Jump to content

 

Photo

გველები


  • Please log in to reply
თემაში გამოხმაურებები არ არის

#1 თითირა

თითირა

    კლუბის წევრი

  • მოდერატორი
  • 226 გამოხმაურებები
  • სახელი:ნოდარი
  • გვარი:თითირაშვილი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 16 January 2015 - 17:35

საქართველოში მობინადრე გველები
 
ოჯახი: ანკარასებრნი (Colubridae)
გვარი: ანკარა (Natrix)
სახეობები: ჩვეულებრივი ანკარა (Natrix natrix), წყლის ანკარა (Natrix tessellata), კოლხური ანკარა (Natrix megacephala)
 
გვარი: Platyceps 
სახეობები: წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum)
 
გვარი: Dolichopis
სახეობები: კასპიური ანუ ყვითელმუცლიანი მცურავი (Dolichophis caspius), წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti)
 
გვარი: სპილენძა (Coronella)
სახეობები: სპილენძა (Coronella austriaca)
 
გვარი: ეირენისი (Eirenis)
სახეობები: საყელოიანი ეირენისი (Eirenis collaris), წყნარი ეირენისი (Eirenis modestus)
 
გვარი: Elaphe
სახეობები: სახეებიანი მცურავი (Elaphe dione), ამიერკავკასიური მცურავი (Elaphe hohenackeri), გრძელი მცურავი (Elaphe longissima), ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe sauromates), ევროპული მცურავი (Elaphe situla)
 
გვარი: Hemorrhois
სახეობები: Hemorrhois ravergieri
 
გვარი: Malpolon 
სახეობები: ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი (Malpolon monspessulanus)
 
გვარი: Telescopus 
სახეობები: კატისთვალა გველი (Telescopus fallax)
 
ოჯახი: ბრუცაგველები (Typhlopidae)
გვარი: გველბრუცა (Typhlops)
სახეობები: ჩვეულებრივი გველბრუცა (Typhlops vermicularis)
 
ოჯახი: მახრჩობელები (Boidae)
გვარი: Eryx
სახეობები: ველის მახრჩობელა (Eryx jaculus)
 
გვარი (Vipera), Laurenti, 1768
 
 
კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), Nikolsky, 1909
 
rz8r.jpg
 
Spoiler
 
დასახელება: კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi)
 
გარეგნული აღწერილობა: საშუალო ზომის (60-70 სმ) გველგესლა. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია დედლების მოდიდო ზომებში. სხეულის ძირითადი შეფერილობა შავი ან მუქი ყავისფერია. გვერდების გასწვრივ გასდევს ზიგზაგისებრი ზოლი, რომელიც სხეულის ძირითად ფონზე ყოველთვის უფრო ღია ფერის არის. ასევე არსებობენ მოწითალო (როგორც წესი ახალგაზრდა გველები), ღია ყავისფერი და შავი (მელანისტები) ინდივიდები. მუცელი შავი ან უბრალოდ მუქი ფერის არის. საქართველოში vipera-ს სხვა დანარჩენ წარმომადგენელთან შედარებით, განსაკუთრებით განიერი თავის პატრონია. 
 
გავრცელების არეალი (საქართველოს ფარგლებში): გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც გვხდება, სუბრტოპიკულ და მაღალმთიან ტყეებში, სუბალპური ზონებში, ასევე ბაღებში და ჩაის/ციტრუსების პლანტაციებზე.
 
ცხოვრების ნირი: აქტიურობის პიკი დღის საათებში აღწევს თავის მაქსიმუმს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს გველი აქტიური მონადირეა, ან მასთან შეხვედრის საკმაოდ მაღალი შანსი გაქვთ. უპირატესობას ჩაბნელებულ ადგილებს ანიჭებს. საკვებს ძირითადად წარმოადგენენ მცირე ზომის მღრღნელები და ხვლიკები. 
 
შხამი: კავკასიური გველგელსას შხამი შეიცავს ჰემოლიზურ ტოქსინს და იწვევს ძლიერ მოწამვლას. ნაკბენის შემდეგ მის ადგილას ვითარდება ტკივილი, რასაც მოყვება ოფლდენა და შინაგანი სისხლდენა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია დაზარალებული გარდაიცვალოს (დაფიქსირებულია ადამიანისთვის ლეტალური დასასრულის მქონე რამდენიმე შემთხვევა). 
 
დამატებითი ინფორმაცია: შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს გავრცელებული გველები ზამთრის ძილისგან იღვიძებენ მარტში, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში (600-800 მ. სიმაღლეზე) აპრილის მეორე ნახევარში, როდესაც გარემოს ტემპერატურა 14-15°C აღწევს. გამოზამთრების შემდეგ იწყება გამრავლების სეზონი. ზრდასრულობას აღწევენ 3 წლის ასაკში. კავკასიური გველგესლა კვერცხცოცხლადმშობი გველია, რომელიც აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში  3-დან 16-მდე ახალშობილს აჩენს. 
ბინადრობის ადგილების განადურების გამო, სახეობა გადაშენების პირასაა და შეყვანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. ბოლო შეფასებებით, მისი ბინადრობის არეალი 500 კმ²–ს შეადგენს, საიდანაც 40%–ზე მეტი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს.
 
*****************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************
 
დინიკის გველგესლა (Vipera dinniki), Nikolsky, 1913
 
osao.jpg
 
Spoiler
 
uyz9.jpg
 
დასახელება: დინიკის გველგესლა (Vipera dinniki)
 
გარეგნული აღწერილობა: საშუალო ზომის (55 სმ) გველგესლა. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია დედლების მოდიდო ზომებში. სხეულის ძირითადი შეფერილობა როგორც წესი ნაცრისფერია, თუმცა გვხდებიან მომწვანო, მოწითალო და შავი (მელანისტები) ინდივიდები. დინიკის გველგესლას მელანისტები მთლიანად შავები არიან, იმ დროს, როდესაც კავკასიური გველგესლას მელანისტებს ემჩნევათ თეთრი და მოწითალო ფერის ქერცლები (განსაკუთრებით თავზე). ასევე საინტერესოა, რომ დინიკის გველგესლას მთლიანად შავი ეგზემპლარები ნორმალური შეფერილობით იბადებიან და მხოლოდ ზრდასრულობის მიღწევისას იწყებენ ფერის ცვლას. ზურგზე გასდევს შავი, ან უბრალოდ სხეულის ძირითად ფონზე მუქი ფერის ზიგზაგისებრი ან განივი ხაზებისგან შემდგარი ზოლი. არსებობენ გველები, რომლებსაც ზურგზე მუქი ფერის სწორი ზოლი გასდევთ. კუდი მოყვითალო–მომწვანო ფერის არის, ხოლო მუქი ფერის მუცელი უხვად დაფარულია ღია ფერის წინწკლებით. კავკასიური გველგესლისგან განსხვავდება გავრცელების არეალით, მომცრო ზომებით, შედარებით ბლაგვი დინგით და ნაკლებად გამოკვეთილი და ჩაღრმავებული თავით. 
 
გავრცელების არეალი (საქართველოს ფარგლებში): საქართველოში გვხვდება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში. რეგისტრირებულია აგრეთვე მდინარე ენგურის ხეობაში. კავკასიური გველგესლისგან განსხვავდებით, დინიკის გველგესლა არ ბინადრობს დაბლობ ტერიტორიებზე. იგი უპირატესობას ანიჭებს სუბალპურ და ალპურ ზონებს, მთის ტყეებსა და მდელოებს. გვხვდება ზღვის დონიდან 1500-3000 მ სიმაღლეზე. 
 
ცხოვრების ნირი: აქტიურობის პიკი თავის მაქსიმუმს დღის და საღამოს საათებში აღწევს. საკვების ძირითადს ხვლიკები და მცირე ზომის მღრღნელები წარმოადგენენ.
 
შხამი: მისი შხამის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის ჰემოტოქსიკურია. ამ გველის ნაკბენის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა არ არის დაფიქსირებული.
 
დამატებითი ინფორმაცია: ზამთრის ძილისგან იღვიძებენ აპრილის პირველ ნახევარში, როდესაც გარემოს ტემპერატურა 10-11°C აღწევს. პირველები მიწის ზედაპირზე მამლები ამოდიან. გველები აქტიურობას ოქტომბრამდე ინარჩუნებენ. გამრავლების სეზონის მაისში იწყება. დინიკის გველგესლა კვერცხცოცხლადმშობი გველია, რომელიც ზრდასრულობას 3 წლის ასაკში აღწევს. აგვისტოს პირველ ნახევარში ან სექტემბრის დასაწყისში  3-დან 7-მდე ახალშობილს აჩენს. განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ახალშობილებს მალე ეწყებათ მიძინების პერიოდი.
მსხვილფეხა და წვრილფეხა რქიანი საქონლის მიერ ბინადრობის ადგილების (ველების) გადაძოვის და შედეგად ეტაპობრივი განადგურების გამო, სახეობა გადაშენების პირასაა და შეყვანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. 
 
*****************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************
 
ამიერკავკასიური ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera transcaucasiana), Boulenger, 1913
 
ia1x.jpg
 
Spoiler
 
დასახელება: ამიერკავკასიური ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera transcaucasiana)
 
გარეგნული აღწერილობა: საშუალო ზომის (95 სმ) გველგესლა. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია მამლების მოდიდო ზომებში. სხეულის ძირითადი შეფერილობა როგორც წესი ღია ნაცრისფერია. ასევე გვხდებიან შავი (მელანისტები) ეგზემპლარები, თუმცა ძალიან იშვიათად.  ზურგზე გასდევს შავი ან შავ ფრად შემოსაზღვრული მუქი ყავისფერი ზიგზაგისებური ზოლი, რომელიც შეიძლება შედგებოდეს როგორც გაერთიანებული ასევე წყვეტილი ხაზებისგან. კუდის ბოლო ქვევიდან მოყვითალო–მომწვანო ფერის არის, ხოლო ღია მოყვითალო–მონაცრისფო მუცელი დაფარულია მუქი ფერის წვრილი წინწკლებით. ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი სხვა გველებისგან არის დინგის ბოლოს 3-5 სმ სიგრძის რქოვანი წამონაზარდი (აქედან სახელწოდება – ცხვირრქოსანი გველგესლა). ეს წამონაზარდი იზრდება 5 მმ–დე და არის საკმაოდ რბილი და მოქნილი.
 
გავრცელების არეალი (საქართველოს ფარგლებში): საქართველოში ეს სახეობა გვხვდება მესხეთისა და თრიალეთის ქედებზე, მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, ქალაქ ახალქალაქის მომიჯნავე ტერიტორიაზე, სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის ხეობასა და თეთრიწყაროს რაიონში. ძირითადად ეს გველი უპირატესობას ანიჭნევს ქვიან, მშრალ ბორცვებს, მთების კლდოვან ფერდობებს, ბუჩქნარებს, მდინარეთა ნაყარებს, თუმცა ხანდახან ასევე გვხდება ადამიანებით დასახლებულ ადგილებში, მაგალითად ფერმებში, განსაკუთრებით ვენახებში. 
 
ცხოვრების ნირი: აქტიურობის პიკი თავის მაქსიმუმს დღის და საღამოს საათებში აღწევს. საკვებს ძირითადად ფრინველები და წვრილი ძუძუმწოვრები წარმოადგენენ. ახალშობილი გველები ნადირობენ ხვლიკებზე.
 
შხამი: ამიერკავკასიური ცხვირრქოსანი გველგესლა ითვლება Vipera-ს გვარის სავარაუდოდ ყველაზე საშიშ წარმომადგენლად. შხამი საკმაოდ ტოქსიკურია. იგი შეიცავს როგორც პროტეოლიტინის, ასევე ნეიროტოქსინების კომპონენტებს და ჰემოტოქსინებს, რომელიც იწვევს სისხლის შედედების შეწყვეტას. კბენის სიმპტომები მოიცავს ტკივილს, შეშუპებას, ასევე თავბრუსხევევას. უნდა აღინიშნოს, რომ ცხვირრქოსანი გველგესლას შხამი გამოიყენება მედიცინაში შრატის დასამზადებლად სხვა ევროპული გველგესლების კბენის შემთხვევებისთვის.
 
დამატებითი ინფორმაცია: ამიერკავკასიური ცხვირრქოსანი გველგესლა არის კვერცხცოცხლადმშობი გველი. გამრავლების სეზონში, რომელიც აპრილ–მაისს ემთხვევა, მამლები დედალის გულის მოსაპოვებლად ერთმანეთში ბრძოლებს მართავენ. შეწყვილების შემდეგ, აგვისტო - ოქტომბერში იბადება მიახლოებით 20-მდე ახალშობილი. 
დიდი ხნის განმავლობაში ამიერკავკასიური ცხვირრქოსანი გველგესლა მეცნიერების მიერ ცხვირრქოსანი გველგესლას (Vipera ammodytes) ქვესახეობად განიხილებოდა. გველი შეყვანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, პოპულაციის სწარფი შემცირების გამო, რისი მიზეზიც უკანონო ვაჭრობა გახლავთ.
 
*****************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************
 
ლოტიევის გველგესლა, კავკასიური ველის გველგესლა (Vipera lotievi), Nilson, Tuniyev, Orlov, Höggren & Andrén, 1995
 
mgdx.jpg
 
Spoiler
ბინადრობის ადგილი
 
დასახელება: ლოტიევის გველგესლა, კავკასიური ველის გველგესლა (Vipera lotievi)
 
გარეგნული აღწერილობა: საშუალო ზომის (60 სმ) გველგესლა. სხეულის ძირითადი შეფერილობა როგორც წესი ღია ნაცრისფერი ან ნაცრისფერ–ყავისფერია. ზურგზე გასდევს საკმაოდ ცვალებადი ფორმის ზოლი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც შავი ზიგზაგისებური ასევე სწორი და ღია ფერის. მუცელი თეთრი ფერის არის. 
 
გავრცელების არეალი (საქართველოს ფარგლებში): ლოტიევის გველგესლა მთიანი სტეპების და ქსეროფიტული მცენარეულობით დაფარული ფერდობების ბინადარია, რომელიც გვხდება ზღვის დონიდან 1200-1800 მ. სიმაღლეზე. საქართველოში ჩრდილო ოსეთის და ინგუშეთიის მოსაზღვრულ ტერიტორიაზე გვხდება.
 
ცხოვრების ნირი: საკვებს ძირითადად წვრილი მღრღნელები (მემდინვრიები) წარმოადგენენ. 
 
შხამი: შხამი ჰემოლიზური მოქმედების არის, აფერხებს სისხლის შედედებას და იწვევს შინაგან სისხლჩაქცევას.
 
დამატებითი ინფორმაცია: გამრავლების ბიოლოგია შესწავლილი არ არის. ადრე, ლოტიევის გველგესლას თვლიდნენ უფრო დაბალ სიმაღლეებზე გავრცელებული ველის გველგესლას (Vipera ursinii) ქვესახეობად, რომლისგანაც ის ზედა ყბის მთლიანად თეთრი ქერცლით და უფრო განიერი სხეულით განსხვავდება.
მსხვილფეხა და წვრილფეხა რქიანი საქონლის მიერ ბინადრობის ადგილების გადაძოვის და შედეგად ეტაპობრივი განადგურების გამო, პოპულაცია მცირდება. 
 
*****************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************
 
გვარი (Macrovipera), Reuss, 1927
 
 
გიურზა (Macrovipera lebetina), Linnaeus, 1758
 
mbcf.jpg
 
Spoiler
 
l9v6.jpg
 
tl9a.jpg
დედალის გულის მოსაპოვებლად მებრძოლი მამლები
 
დასახელება: გიურზა (Macrovipera lebetina)
 
გარეგნული აღწერილობა: დიდი ზომის (1,5 მ) გველგესლა. მონაყოლები 2 და 3 მეტრის სიგრძის ეგზემპლარების შესახებ სხვა არაფერია როგორც ზღაპრები. სქესობრივი დიმორფიზმი გამოხატულია დედლების მოდიდო ზომებში. სხეულის ძირითადი შეფერილობა რუხი ან ქვიშისფერია. არსებობენ მოწითალო შეფერილობის და ერთფეროვანი ეგზემპლარები. ზურგი და გვერდები დაფარულია საკმაოდ დიდი ზომის მუქი ნაცრისფერი და ზოგჯერ მონარინსიფრო ლაქებით. ღია ფერის მუცელი დაფარულია წვრილი მუქი წინწკლებით. გიურზასთვის დამახასიათებელია ძალიან განიერი სამკუთხედი თავი.
 
გავრცელების არეალი (საქართველოს ფარგლებში): საქართველოში გავრცელებულია თბილისის სამხრეთით, კახეთში, ქვემო ქართლში, შირაქში, გარეჯის უდაბნოში. საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება: უდაბნოს, ნახევრად უდაბნოს და მთის სტეპების ზონაში, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან.  უპირატესობას მშრალ ადგილებს ანიჭებს. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ.
 
ცხოვრების ნირი: ახალგაზრდა გიურზები ნადირობენ პატარა ხვლიკებზე, ზრდასრულები - ვირთხებზე, კურდღლებზე, ხვლიკებზე. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ზოგჯერ ჩიტებზეც. ამ დროს ისინი ადიან ხეებზე და იმალებიან ფოთლებს შორის. ზოგჯერ ჩიტებს წყალსატევებთან ელოდებიან და წყლის დალევის დროს ადვილად იჭერენ მათ. 
 
შხამი: გიურზას ჰემოლიზური მოქმედების შხამი აქვს, რომლებიც ერითროციტებს და სისხლძარღვების კედლებს შლის. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ქსოვილების ნეკროზი. იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. კბენის დროს, ორგანიზმში შეყავს შხამის დიდი დოზა. გიურზას შხამი გამოიყენება მედიცინაში. 1 გველი ერთ ჯერზე იძლევა 40 მგ-მდე შხამს (მშრალი წონა), რომელსაც იყენებენ შხამსაწინააღმდეგო შრატის და სხვა პრეპარატების დასამზადებლად. დაკბენილის სამკურნალოდ გამოიყენება შრატი "ანტიგიურზინი". გიურზას შხამი შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინაზებს და გამოიყენება ძვირფასი სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. საქართველოში გავრცელებული შხამიანი გველებიდან, გიურზა ადამიანისთვის ყველაზე სახიფათოა.
 
დამატებითი ინფორმაცია: წლის განმავლობაში გიურზას შესაძლოა რამდენიმე მიგრაცია მოუწიოს. ეს თვისება განსაკუთრებით ახასიათებთ მთის ფერდობებზე მცხოვრებ ინდივიდებს. ზამთრობიდან გველები მარტში გამოდიან, როცა ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 10°C უდრის. მიწის ზედაპირზე პირველები მამლები გამოდიან და გამოსაზამთრებელ ადგილებს შემოდგომით უბრუნდებიან. გიურზები ხანდახან ჯგუფებადაც ზამთრობენ, რომლებშიც ერთიანდება 12-მდე ცხოველი. ზაფხულის სეზონში ისინი მთებიდან დაბლობებზე ჩამოდიან. გამრავლების სეზონი იწყება აპრილში და ივნისის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ამ დროს მამლები ერთმანეთში ბრძოლებს მართავენ – მიწის ზედაპირზე ამაღლდებიან, ერთმანეთს ეხვევიან და მოწინააღმდეგეს მიწაზე ჩამოგდებას ცდილობენ. საქართველოში გავრცელებული გველგესლებიდან, გიურზა ერთადერთი კვერცხმდები სახეობაა. ივნისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში დადებული 8-30 კვერცხისგან 30-50 დღიანი ინკუბაციის პერიოდის შემდეგ იჩეკებიან 25-28 სანტიმეტრიანი ახალშობილები. 
საინტერესოა, რომ გიურზას აქტიურობის საათები სეზონის მიხედვით იცვლება. მაგალითად, ადრეულ გაზაფხულზე და შემოდგომით ისინი ნადირობენ დღისით, ხოლო გვიანი გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდში აქტიურდებიან დილით ადრე და საღამოს.
 საშიშროების შემთხვევაში გიურზა სწრაფად მიიმალება თავშესაფარში, ან იწყებს ხმამაღალ სისინს. მისი სხეული არის ძლიერ კუნთოვანი და მკვრივი, ყბები აქვს ძალზედ მოძრავი და, ხელში აყვანის შემთხვევაშიც კი, მუდამ ცდილობს ადამიანს ხელზე უკბინოს, თუნდაც ამისათვის შხამიანი ეშვებით საკუთარი ქვედა ტუჩის გახვრეტა მოუწიოს.
 
*****************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************
 
წყლის ანაკარა
 
საქართველოში მობინადრე გველებს შორის გავრცელების არეალის მიხედვით მეორე ადგილი წყლის ანაკარას (Natrix tesselata) უკავია, ხოლო პირველზე, მისი ახლო ნათესავი - ყველგან მყოფი ჩვეულებრივი ანაკარა (Natrix natrix) იმყოფება. ასეთი ფართო გავრცელების მიუხედავად, 2000-ან წლებამდე, ჩვენს ქვეყანაში ამ გველებს ყურადღების მინიმუმი ენიჭებოდა და შესაბამისად სანდო ინფორმაციის დეფიციტი წარმოიშვა, რომელიც ისეთ ასპექტებს ეხებოდა, როგორიც არის ცხოვრების ნირი, კვების რაციონი და გავრცელების არეალი საქართველოს ტერიტორიაზე. 
1997-2008 წლების განმავლობაში, ავსტრიული ჰერპეტოლოგების საზოგადოებამ, ადგილობრივი მეცნიერების მხადრაჭერით, ჩაატარა საქართველოში მობინადრე წყლის ანკარების ათწლიანი კვლევა, რომლის შედეგები ქვემოთ მომყავს.
 
გარეგნული აღწერა და ცხოვრების ნირი
 
წყლის ანკარა საშუალო ზომის არაშხამიანი გველია (1-1.3 მ), რომლის ღია ან მუქი ზეთისხილისფერი ზურგი და გვერდები დაფარულია ჭადრაკისებურად განლაგებული მუქი კოპლებით, ხოლო კრემისფერი ან ყვითელი მუცელი - შავი ზოლებით. ჩვეულებრივი ანაკარასგან განსხვავებით ის პირველ რიგში განსხვავდება კისერის არეში ყვითელი „ყურების“ არქონით.
 
f8bcd0720f3c.jpg
 
სქესობრივი სხვაობა გამოხატულია მდედრი გველების მოდიდო ზომებში. გამრავლების პერიოდის დროს, რომელიც მარტის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, გველები დიდი რაოდენობით გროვდებიან. ივლისში მდედრი 10-30 კვერცხს დებს, საიდანაც სექტემბრის თვეში ახალშობილები იჩეკებიან. 
ახალშობილები პირველივე დღიდან იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და აქტიურ ნადირობას, შემოდგომის ბოლოს კი, წყასლატევების მშრალ სოროებში ზამთრის ძილს მიებარებიან.
წყლის ანკარა არააგრესიული გველია და საფრთხის შემთხვევაში პირველ რიგში მიმალვას ცდილობს. არსებობს მეორე მეთოდიც, რომელიც მკვდრად მოკატუნებაში მდგომარეობს. ამ დროს გველი ფართოდ აღებს პირს და ხრწნის პროცესში გამოყოფილ სუნს გამოსცემს, რომელიც ნებისმიერს მისი გასინჯვის სურვილს დაუკარგავს. 
 
d1b55bacf755.jpg
playing dead
 
ხელში აყვანის დროს ის ძალიან იშვიათად იკბინება. თავად ნაკბენი საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან მისი ნერწყვი ბაქტერიციდულ ნივთიერებას შეიცავს, რაც ჭრილობის დაინფიცირებას თავისთავად გამორიცხავს.  
 
გავრცელება
 
საქართველოში, წყლის ანკარები ბინადრობენ სხვადასხვა ტიპის წყალსატევებში, მაგალითად ტბორებში, ტბებში, ჭაობებში, ნაკადულებში, მდინარეებსა და არხებში ძლიერი ან სუსტი დინებით. მათთან შეხვედრა პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი, კოლხეთის დაბლობის ჭაობებიდან დაწყებული, სახმრეთის სტეპებითა და ნახევარუდაბნოებით დამთავრებული. გამონაკლისს წარმოადგენენ განსაკუთრებით ტენიანი ჰავას მქონე მაღალმთიანი ხშირი ტყეები. 
 
ბინადრობის ადგილები აღმოსავლეთ ნაწილში
 
მაქსიმალური კონცენტრაცია შეინიშნება ცენტრალური და აღმოსავლეთი საქართველოს ყველა მნიშვნელოვან მდინარეში, ასევე ტბორების ნელ ან წყნარ წყლებში. აქ, მდინარეების მზიან სანაპიროებზე, როგორც წესი ჩვეულებრივი ანკარების მაგივრად სწორედ წყლის ანკარები ჭარბობენ. ზოგჯერ მათი ნახვა შესაძლებელია გამომშრალ არხებში და შირაქის ვაკეს სტეპებსა და უდაბნოებში, სადაც შავი ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლემდე გვხდებიან. დაფიქსირებულია სულ რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც წყლის ანკარა ზღვის დონიდან 1000 მ. და უფრო დიდ სიმაღლეზე უნახიათ, სადაც წლიური ნალექების დონე 600 მმ-ის ნიშნულს აღწევს. მაგალითად, 2007 წლის ექსპედიციის აღმოჩენა სოფელ ხერთვისში (1126 მ. ზღვის დონიდან), მტკვრის ზედა დინებაში, მხოლოდ ამტკიცებს წყლის ანაკარების არსებობის შესაძლებლობას მცირე კავკასიონის უფრო დიდ სიმაღლეზე.   
 
4e74e45a5933.jpg
2007 წლის აღმოჩენის ადგილი (ფოტო აღებულია www.lgabelia.wordpress.com-იდან)
 
ბინადრობის ადგილები დასავლეთ ნაწილში
 
ტენიან დასავლეთ ნაწილში მათი ბინადრობის არეალი ვრცელდება კოლხეთის დაბლობიდან მდინარე რიონის და მისი შენაკადების დიდი კავკასიონის მისადგომებამდე, სადაც შავი ზღვის დონიდან 0-დან 600 მ. სიმაღლეზე ადიან. აღმოსავლეთისგან განსხვავებით, აქ უკვე ჩვეულებრივი ანკარების სიჭარბე შეინიშნება - ზოგ ადგილებში 12:1-თან შეფარდებით. თუმცა, წყლის ანკარების ნახვა შესაძლებელია საზღვაო ხაზთან ახლოს, მომლაშო და მლაშე წყლიან ადგილებშიც კი. კოლხეთის ეროვნულ პარკში მდინარე ფიჩორის ჭაობიან ტყეებში ჩატარებული კვლევების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ბინადრობის ადგილის შერჩევის დროს წყლის ანკარები უპირატესობას ღია და მზიან ადგილებს ანიჭებენ. 
 
5370cb1ded21.jpg 
ფიჩორი
 
აჭარის მაღალმთიან ტყეებში, რომლებიც ცნობილია თავისი ენდემური ცხოველებით და წლიური ნალექების მაღალი ოდენობით (> 4000 მმ), ხშირი სამინდვრო სამუშაოების მიუხედავად, არც ერთი წყლის ანკარა არ იყო აღმოჩენილი სანაპირო ზოლში - ადგილას, სადაც ეს გველი ხშირად გვხდება დაბლობის ჭაობებს შორის. სამაგიეროდ, ამ ადგილებში მას წარმატებით ჩვეულებრივი ანკარა ანაცვლებს. წყლის ანაკარას ნახვა ასევე შესაძლებელია მდინარე ჭოროხის ხეობაში 200 მ. სიმაღლემდე, სადაც იგი ფართოდ არის გავრცელებული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე.
 
0336b8de8ffc.jpg
ჭოროხის ხეობა
 
59107b712f19.jpg
პალიასტომის ტბა
 
კვება და მტრები
 
წყლისა და ჩვეულებრივი ანკარების ახლო ნათესაობის მიუხედავად, მათ კვების რაციონის მკვეთრი სხვაობა ახასიათებთ. წყლის ანაკარას რაციონის 80%-დე შეადგენს სხვადასხვა ზომის თევზი - კობრისებრნი (Cyprinidae), ღორჯოები (Cottidae) და ხლაკუნასებრნი (Cobitidae). დანარჩენი 20% წარმოდგენილია მეტამორფოზ დამთაბრებული მწვანე გომბეშოებით (Bufo bufo) და უკუდო ამფიბიების რიგის (Anura) სხვა მცირე ზომის წარმომადგენლებით. ამავდროულად, ჩვეულებრივი ანაკარას რაციონში, თევზი საშუალოდ 15% შეადგენს, უდიდეს ნაწილს (80%-მდე) კი უკუდო ამფიბიები, ხოლო დანარჩენ 5% - ხვლიკები და მღრღნელები. 
სწორედ კვების რაციონის ასეთი სხვაობა გამორიცხავს ამ ორ წარმომადგენელს შორის კონკურენტულ ბრძოლას და ხელს უწყობს მათ სიმრავლეს ბინადრობის ერთსა და იმავე არეალში. 
 
0c0e50906aa4.jpg
 
ცხადია, რომ წყლის ანკარას სიცოცხლე სპეციფიური რაციონის გამო წყალსატევებთან მჭიდრო კავშირში იმყოფება. თევზზე ის წყალქვეშ ნადირობს და წარმატების მისაღწევად 2 ტაქტიკას გამოიყენებს - აქტიური ნადირობის და ჩასაფრების მეთოდები. თუმცა, ზოგჯერ მონადირე თავად იქცევა მსხვერპლად. დაფიქსირებული იყო 2 ერთობ კურიოზული შემთხვევა, როდესაც ნაკადულის ფსკერზე მკვდარი ანაკარა იყო ნაპოვნი. დახრჩობის მიზეზი კი მისი პოტენციური მსხვერპლი - ქვაქვეშია ანუ ფართოშუბლა (Cottus gobio) იყო, რომელსაც გველმა საშუალება მისცა თავისი თავი დაეჭირა პირის არეში, რამაც ჟანგბადის მიწოდება შეაფერხა (წყლის ანაკარას ჟანგბადის გარეშე დაახლოებით 40 წუთი შეუძლია გაძლოს) და სიკვდილის მიზეზი გახდა.
 
29c75e1e4fb7.jpg
უბედური მონადირე
 
ბუნებაში მათზე ნადირობენ თევზები (ლოქო და წერი), მტაცებელი ფრინველები და ასევე სხვა გველები (მცოცავ-მცურავები).
 
 
 
 
 
სტატია გვაჩუკა Jaguar paw 
 
 
 





Copyright © 2019 Carp Fishers Club Georgia