Jump to content

 

Photo

კობრი/საზანი

კობრი საზანი

  • Please log in to reply
1 გამოხმაურება თემაში

#1 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • მოდერატორი
  • 533 გამოხმაურებები
  • სახელი:ლევან
  • გვარი:დვალი
  • ადგილმდებარეობათბილისი

გამოხმაურების დრო 08 April 2013 - 12:04

     კობრი/საზანი (Cyprinus carpio) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სიგრძე 1 მ აღწევს, მისი მასა 12 კგ, ზოგჯერ მეტსაც. ბინადრობს ხმელთაშუა, შავ, კასპიის, არალის ზღვებში, წყნარი ოკეანის აუზის და აღმოსავლეთ აზიის მდინერეებსა და ტბებში. საქართველოში გვხვდება ბევრ მდინარეში, ტბაში და წყალსაცავში. სელექციით მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიში, რომელთაგან საქართველოში შემოყვანილია სარკისებრი კობრი. იკვებება უხერხემლო ცხოველებით და მცენარეებით. მრავლდება 2-5 წლისა. ნაყოფიერება აღწევს 1,5 მლნ. ქვირითს, ტოფობს ზაფხულში

 

800px-Carpas_en_el_Parque_Juan_Carlos_I_

 

    კობრი/საზანი – ფსკერის თევზებს მიეკუთვნებიან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ საჭმლის მოპოვება წყლის სიღრმის ყველა დონეზემისი  კვებისთვის ნორმალური ტემპერატურა დახლოებით 10С-25С გრადუსია.  სხვადასხვა საკვების გემოს საზანი ბაგეების საშუალებით იგებს, რომელთაც მგრძნობელობითი რეცეპტორები აქვთ.  კობრი/საზანი უმეტესად საკვების იმ სახეობას ირჩევს რომელიც უფრო ადვილი საშოვნელი იქნება მთელი წლის განმავლობაში,  როდესაც ნატურალური საკვების ბუნებრივი წყარო  გამოილევა, კობრი/საზანი საკვების სხვა წყაროზე გადადის.

   კობრი/საზანი მშვენივრად ეგუება წყნარ, მღელვარე წყალს, და ასევე ტბის პირობებს. როგორც წესი, საზანები ერთ არეალს არიან მიჩვეულნი, მაგრამ მდინარეებში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ თევზს კვებისთვის და ქვირითის დაყრისთვის საკმაოდ გრძელი მანძილი გადაუცურია. არეალის ტიპი თევზის ფიზიკურ დახასიათებას განსაზღვრავს.

 

 

 

Common-Carp-E-117.jpg

 

Common-Carp-E-073.jpg

 

New%20World%20Record%20Common%20Carp%20(


photo-1.png?_r=1384507693


#2 dmoral

dmoral

    ახალბედა

  • ფორუმელი
  • Pip
  • 1 გამოხმაურებები
  • სახელი:dato
  • გვარი:moralishvili

გამოხმაურების დრო 21 August 2014 - 00:36

ე.წ "საზანის" შესახებ

ამ თევზის საერთაშორისო დასახელებაა 

Carp

(როგორც ველურის, ასევე ხელოვნურად, სელექციის გზით, მიღებული სხვადასხვა კულტურული ფორმების) http://en.wikipedia.org/wiki/Carp
http://en.wikipedia....iki/Common_carp


სიტყვა "საზანი"(რუს.Сазан)არის რუსეთში გავრცელებული (თურქმანულ-ყაზახური წარმოშობის სიტყვა) და აღნიშნავს Carp-ის ველურ ფორმას. 
http://ru.wikipedia....%B7%D0%B0%D0%BD
http://www.fishingin...HID__209/lim__/

რუსეთში სიტყვა Carp-ი (რუს. Карп)მაშინ გავრცელდა, როცა ევროპიდან შეიყვანეს Carp-ის კულტურული ფორმები. ამასთან ისინი გარეგნულად საგრძნობლად განსხვავდებოდნენ, მათთვის უკვე ცნობილი ველური "საზანისაგან". ამიტომაც, Carp-ის კულტურული ფორმებს (მათთვის შესახედავად ახალ თევზს)უწოდეს (დღემდე ასეა) Карп-ი.
რუსული ენის ვ.ი.დალის განმარტებითი ლექსიკონი "საზანზე" გვეუბნება შემდეგს:
САЗА́Н м. вост. рыба Cyprinus carpio, ко́роп, карп, карпий. Саза́нья тежка. Сазаний пироги, саза́нник. Саза́нина ближе всякой рыбы к говядине, сазанье мясо. || Сазаны, вор. растен. Gentiana, см. колокольчик. || Iris germanica, пролеска, косички.

დ.ნ. უშაკოვის რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი "საზანზე":
САЗА́Н, сазана, ·муж. (·тюрк. sazan). Дикий карп.

მაქს ფასმერსის ლექსიკონიდან:
саза́н
"карп, Cyprinus саrрiо", вост.-русск. (Даль), донск. (Миртов). Из тур., казах. sаzаn – то же, откуда и калм. sazān – то же (Рамстедт, KWb. 316); см. Мi. ЕW 289; ТЕl. 2, 153; Фасмер у Махека, ZfslPh 19, 65. См. также шара́н.

მოკლედ ამათმა აგვირიეს ტვინი haha.gif 

Carp-ის ყველანაირი ფორმის(როგორც ველურის; ასევე, ხელოვნურად, სელექციის გზით, მიღებული სხვადასხვა კულტურული ფორმების) ქართული დასახელაბაა კობრი. გაიხსენეთ სკოლიდან ზოოლოგია და პარაგრაფი "კობრი"(თევზების სისხლის მიმოქცევის და საჭმლის მომნელებელი სისტემები იყო აღწერილი მის მაგალითზე). ასე, რომ "საზანის " მაგივრად ქართულად უნდა ვთქვათ ველურიკობრი. 
ხოლო სხვადასხვა კულტურულ(ხელოვნურად გამოყვანილი, შინაური.)ფორმებზე კი მაგალითად: სარკისებრი კობრი, კოი-კობრი, ქერცლიანი კობრი და სხვა. ან, თუ არ ვიცით კონკრეტული კულტურული ფორმის ზუსტი დასახელება, მაშინ- შინაური კობრი
თუნცა ხშირ შემთხვევაში ძნელია გარჩევა, რადგან შინაური და ველური ფორმა უპრობლემოდ ეჯვარება ერთმანეთს.

რაც შეეხება "გოჭას" - ეს უბრალოდ კობრის კუთხური(კახეთში ეძახიან) დასახელებაა.

hi.gif 






Copyright © 2024 Carp Fishers Club Georgia