Jump to content

 

Photo

შაორის წყალსაცავი 03.05.2013

შაორის წყალსაცავი

  • Please log in to reply
4 გამოხმაურება თემაში

#1 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 07 May 2013 - 11:18

მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს და გიორგობას, ეხლა რაც შეეხება ჩემს გასვლას შაორზე, მოკლედ ონისკენ მიმავალმა შაორს რომ გვედით ჩავუარე ისეთი კარგი ამინდი იყო გადაწყვეტილება შევიცვალე და იმ საღამოსვე ანუ ღამის 2 საათზე უკვე შაორზე ვიყავი, დავბანაკდი ე.წ. პლატინის მარცხენა სანაპიროზე და დაველოდე გათენებას. ამინდი საუკეთესო იყო მაგრამ რად გინდა, გათენდა და რას ხედავ ჩმი თვალები, ესეიგი მთლიანი მარცხენა სანაპირო ზოლი ბადეები არის გაშლილი დაახლოებით ნაპირიდან 30-40 მეტრზე

060f00e272d3.jpg

 

e6ce5a0a518a.jpg

 

d77e407eed82.jpg

 

ამის შემდეგ ბანაკი ავშალი და გადავინაცვლე პლატინის მარჯვენა მხარეს, იქაც იგივე სიტუაცია დამხვდა, ჩაგებულ ბადეებს უკვე იღებდნენ, გადავწყვიტე დავლოდებოდი ბადეების ამოღებას შემდეგ დამეწყო თევზაობა. მალევე ამოიღეს ბადეები იმ პერიმეტრზე სადაც მე ვაპირებდი თევზაობას და თან გავესაუბრე "მებადურებს", მათი პასუხიდან გამომდინარე საზანი, კარპი ბადეში არ აღმოჩნდა, მხოლოდ და მხოლოდ იყო ე.წ. კასპიური ვიმბა(რიბეც) და საზანი და კარპი აქტიურობას დაიწყებს 2 კვირაშიო და ეგ არის ყველაზე კარგი პერიოდიო კარპზე სათევზაოდო. შემდეგ გავშალე ბანაკი და დავიწყე სიმინდით დაკვება, ამავდროულად ვთევზაობდი კონსერვირებულ სიმინდზე,ბუღლუჯზე და მიწის ჭიაყელაზე. 

 

4c3ea6fe9c24.jpg

 

49d47f0d125b.jpg

 

1de48e71bd5e.jpg

 

დაახლოებით შუადღისკენ ამინდი საშინლად შეიცვალა, ამოვარდა ქარიშხალი, ძალიან დიდი ტალღები, მოკლედ ფიზიკურად შეუძლებელი გახდა თევზაობა, თავიდან 2 საათი ვცდილობდი ამ გრიგალში მეთევზავა მაგრამ უშედეგოდ, 80 გრამიან სიმძიმეს ალბათ 20-25 მეტრზე იქით ვერ ვაგდებდი და ისიც რამოდენიმე წუთში ტალღებს ბალახების დახმარებით ისევ ნაპირზე გამოჰქონდა. გადავწყვიტე დავლოდებოდი საღამოს, არც საღამომ არ გაამართლა გრიგალი უფრო და უფრო გაძლიერდა, ვინც კი ვნახე ადგილობრივები ყველა იმას ამბობდა შაორი ამ პერიოდში ესეთი "აღელვებული" არ გვინახავსო  :D მოკლედ გაჩერებას აზრი აღარ ქონდა რადგან ანკესებისაც ვერ ვაგდებდი წყალში და ტყუილად ღამის გათენება მომიწევდა, ავშალე ბანაკი და წავედი სახლში  :)

ხო მართლა სანამ გრიგალი ამოვარდებოდა მანამდე დავიჭირე საზანი 460 გრამიანი. ამ დროს შაორი დაახლოებით ასე ღელავდა

7a432e12f979.jpg

 

გუშინ წამოსვლისას გადავწყვიტე გზად კიდევ შემევლო და ბედი მეცადა, ამინდი: წვრილი წვიმა და ნისლი, ვითევზავე 1 საათი, შედეგი არაფერი  :)

 

b48605329aac.jpg

 

2d3730bc57ea.jpg

 

c4de1e7d42c5.jpg

 

5cd0da4a18fd.jpg

 


photo-1.png?_r=1384507693


#2 ბიძო

ბიძო

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 987 გამოხმაურებები
  • სახელი:ბიძინა
  • გვარი:მაზიაშვილი
  • ადგილმდებარეობათბილისი, ვაჟა ფშაველა

გამოხმაურების დრო 07 May 2013 - 11:59

 ლევან ანუ იძახი რო გადავდოთ ხო ჩვენი გასვლა მანდ, ზაფხულისთვის!?



#3 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 07 May 2013 - 12:27

არა მაგას არ ვამბობ, ანუ 2 კვირაში სავარაუდოდ კარგი პერიოდია თუ რათქმაუნდა ამინდი ხელს შეგვიწყობს, ესეთი არეული ამინდი დაემთხვა და 1 ცალი მაინც დავიჭირე და დარწმუნებუყლი ვარ დაკვებილზე კარგი კარგ ამინდში დავიჭერდი :) ჩემი აზრით ივნისის დასაწყისი იდეალური უნდა იყოს :)


photo-1.png?_r=1384507693


#4 ნიკა

ნიკა

    Carp Fisher

  • ფორუმელი
  • PipPipPipPip
  • 679 გამოხმაურებები

გამოხმაურების დრო 10 May 2013 - 17:59

 მომავალ კვირას თუ მშვიდობა იქნა მე შაორზე ვგაზავ



#5 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 11 May 2013 - 16:08

აბა წარმატებები :) დაგირეკავ აუცილებლად :)


photo-1.png?_r=1384507693





Copyright © 2019 Carp Fishers Club Georgia