Jump to content

 

Photo

დასაკვები მოწყობილობები


  • Please log in to reply
21 გამოხმაურება თემაში

#1 ბიძო

ბიძო

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 987 გამოხმაურებები
  • სახელი:ბიძინა
  • გვარი:მაზიაშვილი
  • ადგილმდებარეობათბილისი, ვაჟა ფშაველა

გამოხმაურების დრო 09 April 2013 - 21:51

ამ თემაში წარმოგიდგენთ ყველა იმ დასაკვებ მოწყობილობას რაც შეიძლება კობრზე თევზაობისას გამოგვადგეს.

 

 N1  "რაკეტა"

 

                    a9bdd9ed5e50.jpgcdde4bc10682.jpga81a74ffaf49.jpg

 თუ არ ჩავთვლით რომ საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი საქმეა "რაკეტის" გამოყენებით დაკვება მაშინ ეს არის იდეალური ხელსაწყო ნებისმიერ დისტანციაზე და ნებისმიერ ადგილებში დასაკვებათ. და ყველა თავის მონათესავე ხელსაწყოს ჯობია.

 მუშაობის საკმაოდ მარტივი პრინციპი აქვს. მიუხედავათ სხვადასხვა დიზაინებისა ყველა "რაკეტას"  თავში აქვს ტივტივა რომლის მეშვეობითაც ხდება ხელსაწყოს ამოყირავება წყალში მოხვედრისას, ძირი კი გახსნილი აქვს და აყირავების შემთხვევაში საკვები მარტივათ იყრება.

 ხელსაწყო არის უნივერსალური მუშაობს როგორც ფხვიერ ასევე მაგარ და სველ საკვებზეც.

 

 N2 "სპოდ ბომბი"

 

                       b3b16822e543.jpgb177e94f68ae.jpgb6414929f5d4.jpg

 

 თითქმის იგივეა რაც "რაკეტაა", ერთადერთი განსხვავება ისაა რომ ამ შემთხვევაში მოწყობილობა იხურება და წყალზე დაცემისას იხსნება. იქიდან გამომდინარე რომ უფრო რთული მექანიზმია, შესაბამისად უფრო მეტი შანსია მექანიზმის მოშლის აქტიური ხმარებისას ასევე უფრო ძვირი ღირს ვიდრე "რაკეტა".

 

 N3 "კატაპულტა"

 

              417b690d648a.jpgb5a990654cdd.gif4f83d7a7cee7.jpg

 

 

 ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა. მოწყობილობა ებმევა ძუაზე, კოჭა ჩაკეტილია, ანუ არ ვისვრით უბრალოთ ვიქნევთ და კატაპულტის მუშაობის პრინციპი ყველას გვiნახია ბავშობაში ომზე მულტფილმებში :)

 განკუთვნილია მოზელილი საკვებისთვის, გუნდებისთვის.



#2 ბიძო

ბიძო

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 987 გამოხმაურებები
  • სახელი:ბიძინა
  • გვარი:მაზიაშვილი
  • ადგილმდებარეობათბილისი, ვაჟა ფშაველა

გამოხმაურების დრო 09 April 2013 - 23:32

 N4 შურდული

 

               55a9070382d3.jpga4a04dd660d8.jpgf57f908afb7c.jpg

 

 ამ შემთხვევაშიც ყველაფერი მარტივადაა. ჩვეულებრივი შურდულებია უბრალოთ მოდერნიზირებულია საკვების ჩასაყრელათ. უამრავი დიზაინის და მწარმოებლის ასორტიმენტი შეგვხვდება ბაზარზე. ძირითადათ განკუთვნილია ახლო დისტანციაზე სამუშაოთ.

 

 N 6 "ნიჩაბი"

 

                 512adc151523.jpgb4d28b282877.jpg2bb2d52a65ce.jpg

 

 საკმაოდ პრაქტიკული ხელსაწყოა, გამოიყენება ნებისმიერი საკვების სასროლათ, განსაკუთრებით ეფექტურია დამრგვალებულ მოზელილ საკვებზე . თავი და ტარი როგორც წესი ცალცალკე იყიდება, სპეციალური ტარი არის მაღალი ტესტის და გამძლეობის, შეგვიძლია ასევე ნებისმიერ კობრზე სათევზაო ჩოგანბადის ტარს დაუყენოთ თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა ფრთხილად მოგვიწევს სროლა.

 

 N 7 "კობრა"

 

                   9cd1f92ce8eb.jpg7a4518a84c73.jpg21c84d733a69.jpg

 

 ძალიან ვიწრო სპეციფიკის და შეზღუდული შესაძლებლობების ხელსაწყო. გამოიყენება მხოლოდ ბოილების სასროლად, უფრო მეტი 1 ხელსაწყოს შეზღუდვა აქვს ბოილების ზომებზეც. მაგალითად 1 მოდელი განკუთვნილი 24-26მმ ბოილებისთვის, მეორე 14-16მმ ბოილების სასროლად და ა.შ.



#3 ბიძო

ბიძო

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 987 გამოხმაურებები
  • სახელი:ბიძინა
  • გვარი:მაზიაშვილი
  • ადგილმდებარეობათბილისი, ვაჟა ფშაველა

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 00:07

N 8 დასაკვები ნავი

 

                      2d66ebfa4017.jpg20c4921f3f76.jpg5091708931ab.jpg

 

 და ბოლოს ყველა კობრზე მონადირის ოცნება. ნავი მართვის პანელით. რომელიც ემორჩილება ყველა თქვენ ბრძანებას, მარტივად მიაქვს საკვები ზუსტად იმ წერტილში სადაც გსურთ. ძალიან კარგი და პრაქტიკული ხელსაწყოა.

 მაგრამ სამწუხაროთ დიდი ფასის გამო ბევრი ჩვენთაგანი ვერ ვაძლევთ ჩვენ თავს უფლებას რომ ეს ხელსაწყო შევიძინოთ. თუმცა ამ ბოლო დროს შედარებით იაფასიანი, ჩინური ალტერნატივებიც გამოჩნდა მაგრამ მე მაგალითად ცურვა კარგად არ ვიცი და ჩინური ნავის უკანა გზაზე გამოსატანად ცურვას არ ვაპირებ :) და იმ შემთხვევაში თუ არ მექნება ხარისხიანი ვარიანტი მაშინ ჯობია ისევ ზევით ხსენებული სხვა ხელსაწყოები გამოვიყენო



#4 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 00:50

ყველას გვნახია ბავშობაში ომზე მულტფილმებში :)

 

ეს კაი იყო :D

საღოლ კაი სტატიაა!



#5 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 10 April 2013 - 09:12

კარგი სტატიაა, აქ ჩამოთვლილი დასაკვები მოწყობილობებიდან ჯერჯერობით მე მხოლოდ "რაკეტა" და "სპოდ ბომბი" მაქვს :D


photo-1.png?_r=1384507693


#6 სპეცნაზ-90

სპეცნაზ-90

    ახალბედა

  • ფორუმელი
  • Pip
  • 26 გამოხმაურებები
  • სახელი:giorgi
  • გვარი:saralidze

გამოხმაურების დრო 28 November 2013 - 21:22

მოგესალმებით ყველას,ბიძო ? N 8 დასაკვები ნავი ყველაზე იაფათ არა ჩინურს რამდენის ფარგლებიდან იწყება ფასი??



#7 მირიანი

მირიანი

    აქტიური წევრი

  • წევრი
  • PipPip
  • 79 გამოხმაურებები
  • სახელი:მირიანი
  • გვარი:ბეჟიტაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 28 November 2013 - 21:47

გაუმარჯოს :) 

ჩინურების ფასი 130 ფუნტიდან იწყება JABO-ს ფირმის :) 



#8 სპეცნაზ-90

სპეცნაზ-90

    ახალბედა

  • ფორუმელი
  • Pip
  • 26 გამოხმაურებები
  • სახელი:giorgi
  • გვარი:saralidze

გამოხმაურების დრო 28 November 2013 - 22:04

როგორც სტატიიდან ჩანს ჩინურებს თავის არიდება ჯობია ცურვა კი ვიცი მაგრამ ხშირ შემთხვევაში დიდი სურვილი არ მაქვს წყალში შეცურვისა თან ჩვენსტბებს მაგალითად თუ გავითვალისწინებთ :D  :D  :D



#9 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 28 November 2013 - 23:23

ნახმარ ნავს არა ჩინურს სადღაც 250 ფუნტად იყიდი :)

 

PS: ბიძო ეს JRC-ის საკვებურას სურათი მოაშორე რა, ძაან ცუდ ვიდზეა :D



#10 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 29 November 2013 - 10:10

N2 "სპოდ ბომბი"-ს მინუსი არის  რომ ჩაწყვეტის შემთხვევაში იძირება ფსკერზე (ჩემი ერთი სპომბი დებედას ფსკერზეა :))))


photo-1.png?_r=1384507693


#11 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 29 November 2013 - 12:56

და რომ არ ჩაწყდეს და 100 მეტრაში ტივტივებდეს რას იზავ? :D



#12 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 29 November 2013 - 14:16

მაგალითად რაკეტა ჩამიწყდა კუმისზე და წყალმა გამოიტანა :))))


photo-1.png?_r=1384507693


#13 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 30 November 2013 - 12:59

რაიყო მოქცევა იყო? :D



#14 ნიკოლოზა

ნიკოლოზა

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 72 გამოხმაურებები
  • სახელი:ნიკა
  • გვარი:მიგინეიშვილი

გამოხმაურების დრო 30 November 2013 - 16:17

#3 ყველაზე მაგარი დასაკვებია  :)

 

 

ფორუმზე წერეთ ქართულად!!!!  თითირა 



#15 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 03 March 2014 - 16:57

გამარჯობა, ყველაზე მეტი რამხელა მანძილზეა შესაძლებელი  თუნდაც სიმინდის გასროლა "ნიჩაბით" ? და სპოდ ბომბი ჯობია ხმარებაში თუ რაკეტა ?



#16 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 04 March 2014 - 21:28

სიმინდის გასროლა რათქმაუნდა სპოდით ჯობია, თუმცა დამღლელია თუ შენთვითონვე ტენი.

ნიჩბით რათქმაუნდა სიმინდის გასროლა ძალიან ახლო მანძილზეა შესაძლებელი.



#17 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 04 March 2014 - 21:39

სიმინდის გასროლა რათქმაუნდა სპოდით ჯობია, თუმცა დამღლელია თუ შენთვითონვე ტენი.

ნიჩბით რათქმაუნდა სიმინდის გასროლა ძალიან ახლო მანძილზეა შესაძლებელი.

შორ მანძილზე სპოდი ჯობია რათქმაუნდა. ახლობელს აქვს პატარა საგუბარი, სიგრძეში 30 მეტრი არც იქნება და დიდი ზომის საზანი,ამური და კობრები ყავს. 

წინა პოსტები წავიკითხე და სპოდის ჩაწყვეტის მიზეზი რა შეიძლება იყოს ?



#18 kikva

kikva

    Administrator

  • ადმინი
  • 731 გამოხმაურებები
  • სახელი:ირაკლი
  • გვარი:კიკვაძე
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 04 March 2014 - 21:56

სპოდის ჩაწყვეტის მიზეზი ბევრი რამე შეიძლება იყოს:

  1. ხმარობ ჩვეულებრივ მონოს, რომელიც ნელნელა წვრილდება და ბოლოს გაწყდება (ანუ ან წნული უნდა იხმარო ან შოკლიდერი)
  2. დაგავიწყდეს კოჭის გახსნა
  3. არასწორად ჰქონდეს კოჭას დახვეული ძუა და სროლსიას გაიკვანძოს
  4. ძუასთან შეუსაბამო სიმძიმე რათქმაუნდა
  5. სუსტი კვანძი უშუალოდ სპოდთან

მეც ჩამიწყდა შარშან, ჩმეს შემთხვევაში მე-3 ვარიანტი იყო (ეჰ კაი ფოქსის სპოდი იყო :D ).



#19 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 04 March 2014 - 22:19

ჩემიც კარგი "სპოდ ბომბი" იყო, დებედას ფსკერზე დევს   :))) , ჩემს შემთხვევაში სავარაუდოდ კვანძი გაიხსნა(არამგნია წნული გამწყდარიწოს) 


photo-1.png?_r=1384507693


#20 CnobisMoyvare

CnobisMoyvare

    აქტიური წევრი

  • ფორუმელი
  • PipPip
  • 54 გამოხმაურებები
  • სახელი:Giorgi
  • გვარი:Cherkezishvili
  • ადგილმდებარეობაქ.თბილისი, ვარკეთილი

გამოხმაურების დრო 04 March 2014 - 22:22

ისე, მონოს დახვევა ჯობია კოჭაზე თუ წნულის ?






Copyright © 2024 Carp Fishers Club Georgia