და მივცემთ ისეთივე მონტაჯის ფორმას როგორც „ჩოდია“. საჭიროების შემთხვევაში ამ მონტაჟზე ჩვენ შეგვიძლია მონტაჟის დაუშლელად შევცვალოთ ნემსკავი, რაც დროის და აქსესუარების მინიმალური ხარჯი გამოგვივა J

ამ მონტაჯისთვის საჭირო კომპონენტებად გამოვიყენებ კორდას აქსესუარებს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ სხვა მწარმოებლის აქსესუარებით ჩაანაცვლოთ:

სადავე - Korda N-Trap Soft ან Korda N-Trap Stiff

15db9c610d68.jpg

d34213e293b6.jpg

 

ნემსკავი - სხვადასხვა ფორმის, მაგრამ მე მაინც „korda Choddy“-ის ან “korda wide gape“-ის ფორმის ნემსკავს გირჩევდით

5a2aba4ea5a3.jpg

6f2043bc296a.jpg

 

მონტაჟის რგოლი - Korda Small rig ring

c1f0fe8808ed.jpg

 

მონტაჟის სიმძიმე - აქ შესაძლებელია გამოვიყენოთ ორივე მათგანი როგორც თხევადი ასევე მყარი მონტაჟის სიმძიმეები

acc3c7fa3c81.jpg

7cbe36690b6c.jpg

მონტჯის აწყობა:

სადავის წნულისგან ვაკეთებთ ფოტოზე ნაჩვენებ კვანძს, გაითვალისწინეთ სადავეს სპეციალური დამცავი  შრე არ უნდა მოვაძროთ,

63d2f9da049d.jpg

 

შემდეგ ამ კვანძს დავასველებთ და გავჭიმავთ მაქსიმალურად

52decca77f7f.jpg

 

საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ესეთი ფორმის კვანძს J

d51f8f374986.jpg

 

გამზადებული სადავეს, რომელიმხრიდანაც გავაკეთეთ კვანძი, გავაძვრენთ ნემსკავის რგოლში

2661ff9072dc.jpg

 

ნემსკავის შემდეგ სადავეზე წამოვაწმევთ მონტაჯის რგოლს

44e57c93445d.jpg

 

შემდეგ კი სადავის მარყუჯს გადმოვაცმევთ ნემსკავის თავზე ისე როგორც ეს ფოტოზე არის ნაჩვენები

bf54040b7f3c.jpg

 

შემდეგ სადავეს გავქაჩავთ ქვემოთ და ჩვენ მივიღებთ მონტაჟის ესეთ სახეს

879c05cbcafe.jpg

 

სადავის კვანძის შემდეგ ჩვენ გავთალოთ სადავე დაახლოებით ნახევარი სანტმეტრით რათა მონტაჟს ქონდეს მოძრაობისთვის თავისუფალი ადგილი და არ იდგეს ხისტად

8a791646483c.jpg

 

მონტაჟის რგოლზე ვამაგრებთ სატყუარას

ba213bccc0f1.jpg

 

სადაც გავთალეთ სადავე იმ ადგილას ანუ სადაც მთავრდება საფარი გავუკეთებთ სიმძიმეს, ეს სიმძიმე შეასრულების სიმძიმის მოვალეობას და  პლიუს  დააფიქსირებს საფარს რათა მეტზე აღარ გასძვრეს

ed509afb0854.jpg

 

სურვილის შემთხვრევაში, საჭიროების შემთხვევაში და მონტაჟის მეტი პრეზენტაციისთვის თქვენ შეგიძლიათ ფიქსირებულ სიმძიმეს გარედან შემოავიოთ თხევადი სიმძიმე J

dfb237f6f97f.jpg

 

სადვის ბოლოში ეგრეთ წოდებულ სვიველზე ვაკეთებთ კვანძს

6a7777204bae.jpg

 

საბოლოოდ კვანძს დავასველებთ და გავჭიმავთ მაქსიმალურად

79f72051cb7c.jpg

 

საბოლოოდ კი ჩვენ მივიღებთ მარტივ და მრავალფუნქციურ  მონტაჟს

5a7a194b7ea7.jpg

 

მონტაჟი ძირვადი სატყუარის დროს წყლის ფსკერზე დაახლოებით ესე გამოიყურება

696cf9b701b1.jpg

 

აქ კი მონტაჟი მცურავი სატყუარის დროს J

cb8ba400543c.jpg


photo-1.png?_r=1384507693





Copyright © 2025 Carp Fishers Club Georgia