Maggot Klip Rig
მოგეხსენებათ კარპ ფიშინგში ძირითადი სატყუარა ბოილია, თუმცა არის მომენტები როდესაც კარპიშერები ცოცხალ სატყუარას იყენებენ. ჩვენ ვიცით რომ კარპის მონტაჯების ზავიზიტო ბართია თმა, შესაბამისად ცოცხალი სატყუარაც(მაგ.: თეთრი მატლი, ბუღლუჯი, წითელი ჭიაელა და სხვა) აუცილებლად თმაზე უნდა განთავსდეს, დამერწმუნეთ სტანდარტულ მონოს ან წნულისგან დამზადებულ სადავეზე/თმაზე ეს ადვილი არ იქნება, ამ შემთხვევისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოსავალი, მონტჟი რომლის სახელია „Maggot Klip Rig”. ეს ძალიან მოსახერხებელი მონტაჟია ცოცხალი სატყუარისთვის, მასზე ძალიან სრაფად არის შესაძლებელი სატყუარის განთავსება და წყლის ფსკერზე საკმაოდ მიმზიდველადაც გამოიყურება. მოდით ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება ეს მონტაჟი და რა აქსესუარებია საჭირო მის ასაწყობად:
საჭირო აქსესუარები(ამ შემთხვევაში მოცემული აქსესუარები წარმოადგენს “Korda”-ს პროდუქტს, თუმცა რათქმაუნდა შესაძლებელია სხვა მწარმოებლის აქსესუარებით ჩაბაცვლება):
სადავე - Korda N-trap Soft
ნემსკავი - Korda Kurv Shank
თერმო მილაკი - Korda Shrink tube
სილიკონის მილაკი - Korda Silicone Tube
კლიფსა სატყუარისთვის - Korda Maggot Klip
მონტაჟის აწყობა:
საჭირო კომპონენტები
სადავედ გამოვიყენებთ წნულს შედარებით რბილს და გლუვი საფარით დაფარულს დაახლოებით 15 სმ სიგრძის
კლიფსაზე მივაბავთ სადავეს დაახლოებით ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები
შემდეგ სადავეზე წამოვაცმევთ სილიკონის მილაკს
სილიკონის მილაზე წამოვაცმევთ ნემსკავს
სადავის ბოლოს გავატარებთ ნემსკავის რგოლში
და ჩვენ უნდა მივიღოთ მონტაჟის ესეთი მდგომარეობა
შემდეგ ნემსკავზე ვიწყებთ ეგრეთ წოდებული უკვანძო კვანძის გაკეთებას
კვანძის გაკეთების შემდეგ სადავეზე წამოვაცმევთ თერმო მილაკს დაახლოებით 1.5სმ სიგრძის
თერმო მილაკში გავაძვრენთ ნემსკავის რგოლს და მილაკს გავაშუალედებთ
შემდეგ თერმო მილაკს გადავატარებთ წყლის ორთქლზე, რის შემდეგაც თერმო ღილაკი შემცირდება და შემოეკვრება ნემსკავს
სადავის ბოლოზე გავუკეთებთ სვიველს დაახლოებით 8 ზომას
მონტჟი უკვე მზადაა, ეხლა ვნახოთ თუ როგორ ხდება სატყუარის გაკეთება კლიპსაზე.
გავხსნით კლიპსას და ნემსზე დავიწყებთ სატყუარის წამოგებას
სატყუარების წამოგების შემდეგ ჩვენ დავხურავთ კლიპსას
და ჩვენ მივიღებთ მონტაჟს რომელიც ერთერთი საუკეთესოა თმიან მონტაჟზე ცოცხალი სატყუარის განსათავსებლად J