Jump to content

 

ყველაზე რეიტინგული გამოხმაურებები


#4712 დავიწყებული სატყუარა - პური

გამოეხმაურა kikva on 24 April 2014 - 17:20

bread1.jpg

 

 

ბოილების შექმნის დღიდან მოყოლებული სხვადასხვა სატყუარამ კარპ-ფიშერებს შორის პოპულარობა დაკარგა. ალბათ როდესაც ფრედ ვილტონმა პირველად შექმნა ბოილი 1970-იან წლებში, ის ვერც კი წარმოიდგენდა რომ ეს უკანასკნელი ამხელა წარმატებას მიაღწევდა. ეს ყველაფერი კი ძირითადად გამოწვეულია ბოილის გამოყენების სიმარტივით.
როგორც იცით ბოილი ძალიან მარტივი სატყუარაა, ის ძალიან ადვილად მაგრდება მონტაჟზე, ამასთან ბოილი ძალიან გამძლეა წყალში და ფაქტიურად მიუწვდომელი არასასურველი თევზისთვის.

ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ღირს ძველი და ყველასთვის ნაცნობი სატყუარების დავიწყება? ნება მომეცით წარმოგიდგინოთ სატყუარა, რომელსაც დაჭერილი ყავს გაცილებით მეტი თევზი ვიდრე ყველა სახის ბოილს ერთად აღებულს!

სატყუარას რეცეპტი:

  • 1 ცალი კვერცხი
  • 675გ თეთრი პურის ფქვილი
  • 1.5 ჩაის კოვზი შაქარი
  • 3 ჩაისკოვზი საფუარი
  • 1.25 ჩაისკოვძი ზეითუნის ზეთი
  • 450მლ წყალი

ეს მარტივი ინგრედიენტები ქმნიან რაღაცას, რაც ასე ძალიან უყვარს კობრს... და მას რათქმაუნდა ქვია პური!
დაკვირვევებიდან, იმის შესახებ თუ რა ინგრედიენტები იზიდავს კობრს, საფუარი ნამდვილად ერთერთ მოწინავე ადგილს იკავებს. გარდა ამისა პური ძალიან მდიდარია კარბოჰიდრატებით, რომელიც კობრს გაცილებით ურჩევნია პროტეინებით გამდიდრებულ სატყუარებს (განსაკუთრებით ცივი სეზონის პერიოდში). როგორც იცით, პურის ქერქიც ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენებოდა ზედაპირული თევზაობის დროს.
 


როგორ მივიღოთ პურისგან საუკეთესო

პურის ქერქი: უმარტივესი მეთოდია პურის ქერქი ზედაპირზე სათევზაოდ. ეს უკანასკნელი ძალიან განსხვავდება დღესდღეისობით არსებული პოპულარული სატყუარებისგან, თუმცა აქვს თავისი უპირატოსებობეი. მაგალითად ადვილია პურის ქერქის სხვადასხვა მასაში ჩადიპვა, შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ დიდი ან პატარა ნაჭრები და ა.შ.
ქერქის ძირითადი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ის გაჭირვებით თუ გაუძლებს 1 გასროლასაც კი, ასევე წყალში დასველების შემდეგ ადვილი მოსაძრობია წვრილი თევზისთვის.

პურის გული (ცომი): პურის გულიც საკმაოდ ცნობილი და ადვილად გამოსაყენებელი სატყუარაა თევზაობის დროს. ცომი შეგვიძლია მაგალთად შემოვაკრათ ხელოვნურ სიმინდს გარშემო, ან გამოვიყენოთ მაგალითად მეთოდისთვის ან თუნდაც პირდაპირ ნემსკავზე და გამოვიყენოთ ზიგზე თევზაობისას. თუმცა ამ შემთხვევაშიც პატარა თევზს არ გაუჭირდება მისი შემოცლა.
 

bread2.jpg

დაბლენდერებული პური: ეს მოთოდი კი წინებისგან განსხვავებით უდაოდ საუკეთესოა და ხშირ შემთხვევებში ძალიან დიდი წარმატების მომტანიც. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ "ლი ჯექსონი", რომელმაც არაერთი ტურნირი მოიგო ამ მეთოდით.

ზემოთქმულის მისაღებად დაგვჭირდება ახალი პური და სამზარეულოს ბლენდერი. გაითვალისწინეთ, პური უნდა იყოს მაქსიმალურად ახალი რომ შევძლოთ მსუბუქი, რბილი და ფუმფულა მასის მიღება. ეს ფუმფულა მასა ჩაძირვისას ქმნის გასაოცარ ღრუბელს წყალში, რომელიც ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია კობრისთვის.
ამ მეთოდით თევზაობისთვის არსებობს 2 ვარიანტი: კარპ-ფიშერებისთვის PVA ბადე ან ტომარა, ხოლო ფიდერით მოთევზავეებისთვის რაღა თქმა უნდა საკვებურა.
დაბლენდერებულ პურს, თქვენ შეგიძლიათ გაურიოთ ნებისმიერი სახის დანამატი თუ არომატიზატორი.
 

bread3.jpg

მოკლედ, როგორ დავამზადოთ დაბლენდერებული პური:
1. საჭიროა ჩვეულებრივი ბლენდერი და ახალი პური
2. აიღეთ პურის ნაჭრები და შემოაცალეთ ქერქი.
3. ფრთხილად (დაბრტყელების და ცომად ქცევის გარეშე) დაჭერით პატარა ნაჭრებათ, ჩაყარეთ ბლენდერში და ატრიალეთ სანამ არ მიიღებთ ფუმფულა მასას.
გაითვალისწინეთ: თქვენ ასევე შეგიძლიათ პური დააბლენდეროთ ქერქიანად, რის შედეგადაც მიიღებთ მიქსში მოტივტივე ნაწილებს (გამოიყენება ზიგით თევზაობისას).

როგორ გავამდიდროთ მიღებული მასა:
არსებობს უამრავი რამ, რასაც თავისუფლად შეუძლია უფრო და უფრო მიმზიდველი გახადოს თქვენი მიქსი. ერთადერთი რის გაკეთებასაც არ გირჩევთ ესაა თხევადი არომატიზატორები, ისინი უბრალოდ გადააქცევენ პურს ცომისებურ მასად რაც თავის მხრივ ფკერზე ამ სატყუარის უნიკალურ პრეზენტაციას აღარ უზრუნველყოფს.
გამოცდილ მშრალ დანამატებს შორისაა: დაფხვნილი კრივეტები, დაფხვნილი თევზი, გამომშრალი და დაფხვნილი ტკბილი სიმინდი, თეთრი ჭია, ჩილის წიწაკა და სხვა.


bread4.jpg

და ბოლოს როგორ მივიღოთ ფეთქებადი PVA მიქსი:
საუკეთესო ეფექტისთვის და იდეალური პრეზენტაციისთვის აუცილებელი პირობაა წყალში დაშვებული PVA აფეთქდეს და შექმნას კობრისთვის მიმზიდველი ღრუბელი ფსკერზე. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია არ მოხდეს PVA-ში მიქსის ძალით ჩატენვა, მის აფეთქებას სწორედ მასში არსებული ჰაერი გამოიწვევს.
საუკეთესო შემთხვევაში წყალში მოხვედრისას PVA ბადემ/ტომარამ უნდა იტივტივოს რამოდენიმე წამი და მხოლოდ ამის შემდეგ დაეშვას ფსკერზე (ეს თავის მხრივ ყველანაირ გადახლართვას გამორიცხავს). რათქმაუნდა პირველივე ცდაზე მსგავსი მასის მიღება რთული იქნება, თუმცა მალევე გამოასწორებთ.
 

bread5.jpg

როგორც უკვე ავღნიშნე ეს მეთოდი განსაკუთრებით წარმატებულია ზამთარში და სხვა ცივ თვეებში. ხშირ შემთხვევაში ერთადერთი მეთოდია რომლსაც თევზის მოხიბვლა შეუძლია. რათქმაუნდა არაა აუცილებელი თვითონ სატყუარა ან ბოილი პურის იყოს.


 
სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!
სტატიის ავტორი: Tim Hodges

"ვთარგმნე" მე :)
 




#5126 ამინდი და მისი ზემოქმედება კობრზე

გამოეხმაურა kikva on 09 September 2015 - 16:41

Panorama20Skelsmergh1small.JPG

Carp Fishing-ის თავისებურებები, როგორ ზემოქმედებს ამინდი კობრზე

 
ჩვენ ყველას გვითევზავია კობრზე სხვადასხვა ამინდის პირობებში. ერთ დღეს შეიძლება ძალიან ცხელი და წყნარი ამინდი იყოს, როდესაც კობრი წყლის ზედაპირთან ახლოს აქტიურად მოძრაობს, თუმცა გასაკვირია მაგრამ არ იკვებება. მეორე დღეს შეიძლება ქარიანი და მოღრუბლული ამინდი გამოდგეს, თითქოს საუკეთესო პირობები კობრის დასაჭერად, მაგრამ მაინც უშედეგოდ. ხშირ შემთხვევაში ძალზედ გაუგებარია რა არის საუკეთესო ამინდი მათზე სათევზაოდ.

ფაქტი ერთია, რომ ამინდს დიდი ზეგავლენა  აქვს კობრზე და ზოგადად ნებისმიერ თევზზე მათ შორის:  ჰაერის და წყლის ტემპერატურას, ქარის მიმართულებას, ქარის სიძლიერეს, ჰაერის წნევას, მთვარის ფაზას და წყალში ჟანგბადის შემცველობას.

სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სათევზაოდ ამინდის პროგოზის მიხედვით ვიაროთ, ძირითადად ამისთვის შაბათ-კვირა გვაქს და გვიწევს იმ პირობებში თევზაობა, რასაც ბუნება შემოგვთავაზებს. მეორეს მხრივ, ნებისმიერ ამინდში არის ფაქტორები რაც შეგვიძლია ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
 

ქარი

 
ერთერთი ძირითადი ფაქტორი კობრზე თევზაობისას არის ქარი და მისი მიმართულება. ამ უკანასკნელს პირდაპირი ზეგავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ იქცევა და იკვებება კობრი. ქარის მიმართულების და სიძლიერის ცოდნით ჩვენ შეგვიძლია სწორად ავარჩიოთ სათევზაო ადგილი და სათევზაო დისტანცია.

ქარის დროს წარმოქმნილი დინება იწვევს წყლის ფსკერზე თუ მის ზედაპირზე არსებული საკვების ატაცებას. ცნობილია, რომ ასეთ დროს საკვები (მწერები, ბუნებრივი საკვები და სხვადასხვა ნაწილაკები ფსკერზე) მიყვება წყლის ზედაპირზე არსებული ქარის მიმართულებას, შედეგად კობრიც აქტიურად გადაადგილდება ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ კობრს აქვს ძლიერ სენსიტიური ყნოსვა, რაც მას საშუალებას აძლევს ადვილად მიაგნოს ნებისმიერ საკვებს წყალში და დაადგინოს არის თუ არა ეს უკანასკნელი საკვებად ვარგისი. რაც უფრო ძლიერია ქარი, მით მეტი საკვების ფსკერიდან ატაცება და მიგრირება მოხდება, ეს არის ერთერთი მიზეზი თუ რატომ იჭირება კობრი ძლიერ ქარში, როდესაც ის რაღაც პერიოდის განმავლობაში თქვენი მიმართლებით დაუბერავს.

მეორეს მხრივ, როდესაც ტალღები და მათ გამოყოლილი საკვები მიაღწევს ტბის უკიდურეს ნაპირს, ხდება წყლის ქვეშა დინებით ამ საკვების უკან მიმართულებით გასტყორცნა, შედეგად, თუ ქარი დიდი ხნის განმავლობაში უბერავს, მაშინ თევზი მთელ ტბაში აქტიურია მიმოფანტული საკვების გამო. ტბებში სადაც ბევრი ბალახია ეს საკვები ძირითადად ამ ბალახის ახლომახლო იყრება და თევზიც აქტიურად იკვებება მის მიმდებარე მიდამოებში ფსკერზე.

ასევე ნათქვამია, რომ როდესაც ქარი ხვდება ძუებს, ეს უკანასკნელი აგზავნის ვიბრაციებს სატყუარას მიმართულებით. როცა თევზი სატყარას იღებს ის გრძნობს ამ ვიბრაციას და ძალიან ძლიერად გარბის. ქარის გაჩერებასთან ერთად ეს გარბენები მცირდება და თევზი უფრო ნაზად აწკრიალებს თქვენს სიგნალიზატორებს. ეს უბრალოდ მოსაზრებაა და რამდენად სწორია თქვენი გამოცდილებიდან შეაფასეთ :)
 

ატმოსფერული წნევა

 
კვლევების მიხედვით წნევის ძლიერი ვარდნა იწვევს კობრის მიგრირების შესუსტებას და ისინი იკვებებიან მკვდარი ან წყალში გაჩერებული საკვებით. წნევის მატება პირიქით აიძულებს კობრს აქტიურად მიგრირდეს და იკვებოს ცოცხალი მოძრავი არსებებით.

ატმოსფერული  წნევაც ერთერთი საკვანძო მომენტია, როდესაც თქვენ კობრზე თევზაობას აპირებთ. წნევა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს წყალში ჟანგბადის დონეზე. კობრს ჟანგბადი „ჰაერივით“ სჭირდება საკვების მოსაძებნად. თუ ჟანგბადის დონე წყალში დაბალია, კობრი ხდება ზანტი და ზარმაცი, თითქოს მათ აღარ აქვთ ენერგია საკვების მოსაძებნად. ამ დროს კობრი იკვებება მის გარშემო არსებულ მცირე მონაკვეთში და არ გადაადგილდება დიდ დისტანციებზე.

დაბალი ატმოსფრული წნევა ძირითადად გულისხმობს ქარს ან წვიმას, ორივე შემთხვევაში წყალი ჟანგბადით მდიდრდება. შედეგად ყოველთვის უკეთესია თევზაობა დაბალი წნევის არსებობის შემთხვევაში. მე პირადად მირჩევნია ასეთ პირობებში თევზაობა, მაშინ კი როცა ძლიერი წვიმაა და საკუთარი კომფორტი მეორე ხარისხოვანია, ძლიერ ქართან სამწუხაროდ ვერ ვმეგობრობ.

დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, მაგალითისთვის ზღვის დონეზე (არა თბილისის ზღვის დონეზე, ეს უკანასკნელი დაახლოებით 550 მეტრზეა ზღვის დონიდან) საშუალო ტემპერატურის დროს 1000 ჰექტო პასკალს ქვემოთ წნევა შეგვიძლია ჩავთვალთ როგორც დაბალი, ხოლო 1010-ს ზემოთ - მაღალი. წნევის დიაპაზონი იცვლება ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ცხელი ზაფხულის დღეებში ზღვის დონეზე დაბალ წნევად ჩაითვლება დაახლოებით 1010-ზე ნაკლები, ხოლო მაღალ წნევად 1020-ზე ნაკლები.

მაღალი ატმოსფერული წნევა ძირითადად გულისხმობს ცხელ დღეებს, ამ დროს წყალში ჟანგბადის გამოყოფა ნაკლებია ვიდრე მოხმარება, შედეგად თევზი ნაკლებად აქტიურია წყლის ფსკერზე და ცდილობს ზედა ფენებში გადაადგილდეს.

არსებობს მოსაზრება Carp Fishing-ში, რომელსაც მე ამ ბოლო დროს საკუთარი გამოცდილებით 100%-ით ვეთანხმები, რომ მაღალი ატმოსფერული წნევის დროს კობრი მიგრირებს წყლის ზედაპირთან ახლოს და პირიქით დაბალი წნევის დროს ის ჩადის წყლის ფსკერზე საკვებად. შედეგად ცხელი ზაფხულის დღეებში მე  2 ანკესზე ვიყენებ „ზიგს“ ხოლე ერთზე ფსკერულ მონტაჟს, ეს ეხება ნებისმიერ ტბას და წყალსაცავს. ხშირად ნახავთ ასეთ ამინდებში მეთევზეებს, რომლებიც უშედეგოდ ელოდებიან ნადავლს წყლის ფსკერზე. ზიგის გამოყენება წარმატებით შეიძლება შემოდგომა-ზამთარი-გაზაფხულზეც სხვადასხვა პირობებში, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ.



ტემპერატურა

 
წყლის ტემპერატურას შეუძლია დიდი ზეგავლენა იქონიოს კობრზე და მის კვებით თავისებურებებზე. წყლის ძალიან მაღალი ტემპერატურა პირდაპირ აისახება თევზჭერაზე, ეს უკანასკნელი საგრძნობლად შეამცირებს ჩარტყებს ან შეიძლება საერთოდ შეაჩეროს. ასეთ პირობებში შეიძლება უფრო წარმატებული იყოს ბოილები რომელებიც დიდი ოდენობით შეიცავენ ნახშირწყლებს, მაგალითისთვის ბურღულის ბაზაზე დამზადებული. მომცრო სატყუარებიც მედატ წარმატებულია ამ დროს ვიდრე დიდი ზომის ბოილები.

ასევე აისახება ჩარტყმებზე წყლის დაბალი ტემპერატურა, რაც უფრო დაბალია მით ნაკლები შანსია თევზის დაჭერის. ამ დროს თევზი ცდილობს გაჩერდეს ადგილებში სადაც თბილი დინებაა ან სადაც შედარებით დაცულად იგრძნობს თავს. ასეთი ადგილები შეიძლება იყოს სხვადასხვა ჩაღრმავებები ტბაში ან ბალიახიანი/ტოტებიანი ადგილები. წლის ცივ პერიოდში სწორედ ასეთ ადგილებში უნდა ვეძებოთ კობრი.

წყლის, ისევე როგორც ჰაერის ტემპერატურას დიდი გავლენა აქ იმაზე, თუ სად და როგორ იკვებება თევზი. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ან მატება არ ნიშნავს იმას, რომ წყლის ტემპერატურაც მომენტალურად დაეცემა. რამოდენიმე დღე იქნება საჭირო იმისთვის რომ წყლის ტემპერატურა საგრძნობლად შეიცვალოს, განსაკუთრებით დიდ და ღრმა წყალსატევებზე. გვიანი შემოდგომის და ადრეული გაზაფხულის პერიოდში თბილ ქარს შეუძლია ადვილად გაათბოს წყლის ზედაპირი, რის გამოც თევზი აუცილებლად ზედაპირზე გადაინაცვლებს. იგივე ეფექტი ექნება ცხელი ზაფხულის პერიოდში ცივი ჰაერის მასებს, ამ დროსაც ზიგის გამოყენება უალტერნატივოა.

ზამთრის პერიოდში, როდესაც წყალი საკმაოდ ცივია და თევზი თავს სიღრმეებს ან ქვაბულებს აფარებს, პირდაპირი მზის სხივებს შეუძლიათ წყლის ნაპირთან არსებული თხელი წყალი იმ დონე შეათბონ, რომ კობრის დასაჭერად 5-10 მეტრიც კი საკმარისო იყოს!
 

მთვარის ფაზა

 
ბევრი კითხვებია იმის თაობაზე, თუ როგორი ზეგავლენა აქვს მთვარის ფაზას თევზაობაზე. ბევრი მეთევზე იყენებს მთვარის კალენდარს, ცხრილი დაფუძნებულია მის ფაზებზე და მზის/მთვარის ამოსვლა/ჩასვლის დროებზე. როგორც ასეთი ჯერჯერბით არ არსებობს დადასტურებული ფაქტი, თუ მთვარის ფაზის რა ეტაპზე იჭირება თევზი ყველაზე კარგად ან საერთოდ არ იჭირება. ჩემი პირადი გამოცდილებით ერთადერთი ფაზა, რომლის დროსაც მე კობრი ჯერჯერობით არ დამიჭერია, ესაა სრული მთვარე, თუმცა ეს შეიძლება უბრალო დამთხვევაა.

ნებისმიერ შემთხვევაში ვიცით რომ მთვარეს დიდი გავლენა აქ მიზიდულობაზე, წყლის დინებაზე და ატმოსფერულ წნევაზე. კონკრეტულად თუ რა გავლენა აქ თევზაობაზე ეს საკითხი ჩემთვის პასუხ გაუცემელია.


 
ზემოთ მოყვანილი ფაქტორები რომ შევაჯომოთ ალბათ მიხვდებით, რომ კობრის დაჭერა მხოლოდ ჩვენს ან მითიური ღმერთების კეთილ ნებაზე არაა დამოკიდებული. ყოველი პატარა დეტალი მნიშვნელოვანია თევზაობისას.
 
სტატიის ბოლოს ერთ პატარა რჩევას მოგცემდით ყველას, ყოველთვის იქონიეთ ბლოკნოტი ან რაიმე ნოუთი მობილურში, სადაც ჩაიწერთ მონაცემებს ყოველი თევზაობისას. მაგილითისთვის მე ყოველთვის ვიწერ რა ადგილას ვთევზაობდი, ამინდს, ქარის მიმართულებას და სიძლიერეს, წნევას, ტემპერატურას, სატყუარას და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ჩაწერით თქვენ რამოდენიმე წელიწდში საკუთარ თავს აჩუქებთ ყველაზე მაგარ თევზაობის სარჩევს, შედეგად ტბაზე მისულს რამოდენიმე წუთში გეცოდინებათ სად უნდა ითევზაოთ და რა მეთოდებით :)

 
სტატია შედგენილია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოცდილებასა და მასალებზე დაყრდნობით.
სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!
ავტორი: ირაკლი კიკვაძე




#5088 ლისის ტბა 17.04.2015

გამოეხმაურა vaxo520 on 19 April 2015 - 04:06

გამარჯობა მეგობრებო 17 ვიყავი ლისზე. ამას უფრო ტესტგასვლას დავარქმევდი შედეგი 2 მომცრო ველური კობრი. დაჭერის დრო დახლოვებით 21 -00 დისტანცია 25მეტრი მეორე დილით 10-00 -ზე დისტანცია 50მეტრამდე. 

0275699b125e.jpg

მონტაჟი0a96826ef0c8.jpg




#3977 ნემსკავები - Hooks

გამოეხმაურა kikva on 13 January 2014 - 19:12

ნემსკავები - Hooks

(მათი კლასიფიკაცია და მოხმარების წესი)
 

Carp Fishing-ში, პირველ რიგში აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ნემსკავი. ეს ყველაფერი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა რეალურად საქმე არცთუ ისე მარტივადაა. არსებობს სხვადასხვა ზომის და ფორმის ნემსკავები, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტულ პირობებში შესაბამისი მონტაჟებით სათევზაოდ.


დამწყები მეთევზე ყოველთვის ცდილობს იყიდოს ამათუ იმ ბრენდის ხარისხიანი ნემსკავი და ჰგონია ამით საქმე მოგვარებულია, სინამდვილეში სწორი ნემსკავით თევზაობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების საწინდარი.
 
ნემსკავის ტიპი
პირველი, რაც ნემსკავის არჩევისას  უნდა გავითვალისწინოთ ეს არის მისი ფორმა. როგორც უკვე ავღნიშნე არსებობს მრავალი სახის ნემსკავი, თუმცა ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ კლასიკურ  და ასევე რამოდენიმე ხშირად გამოყენებად ნემსკავს:

1.jpg 1. კლასიკური ფართე თავიანი ნემსკავი (Wide Gape)
ალბათ ყველაზე საიმედო და უნივერსალური ნემსკავი, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის მონტაჟისა თუ სატყუარისთვის. საუკეთესოა ქვიან ფსკერზე თევზაობისას, მოხრილ თავიანი ყუნწი იძლევა იდეალურ ეფექტს ისეთ მძიმე პირობებში თევზაობისას როგორიცაა ბალახიანი და ტოტებიანი ადგილები.
2.jpg 2. კლასიკური გრძელ თავიანი ნემსკავი (Longshank)
იდეალურია ნებისმიერი ძირვადი სატყუარის პრეზენტაციისთვის, საუკეთესოა უკვანძო კვანძიანი*(knotless knot) და ძუის მიმმართველიანი*(line aligner) მონტაჟებისთვის.
3.jpg 3. მოხრილ თავიანი ნემსკავი „ბანანი“ (Curved Shank)
ულტრა ეფექტური ნემსკავის ტიპი, რომელიც არის ძალიან მყარი და უზრუნველყოფს ფენომენალურ წამოგებას! ევროპის ზოგიერთ ტბებზე და შეჯიბრებებზე საერთოდ აკრძალულია „ბანანის“ ტიპის ნემსკავების გამოყენება.
4.jpg 4. გრძელი, მოხრილ თავიანი ნემსკავი (Long Curved Shank)
მკვეთრად მოხრილი ტანი და სწორი წვერი უზრუნველყოფს სწრაფ წამოგებას. სრულყოფილია ნებისმიერი „ანტი-ამომგდები“*(anti-eject) პრეზენტაციისთვის. იდეალურია ორივე, მოტივტივე და ფსკერული სატყუარისთვის, ასევე ნაწილაკებით/ბურთულებით თევზაობის დროს როდესაც კობრი სატყუარას ოდნავ ეხება/ეთამაშება აღების ნაცვლად.
5.jpg 5. ფართე თავიანი ნემსკავი სწორი წვერით (Shortshank)
საკმაოდ მრავალფეროვანი დანიშნულების ნემსკავი, რომელიც ასევე იდეალურია ნებისმიერი ბოილის, პელეცის, ცოცხალი თუ სხვა სატყუარის გამოყენების დროს. შედარებით პატარა ზომები წარმატებით გამოიყენება ზიგის და მოტივტივე მონაჟებისთვის.
6.jpg 6. ფართე თავიანი ნემსკავი გარეთ გადახრილი ყუნწით (Chod)
შექმნილია კონკრეტულად მოტივტივე სატყუარებისთვის და უზრუნველყოფს მის ურყევ სოლუდურ პრეზენტაციას! გამოიყენება თითქმის ყველა ფსკერიდან აწეულ მონტაჟზე, მათ შორის „ჩოდი“, „მცურავი მონტაჟი“ და სხვა...

 
მოცემული ფორმის ნემსკავების კონკრეტულ მონტაჟებთან და სატყუარებთან შესაბამისობა იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
hook_types.jpg

 

 
ნემსკავის ზომა
მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნემსკავის შერჩევისას ეს არის მისი ზომა. ევროპული სტანდარტით გვხვდება ნემსკავები ზომით 0-დან 18-მდე, თუმცა კლასიკური „Carp Fishing”-ში ზომები და მითუმეტეს ჩვენს პირობებში მიზანშეწონილია 4-იდან 12-მდე. რათქმაუნდა ნემსკავის ზომა არ არის პირდაპირპროპორციული დასაჭერი თევზის წონასთან, ეს უკანასკნელი ძირითადად დამოკიდებულია მონტაჟის და სატყუარის ტიპზე.


ასევე გაითვალისწნეთ ნემსკავის ხარისხი! 8-12 ზომის უხარისხო ნემსკავს თავისუფლად გაასწორებს ან გატეხს თუნდაც 3-4 კილოგრამიანი ველური კობრი, მაშინ როცა იგივე ზომის ხარისხიანი ნემსკავით უპრობლემოთ გამოიყვანთ 15+ კილოგრამიანსაც! ჩვენი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ გატესტილ ბრენდებზე და მოდელებზე შეგვიძლია ვისაუბროთ კომენტარებში.
 
დაახლოებით რომ შეგექმნათ წარმოდგენა რა ზომის ნემსკავი რა სატყუარაზე გამოიყენოთ, იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:
hook_size.jpg
 


ნემსკავის მდგომარეობა
მესამე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი. ყოველი მონტაჟის გასროლის წინ და/ან თევზის გამოყვანის შემდეგ შეამოწმეთ რამდენად კარგ მდგომარეობაშია ნემსკავი (რათქმაუნდა ახალ ნემსკავს არ ეხება). ხშირ შემთხვევაში ნემსკავს სჭირდება გალესვა, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ქარხნული სალესები ასევე ჩვეულებრივი ფრჩხილების ქლიბი. რათქმაუნდა გალესვით ნემსკავს პირვანდელ ქარხნული დამუშავების მსგავს სტადიამდე ვერ მიიყვანთ, მაგრამ არც არაფრით იქნება ნაკლები!


მას შემდეგ რაც ნემსკავი ამოწურავს მისს რესურს და გალესვა შეუძლებელი გახდება,  აუცილებლად გამოცვალეთ იგი.

 


ეკლიანი თუ უეკლო ნემსკავი?
მეოთხე, რაც ძირითადად უფრო განხილვის საგანია მეთევზეებს შორის ეს არის ეკლიანი(barded) თუ უეკლო(barbless) ნემსკავი. ორივე მათგანს გააჩნია თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.


ეკლიანი ნემსკავის უპირატესობა არის მისი საიმედოობა. ამ ტიპის ნემსკავი მეთევზეს ხშირ შემთხვევაში პატიობს შეცდომებს თევზის გამოყვანის დროს, ეს შეიძლება იყოს დაგვიანებული ამოკვრა, ძუის მოშვება გამოყვანისას და ა.შ. ეკლიანი ნემსკავის უარყოფითი მხარე პირველ რიგში გახლავთ ზიანი, რომელიც შეიძლება მან მიაყენოს თევზის ტუჩს (ან სხეულის სხვა ნაწილს შემთხვევითი წამოდების დროს), ხშირ შემთხვევებში უკან გაშვებულ თევზს იმდენად დაზიანებული აქ ტუჩი რომ მას აღარ შეუძლია იკვებოს და ის იღუპება. ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ჩაწყვეტილი მონტაჟი თევზის ტუჩზე იკრობს სხვაასხვა წყალმცენარეებს და ტოტებს, რაც საბოლოოდ ასევე უკარგავს თევზს კვებითუნარიანობას და ის იღუპება. უეკლო ნემსკავის შემთხვევაში ეს ყველაფერი ფაქტიურად გამორიცხულია და თევზს მარტივად შეუძლია მოიშოროს იგი.


თავის მხრივ რიგი მეთევზეები და ტბის მეპატრონეები არ აქებენ უეკლო ნემსკავებს. ამის მთავარი მიზეზი რათქმაუნდა არის თევზის გაქცევა გამოყვანის დროს, რაც თავის მხრივ აფრთხობს სხვა თევზებსაც. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, არსებობს ტბები სადაც აკრძალულია ეკლიანი ნემსკავის გამოყენება და არსებობს ტბები სადაც პირიქით აკრძალულია უეკლოს გამოყენება. ამ უკანასკნელს ტბის მეპატრონეები ხსნიან იმით, რომ უეკლო ნემსკავის თევზის ტუჩიდან ამოგდების შანსი დიდია და ამასთან დიდია შანსი ეს ნემსკავი შემდგომში გამოედოს თევზის სხეულის სხვა ნაწილს.


ალბათ პირველრიგში უნდა ვითევზაოთ იმ წესებით, რასაც კერძო ტბის მეპატრონე დააწესებს, სხვა შემთხვევაში კი თქვნთვის მომინდვია ამ არჩევანის გაკეთება. პირადად ჩემთვის უეკლო ნემსკავის გამოყენება უფრო აზარტულია, თუმცა რათქმაუნდა ეს ყოველივე მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს.

 

 

 

 

 

სტატია შედგენილია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოცდილებასა და მასალებზე დაყრდნობით.

სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!




#3029 კუმისი 2013 რეგლამენტი

გამოეხმაურა ბიძო on 02 October 2013 - 16:31

 მოკლედ მოგროვდა 12 გუნდი. სიას და ხარჯთაღრიცხვას თემო დადებს მოგვიანებით. რაც შეეხება პრიზებს :

 

 1 ადგილი :  კრესლო და კრესლოს ჩანთა

0a8bb96daa50.jpg84fb81b849ff.jpg

 

 2 ადგილი:

f8fd1a6d19d8.jpg

 

 3 ადგილი:

73972a4a373d.jpg

 

 ბონუსი :

ae9a928bd9fe.jpg




#84 ყველაზე დიდი კარპი 2013

გამოეხმაურა ბიძო on 08 April 2013 - 23:34

1 კანდიდატი :)

 

                                    40774e99da14.jpg

 

                                    0541e27c89a5.jpg

 

  დებედას ტბა. 8 აპრილი. სატყუარა სიმინდი. წონა: 5.800 კგ. (სურათში 6.500 ჩანს 0.700კგ ამამდე ბადე იყო და გამოვაკელი)




#5091 წამახალისებელი კონკურსი - ყველაზე დიდი კობრი

გამოეხმაურა kikva on 06 May 2015 - 18:34

event_may2015.jpg

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები და წესები:

  • მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს;
  • კონკურსში მონაწილეობა უფასოა;
  • კონკურსის ხანგძლიობა 1 თვე (31 მაისის ჩათვლით);
  • ერთი საპრიზო ადგილი (ყველა დაწესებული პრიზი გამარჯვებულს);
  • გამარჯვებულად ჩაითვლება წონით ყველაზე დიდი თევზის დამჭერი მონაწილე;
  • სამიზნე თევზი მხოლოდ კობრი;
  • მინიმალური წონა 2კგ;
  • ჩათვლაში მიიღება მხოლოდ ველურ ტბებზე, წყალსაცავებზე და მდინარეზე დაჭერილი ეგზემპლიარები;
  • თევზი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს უკან ტბას/მდინარეს;
  • თევზი აუცილებლად დაჭერილი უნდა იქნას 1 ნემსკავიანი მონტაჟით (სატყუარას არა აქვს მნიშვნელობა)!
  • იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ ნამდვილად თქვენი დაჭერილია თევზი თუ არა, აუცილებლია გადაღებულ იქნას ამ უკანასკნელის დაჭერის და გაშვების ვიდეო;
  • თევზის აწონვა უნდა მოხდეს უსაფრთხოდ და ასევე დაფიქსირდეს ვიდეოზე (არანაირი ლაყუჩში სასწორის გამოდება და სხვა მსგავსი ბარბაროსული მეთოდები);
  • დაჭერილი თევზი გამოიყვანეთ ჩოგან ბადით და აწონვამდე დააწვინთ მატზე (თუ მატი/ლეიბი არ გავქვთ დააწვინეთ ბალახზე ან რბილ ქვიშიან ნაპირზე). ნაპირზე ანკესით გამოთრეული, ქვებზე ნახოხიალები, სისხლიანი და მსგავსი არასპორტული მოპყრობის მქონე თევზი არ ჩაითვლება!
  • თევზის გაშვებამდე ასევე სასურველია გადაიღოთ მასთან სამახსოვრო სურათი :) (ორივე ხელში დაჭერით როგორც წესია);
  • ვიდეოს მსვლელობისას აუცილებლად დააფიქსერეთ თარიღი სიტყვიერად!
  • ნებისმიერი მონაწილე რომელიც შემჩნეულ იქნება რაიმე სახის თაღლითბაში, მოხსნილი იქნება კონკურსიდან და ასევე დისკვალიფიცირებული მომავალი კონკურსებიდან/ტურნირებიდან.
  • გადაღებული მასალა ავირთეთ youtube-ზე, myvideo-ზე ან რომელიმე მსგავს პორტალზე და ბმულის სახით წარმოადგინეთ ამ თემაში.

 

ასევე გაითვალისწინეთ:

  • წინასწარ შეგვეკითხეთ და შეათანხმეთ რამდენად ჩაითვლება თევზი, დაჭერილი ბუნებრივად დაგუბებულ პატარა ტბორებზე, მიგდებულ თევზსაშენებზე და რეწვის ლიცენზიის ქვეშ არსებულ ბუნებრივ ტბებზე.
  • ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მოგმართოთ მიმდინარე თემაში ან ჩვენს FaceBookჯგუფში.
  • ამ ტიპის წამახალისებელ კონკურს კლუბი გთავაზობთ პირველად, იმედი გვაქს რომ ყველაფერი კარგად ჩაილის და დამსახურებული გამარჯვებული გვეყოლება.
  • კონკურსის იდეა გახლავთ Carp Fishing-ის და ზოგადად სპორტული თევზაობის პოპულარიზაცია საქართველოში, ასევე სტიმულის და სწორი მიმართულების მიცემა ახალბედა მეთევზეებისთვის.
  • თუ კონკურსმა გაამართლა, აუცილებლად გავაგრძელებთ შემდგომშიც.
  • წესები შესაძლოა უმნიშვნელოდ შეიცვალოს მსვლელობისას.

 

პრიზები გამარჯვებულს:

prizes.jpg

 

 

ყველას გისურვებთ წარმატებას, სასიამოვნო სეზონს და საუკეთესო დროს ტარებას ბუნებაში!

პატივისცემით კლუბის ადმინისტრაცია...




#5038 თბილისის ზღვა 27 აგვისტო

გამოეხმაურა მეკობრე on 28 August 2014 - 15:20

 

 




#4965 ბაზალეთის ტბა

გამოეხმაურა kikva on 09 June 2014 - 18:33

აჰა მეც მოვნათლე ბაზალეთი ბოილით




#4949 ლოპოტა 21.08.2013

გამოეხმაურა kaparoli on 03 June 2014 - 15:57

აი მეც ვიყავი ლოპოტაზე და როგორც დამწყებმა მაგრად ვისიამოვნე, სამი დიდი ამური და ხუთი კობრ-საზანი ორ კილომდე ესეც ბოლო ამური ვალაგებდი და მერე დაჯდე




#223 სიმძიმეები

გამოეხმაურა ბიძო on 11 April 2013 - 23:27

N5 "Pear Bomb"

 

                    fa260e285ea8.jpg3a26e3f8b1b2.jpg27f36852d38c.jpg

 

 მომრგვალო ფორმის დისტანციაზე სასროლი სიმძიმე, პრაქტიკულად არ ჩერდება არასწორ და აღმართ-დაღმართიან ზედაპირზე. იდეალურია შორს სასროლად.

 

 N6 "Inline Wing"

 

                                     ab51d818ff63.jpg

 

 ეს ფორმა იდეალურია ისეთ ადგილებში სადაც ხშირია წყალმცენარეები, ხეები და სხვა წინაღობები, გამოტანისას ზევიდან მოცურავს.

 

 N7 "Marker Lead"

 

                    04c916880e5a.jpg16e81540a46a.jpg7fcb61953d66.jpg

 

 ეს უცნაური დიზაინის სიმძიმეები კი "მარკერისთვისაა" განკუთვნილი, ამ საკითხს უკვე "მარკერის" თემაში განვავრცობთ.

 

 

 

 ასევე გაყიდვაში შეგვხვდება ყალიბები სიმძიმის ჩამოსასხმელათ და ათასგვარი საღებავები მათ დასამუშავებლათ, თუმცა გაფრთხილებთ რო ტყვიის მასალის გადადნობა, დამუშავება ძალიან საწიანო ჯანმრთელობისთვის და პირდაპირ საწამლავია როცა ხარშვა დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე ხდება.

 

                      00448a9d1c70.jpgf57786a78e8e.jpg31aa41d001c2.jpg




#133 დასაკვები მოწყობილობები

გამოეხმაურა ბიძო on 10 April 2013 - 00:07

N 8 დასაკვები ნავი

 

                      2d66ebfa4017.jpg20c4921f3f76.jpg5091708931ab.jpg

 

 და ბოლოს ყველა კობრზე მონადირის ოცნება. ნავი მართვის პანელით. რომელიც ემორჩილება ყველა თქვენ ბრძანებას, მარტივად მიაქვს საკვები ზუსტად იმ წერტილში სადაც გსურთ. ძალიან კარგი და პრაქტიკული ხელსაწყოა.

 მაგრამ სამწუხაროთ დიდი ფასის გამო ბევრი ჩვენთაგანი ვერ ვაძლევთ ჩვენ თავს უფლებას რომ ეს ხელსაწყო შევიძინოთ. თუმცა ამ ბოლო დროს შედარებით იაფასიანი, ჩინური ალტერნატივებიც გამოჩნდა მაგრამ მე მაგალითად ცურვა კარგად არ ვიცი და ჩინური ნავის უკანა გზაზე გამოსატანად ცურვას არ ვაპირებ :) და იმ შემთხვევაში თუ არ მექნება ხარისხიანი ვარიანტი მაშინ ჯობია ისევ ზევით ხსენებული სხვა ხელსაწყოები გამოვიყენო




#573 ხელნაკეთი როდ პოდი

გამოეხმაურა თემო on 20 April 2013 - 00:11

მემგონი ყველამ იცის ამ ფორუმზე რაარის როდ პოდი, მე ამის შესახებ 4 წლის წინ შევიტყე და როგორც დიდმა გამომგონებლემა :huh:  შევუდექი ამ საოცრების შექმნას.. 

 

როდ პოდი ადაპტაცია გავაკეთე ფოტოაპარატის სამფეხაზე (შტატივზე) 

გამოყენებულია აlუმინის 10მმ ბალვანკა....25მმ ტრუბა ამშემთხვევაში უჟანგავი მატერიალი ეგრედწოდებული ნერჟავეიკა რადგან ალუმინზე მყარია.... რაც შეეხება პლიუს და მინუს ამდაგვარი როდპოდის

 

პლიუსი ისაარომ ჯდება საკმაოდ იაფი აქვს მარტივი კონსტრუქცია და აწყობა დაშლა ხდება ძალიან სწრაფად

რაც შეეხება მინუს ყველა სამფეხას ცალგვერდზე ყირავდება, მოკლეთ ქარიან ამინდში კარგად უნდა ჩაესოს ლაფში.. 

5e587348cab4.jpg

84482349b939.jpg




#5087 Carp Fishing-ის ჯოხები

გამოეხმაურა ლევანიკა on 17 March 2015 - 13:41

                                                                                                                              Carp Fishing-ის ჯოხები

 
1

 

 

          გამოცდილი კარპფიშერისთვის არ არის პრობლემა კარგად შეარჩიოს კარპის ჯოხები, მაგრამ დამწყებთათვის ეს არ არის ადვილი, ამ შემთხვევაშიც შევეცდები ჩემი მცირეოდენი ცოდნა გაგიზიაროთ.

კარპზე თევზაობისთვის გამოიყენება სპეციალურად კარპფიშინგისთვის შექმნილი ჯოხები, ნუ რათქმაუნდა ქართულ რეალობაში ბევრს არ აქვს ამის ფუფუნება და იყენებენ ფსკერული თევზაობისთვის განკუთვნილ უნივერსალურ ჯოხებს, თუმცა მე ვისაუბრებ კონკრეტულად კარპის ჯოხებზე და არა უნივერსალურზე. კარპის ჯოხები გათვლილია ძლიერ თევზე სათევზაოდ, მყიდველმა წინასწარ უნდა განსაზღვროს მისთვის საჭირო ჯოხის სიგრძე და ტესტი, როგორც წესი კარპის ჯოხების სტანდარტული სიგრძე არის 330სმ(იშვიათად),360სმ და 390სმ, და ტესტი კი ჩვენს პირობებში შეიძლება იყოს 2.5lb-დან 3.5lb-ის ფარგლებში. კარპის ჯოხს უნდა ქონდეს არანაკლებ 6 რგოლი(ძუის გამტარი) და ტარის ზომა კი დაახლოებით 40სმ-ის სიგრძის.

        კარპის ჯოხები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კატეგორიად: მსუბუქი, საშუალო/ უნივერსალური და მძიმე.

        მსუბუქი კატეგორიის ჯოხები:

    ამ კატეგორიის ჯოხები გამოირჩევა პატარა ტესტით (2.5 LB – 3.25 LB), მათი სიგრძე კი შეადგენს 330სმ(იშვიათად),360სმ და 390სმ.  ზოგადად 3,9 მეტრის სიგრძის კარპის ჯოხები უფრო მეტად შორი დისტანციის ასათვისებლად გამოიყენება.

        საშუალო/უნივერსალური კატეგორიის ჯოხები:

ამ კატეგორიის ჯოხები ყველაზე პოპულარული და მრავაფეროვანია. შეიძლება ითქვას ისინი განკუთვნილია  თევზჭერის თითქმის ყველანაირ სიტუაციისთვის. ამ კატეგორიის ჯოხების ტესტები არის 3-დან 3,5 LB-ის ჩათვლით. ეს ჯოხები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მცირე ასევე საშუალო დისტანციბზე სათევზაოდ (დაახლოებით 110-120მ). აქ დავამატებდი რომ შორ დისტანციაზე მონტაჟის გადაგდებად დიდ როლს თამაშობს როგორც ჯოხის სიგრძე ასევე მეთევზის სიმაღლე, სიმძიმის წონა და მეთევზის მოქნილობა J

        მძიმე კატეგორიის ჯოხები:

   მძიმე კლასის ჯოხები მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა მან შეასრულოს ყველაზე რთული ამოცანები. მისი ხარისხიდან გამომდინარე ეს ჯოხები გამოირჩევა მაღალი ფასებითაც. ძირითადად ამ კატეგორიის ჯოხებს იყენებენ დიდ დატვირთვების დროს(PVA პაკეტების გამოყენებისას, მდინარეებზე სათევზაოდ და ა.შ). ამ ჯოხების ტესტი იწყება 3,5LB-დან ზემოთ.

 

 

4

 

 

       კარპის ჯოხების შერჩევისას სასურველია არ უნდა დაგვავიწყდეს რომ თითოეულ კომპონენტს(ტესტს, სიგრძეს) აქვს დიდი მნიშვნელობა და დაუფიქრებლად არ უნდა მივიღოთ ყიდვის გადაწყვეტილება.

საწყის ეტაპზე ყველა დამწყები მეთევზე ცდილობს შეიძინოს ისეთი ჯოხი რომელიც განკუთვნილი იქნება ყვალანაირი სიტუაციისთის, მაგრამ, რათქმა უნდა ესეთი უნივერსალური ჯოხები არ არსებობს, ამიტომ თავიდანვე რომ იყოს გათვალისწინებული გამოცდილი მეთევზეების რჩევები შესაბამისი პირობების გათვალისწინებით ურიგო არ იქნება J

       კარპის ჯოხების ტესტების ცხრილი დაახლოებით ესე გამოიყურება, თუმცა დავამატებდი რომ ყველა ბრენდის ტეტსები შეიძლება არ შეესაბამებოდეს ცხრილში მოყვანილ მონაცემებს:

 2.50LB =  80  გრამამდე

 2.75LB =  95  გრამამდე

 3.00LB =  110 გრამამდე

 3.25LB =  125 გრამამდე

 3.50LB =  150  გრამამდე

 

2

 

 

        და არ შემიძლია არ შევეხო ყველაზე მტკივნეულ საკითხს, კარპის ჯოხების ტრანსპორტირების ზომებს J , კარპის ჯოხები გვხვდება როგორც 2 მუხლიანი(2 ნაწილიანი) ასევე 3 მუხლიანი. რათქმაუნდა 3 მუხლიანის ტრანსპორტირების ზომა ბევრად მცირეა 2 მულიანთან შედარებით, თუმცა კარპისტები უმეტეს წილად მაინც 2 მუხლიანზე აკეთებენ არჩევანს, რადგან ეს ჯოხები გამოირჩევა როგორც სიძლიერით და ასევე საიმედოობით J

ჩემი ჯოხები კი ესე გამოიყურება J

 

3

 

 

 

ეს კი ჩემი ჯოხები smile.png

5

 

 




#5012 თბილისის ზღვა

გამოეხმაურა kikva on 21 July 2014 - 09:48




#4976 ტელევიზიების ჩართულობა კარპფიშინგის პოპულარიზაციისთვის

გამოეხმაურა kaparoli on 10 June 2014 - 23:53

ბიჭებო მომავალში კარგი გაშუქება ჩემზე იყოს...თქვენ ოღონდ მითხარით :)


#4678 ვიდეო მონტაჟებზე

გამოეხმაურა თემო on 15 April 2014 - 19:23

ამაზე კარგად მემგონი ვერავინ ახსნის  :)




#4069 თეთრი ამური

გამოეხმაურა თემო on 07 February 2014 - 13:32

თეთრი ამური

 
 
თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella) საქართველოში მასიურად გავრცელებული არ გახლავთ. ის უმრავლესად ხელოვნურ კერძო ტბებში გვხვდება. მისი გამრავლების მიზანი   წყალმცენარების პოპულაცის შემცირებაა, თუმცა მას კულინარიული თვალსაზრისითაც დიდი პოპულარობა აქვს. დადის ლეგენდები რომ ამურის დაჭერა ძალზედ რთული და შრომატევადი პროცესია, ნაწილობრივ ეს სიმართლეცაა. საკვებით მდიდარ წყალსატევებში ფაქტიურად შეუძლებელია ამურის ნემსკავზე წამოგება, რადგან ის ძალიან ფრთხილი თევზია და როგორც კობრისებრთა უმრავლესი ჯიშებისა ყველაფერს ზედიზედ არ ისრუტავს. სამწუხაროდ საქარტველოს წყალსატევებში მას გამავლების პირობები არ გააჩნია, თუმცაღა   გამრავლების ფაქტებიც არსებობს.


grasscarp.jpg
 
 

ზოგადი დახასიათება
თეთრი ამური მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს. გუნდური თევზია, მოძრაობს  10-15 თევზი გუნდში. აღწევს ზომას 120 სმ, მისი მაქსიმალური წონა ძირითადად შეადგენს 15-20კგ, თუმცა ცნობილია 39კგ წონის ეგზემპლარების დაჭერის ფაქტებიც. ამურს აქვს  წაგრძელებული, თითისტარის ფორმის სხეული, მომცრო ზომის თავი, პირდაპირი სწორი პირის მოყვანილობა,   სქელი უხეში ქვედა და ზედა ტუჩი.  დაფარულია მსხვილი ვერცხლისფერი ქერცლით, ზურგზე დაკრავს მომწვანო–მორუხო  ფერი, მუცელი ღია ოქროსფერი აქვს.

 

rekordamur.jpg


ადრე გაზაფხულზე   წყლის ტემპერატურა როცა მიაღწევს 10-12 გრადუსს, ამური იწყებს თხელ წყალში მცირეოდენი საკვების მოპოვებას. წყლის ტემპერატურის ზრდასთან ერად მისი მადაც იზრდება და დღის განმავლობაში ამურის მიერ მოპოვებული და გადამუშავებული საკვები ხშირად აჭარბებს მისი სხეულის წონას. იკვებება ყველა სახის წყალმცენარეებით, მათ შორის უყვარს სიმინდი, კიტრი, კარტოფილი და სხვა უამრავი ბოსტნეული თუ ხილი. მას ამის გამო ვეგეტარიანელსაც კი უწოდებენ, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თეთრი ამურის ლიფსიტა და უკვე წამოზრდილი თევზი იკვებება კოღოს მატლით და გამარუსით,  ანუ ცოცხალ საკვებს იღებს ზრდის დასაწყისში და როცა უკვე მოიზრდება, შემდეგ გადადის მცენარეულ საკვებზე. უპირატესობას ანიჭებს რბილ ქორფა ლელქაშს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქოს ამური პირის მოყვანილობის გამო ვერ ახერხებს ფსკერიდან საკვების მოპოვებას და ის წყლის ზედაპირზე ლელქაშით და მცურავ წყალმცენარებით იკვებება. (პირადად მე არ ვიზიარებ ამ შეხედულებას)
ზამთრის პერიოდში როდესაც წყლის ტემპერატურა ეცემა 10 გრადუსზე ქვევით, ამური წყვეტს კვებას და ჩაღრმავებულ ორმოში იზამთრებს დიდ ჯგუფებად. ამ დროს მისი კანქვეშა ჯირკვლები დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფს და მთელ ტანზე ედება, რომელიც ერთგვარი სიცივისგან დამცავი ფენის როლს ასრულებს. ხშირ შემთხვევაში წყლის ზედაპირზეც კი აღინიშნება ლორწოსებური მასა,  რაც გვანიშნებს დიდი რაოდენობით ამურის თავშეყრის ადგილს. ამურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წლით შემოიფარგლება.
 
 
გამრავლება
ამური სქესობრივად მწიფდება 7-8 წლის ასაკში იწყება.  ტოფობს  ერთბაშად ან ეტაპობრივად, დამოკიდებულია წყალსაცავის პირობებსა და იხტიოფაუნაზე. თეთრი ამური სამშობლოში (მდინარე ამურის ბასეინი) ტოფობას იწყებს ივნისი- ივლისის პერიოდში. წყლის ტემპერატურა 27გრადუს უნდა აღწევდეს. ქვირითობს ჩქარი დინების შენაკადების კიდეებზე,  სადაც რელიეფზე ქვიშისებური  მასა გროვდება. ზრდასრული ამური 1.5 მილიონ ქვირითს ყრის. ამურის ზრდის პროცესი საკმაოდ შთამბეჭდავია, წელიწადში 2-3 კილოგრამს აღწევს, დამოკიდებულია წყალსაცავზე და მის ეკოსისტემაზე. საქართველოში სამწუხაროდ ხელოვნურ წყალსატევებში მას გამრავლების პირობები არ გააჩნია, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს.
 
გავრცელება
თეთრი ამურის სამშობლოდ ითვლება აღმოსავლეთ აზია,  მდინარე ამურის ბასეინი. 60-იან წლებში მოხდა მისი ჩამოსახლება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართელოშიც იმ მიზნით, რომ მას გაესუფთავებინა ტბები წყალმცენარეებისაგან.
საქართველოში ამურს მასიურად ამრავლებდნენ და დღემდე ბინადრობს ბაზალეთის ტბაში, კუმისის ტბასი და რაჭაში, შაორის წყალსაცავში. მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად ბინადრობს ამური, სამწუხაროდ არ მომეპოვება.
 
 
 
თეთრ ამურზე თევზაობა.
თეთრი ამური ძალიან ფრთხილი და ძლიერი თევზია. მასზე თევზაობისას საჭიროა სიჩუმის განსაკუთრებულად დაცვა. ასევე აუცილებელია ძლიერი და კარგად შემოწმებული აღკაზმულობის გამოყენება: ძირითადი ძუა დიამეტრით არანაკლებ 0.35მმ, ხოლო სადავე არანაკლებ 0.25მმ. ნემსკავები გამოიყენება კობრის, ძლიერი და საკმაოდ დიდი ზომის. პირის ჭრილის განლაგების თავისებურებიდან გამოდინარე თეთრი ამიურისათვის საკვების აღება ნაკლებად კომფორტულია ფსკერიდან (თუმცა გამორიცხული არაა). ამიტომ, სასურველია რომ სატყუარა მას მივაწოდოთ წყლის ფენაში ან ზედაპირზე. სატყუარად გამოიყენება მხოლოდ ახალგაზრდა და ქორფა მცენარეული: კიტრის ნაჭერი ან ნათალი; ჭყინტი სიმინდის მარცვლები; სიმინდის ქორფა და რძიანი ფოთოლი; მუხუდოს ახალგაზრდა ფოთლები; ალოეს ეკალგაცლილი ქორფა ფოთოლი; ახლად ამოყრილი ლელქაშის ღეროს გული; ცერეცოს ან კამის კონა; წყლის ნორჩი ხავსი და სხვა. შესაძლებელია, რომ სხვადასხვანაირ ბოილებზე, თეთრ პურზე და კონსორვირებულ სიმინდზეც იქნას დაჭერილი. ასევე, გამოცდილი და შედეგიანია ტექნოპლანქტონის აღკაზმულობის გამოყენება. როგორც წესი, ამურის გამოყვანა დიდხანს გრძელდება. ძლიერი თევზია, დიდხანს არ იღლება, რითაც დიდი სიამოვნების მომნიჭებელია. ნაპირთან მიღებისას, აუცილებელია ჩოგანბადის გამოყენება.

 

amur.jpg

 

 
 
სტატია შედგენილია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოცდილებასა და მასალებზე დაყრდნობით.
სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!
ავტორი: თეიმურაზ დავითაშვილი




#380 კუსტარული დამატებითი საკვები

გამოეხმაურა ბიძო on 15 April 2013 - 20:15

  N1 სიმინდი, როგორც დამატებითი საკვები.

 

დამატებითი საკვების ყველაზე მარტივ და ყველაზე უნივერსალურ რეცეპტს დავწერ და ამ ფორუმიდან არ გაიტანოს არავინ :)

მივდივართ ბაზარში, მაგალითად დიღმის და ვყიდულობთ ჩვეულებრივ ხმელ სიმინდს, 10 კილოგრამს, (კილოგრამის ფასი 0,80 ლარიდან 1,20 ლარამდე მერყეობს)ვყრით რაიმე ჭურჭელში

 

                        df9381a99bca.jpg

 

 ვასხავთ ადუღებულ წყალს, ვაყრით 10 კილოგრამზე 100 გრამ ვანილს მოურევთ და თავზე დავახურებთ რომ ჩაიორთქლოს. 20 წუთი ვაცლით და დამატებითი საკვები მზათარის!

 

                                                            c5b7a1e73630.jpg

 

  სატყუარად ასევე ვხმარობთ სიმინდს, ოღონდ დაკონსერვებულს.

 

 პ.ს. უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. ამ თემაში და დაწერეთ მხოლოდ რეცეპტები, სასურველია შესაბამისი სურათებით.

 კითხვები მიწერეთ რეცეპტის ავტორებს PM-ში!!




#367 საკვებურები

გამოეხმაურა ბიძო on 15 April 2013 - 11:07

                                                                                              საკვებურები

 

 ნუ გეგონებათ რო საკვებურის გამოყენება მხოლოდ ფიდერის ჯოხითაა შესაძლებელი, ჩემი პრაქიკიდან გამომდინარე ძალიან კარგად ვხმარობ როგორც სტანდარტულ საკვებურებს ის "მეთოდის" სტილი საკვებურებს.

 

                 e96ee9c11eb5.jpgefe934944e63.jpg501ff9d0ac67.gif

 

 განსაკუთრებით კარგად მუშაობს კერძო ტბებზე სადაც ნაკლებადაა "რაკეტების" და "მძიმე არტილერიის" გამოყენება საჭირო, და სულ ცოტა დამატებითი საკვები აკეთებს თავის საქმეს.

 შეგვიძლია ავაწყოთ როგორც რაიმე ფიდერის მარტივი მონტაჟი, მაგალითად უბრალოთ გადახლართვის საწინააღმდე მილზე საკვებური ასევე შეგვიძლია ცოტა გავართულოდ და კარპის მონტაჟები გადავაკეთოთ მაგალითად, უსაფრთხო კლიფსაზე სიმძიმის მაგივრათ საკვებური გაუკეთოთ ანდა "მეთოდის" სტილი საკვებურში გავატაროთ ლიდკორი და ა.შ.

 მიუხედავათ იმისა რომ პროფესიონალურ კარპ ფიშინგის შეჯიბრებებში არცერთ დონეზე არ არის საკვებურის გამოყენება დაშვებული, სამოყვარულო დონეზე არავინ გვიშლის და მშვენივრადაც მუშაობს.

 საკვებურის გამოყენებას აქვს თავისი მინუსებიც. პირველი, დისტანციაზე ვერასდროს ვერ ისვრით საკვებურს სიმძიმეზე შორს და მეორე როგორც წესი საკვებურებიან მონტაჟებს უფრო პატარა ზომის თევზები ეტანებიან.

 

                 f0d01f3e5f58.jpg5e6da431510c.jpg5dc81ab8025a.jpg

 

კარპ ფიშინგის შემთხვევაში მოგვიწევს დაბალი წონის საკვებურების გვერდზე გადადება, ელემენტარულად 20 გ. საკვებურა 100 გრამიან კარპის უხეშ ჯოხს ძუის მოჭიმვის საშუალებას ვერ მიცემს. რათქმაუნდა ჯოხის ტესტის მიხედვით უნდა შეირჩეს ნებისმიერისიმძიმე თუ საკვებურა, მაგრამ ისე ზოგადათ 40გ. დან 90გ. ამამდე საკვებურები დაგვჭირდება ჩვენ აღჭურვილობაში.

 რაც შეეხება საკვებურის ფორმას თქვენთვითო აარჩიეთ თქვენი გემოვნებით არჩევანი დიდია, არც ის არის აუცოლებელი რო მაინც და მაინც 5-6 ფუნტიანი უნდა იყოს, 2-3 ლარიანი საკვებურებიც მშვენივდად აკეთებენ საქმეს.




Copyright © 2025 Carp Fishers Club Georgia