მონტაჟი 360 მიზნად ისახავს ნემსკავს მისცეს თავისფლად მოძრაობის საშუალება, ანუ იგულისხმება რომ ნემსკავს შეუძლია 360 გრადუსით მოძრაობა(სახელიც აქედან გამომდინარე დაერქვა), ეს გვაძლევს მეტ მოქნილობას და ზრდის კობრის ტუჩზე გამოდების შანსებს იმაზე მეტად ვიდრე სხვა დანარჩენი კარპის სპორტული მონტაჟები, მისი 360 გრადუსით თავისუფლად ბრუნვიდან გამომდინარე კარპს აქვს ძალიან მცირე შანსი მისი ადვილად მოძრობის. მონტაჟი 360 ბევრად უფრო ზრდის ჩვენს შანსებს, ამ მონტაჟით ჩვენ შევძლებთ დავიჭიროთ კობრი და კობრებს შორის ყველაზე ფრთხილი კობრიც კი J
ამ მონტაჟზე აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს მცურავი სატყუარა, რადგან ეს გამოიწვევს წყლის ფსკერიდან მონტაჟის აწევას და მისი სწორი მდგომარეობის დაფიქსირებას, მონტაჟი ისე უნდა იყოს განთავსებული წყლის ფსკერზე როგორც ეს მე-2 ფოტოზეა ნაჩვენები. ეს მონტაჟი რათქმაუნდა საუკეთესოა ლამიანი და მცენარიანი ფსკერისთვის.
გირჩევთ გამოიყენოთ ეს მონტაჟი ისეთ ადგილებში სადაც კარპის დაჭერა ძალიან რთულია ან სამიზნე ძალიან ფრთხილობს J
როგორც ავღნიშნე 360 მონტაჟზე გამოიყენება მხოლოდ POP UP სატყუარა, მონტაჟი წყალში მოხვედრის შემდეგ უნდა ჩაიძიროს ბოლოს ვიდრე ძირითადი მონტაჟი და სიმძიმე, სასურველია ისე იყოს მონტაჟი და სატყუარა დაბალანსებული რომ ნემსკავის ძირი და ნემსკავზე მიმაგრებული რვიანი ეხებოდეს ფსკერს, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ თხევადი სიმძიმე.
მონტაჟი 360-ისათვის საჭირო აქსესუარები:
ნემსკავი Longshank-ის ტიპის
Hook Ring Swivel
Carp Sliding Ring & Rig Stops
მონტაჟის სადავე - სპეციალური გარსით წნული
ახლართვის საწინააღმდეგო მილაკი და სწრაფი ცვლის სვიველი
გამოიყენება ინლაინ სიმძიმე, თუმცა თუ ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხო კლიფას ასევე შეგვიძლია ვისრგებლოთ სვიველიანი სიმძიმითაც
ესეც ვიდეო რგოლები