Jump to content

 

Most Liked Content


#4712 დავიწყებული სატყუარა - პური

Posted by kikva on 24 April 2014 - 17:20

bread1.jpg

 

 

ბოილების შექმნის დღიდან მოყოლებული სხვადასხვა სატყუარამ კარპ-ფიშერებს შორის პოპულარობა დაკარგა. ალბათ როდესაც ფრედ ვილტონმა პირველად შექმნა ბოილი 1970-იან წლებში, ის ვერც კი წარმოიდგენდა რომ ეს უკანასკნელი ამხელა წარმატებას მიაღწევდა. ეს ყველაფერი კი ძირითადად გამოწვეულია ბოილის გამოყენების სიმარტივით.
როგორც იცით ბოილი ძალიან მარტივი სატყუარაა, ის ძალიან ადვილად მაგრდება მონტაჟზე, ამასთან ბოილი ძალიან გამძლეა წყალში და ფაქტიურად მიუწვდომელი არასასურველი თევზისთვის.

ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ღირს ძველი და ყველასთვის ნაცნობი სატყუარების დავიწყება? ნება მომეცით წარმოგიდგინოთ სატყუარა, რომელსაც დაჭერილი ყავს გაცილებით მეტი თევზი ვიდრე ყველა სახის ბოილს ერთად აღებულს!

სატყუარას რეცეპტი:

  • 1 ცალი კვერცხი
  • 675გ თეთრი პურის ფქვილი
  • 1.5 ჩაის კოვზი შაქარი
  • 3 ჩაისკოვზი საფუარი
  • 1.25 ჩაისკოვძი ზეითუნის ზეთი
  • 450მლ წყალი

ეს მარტივი ინგრედიენტები ქმნიან რაღაცას, რაც ასე ძალიან უყვარს კობრს... და მას რათქმაუნდა ქვია პური!
დაკვირვევებიდან, იმის შესახებ თუ რა ინგრედიენტები იზიდავს კობრს, საფუარი ნამდვილად ერთერთ მოწინავე ადგილს იკავებს. გარდა ამისა პური ძალიან მდიდარია კარბოჰიდრატებით, რომელიც კობრს გაცილებით ურჩევნია პროტეინებით გამდიდრებულ სატყუარებს (განსაკუთრებით ცივი სეზონის პერიოდში). როგორც იცით, პურის ქერქიც ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენებოდა ზედაპირული თევზაობის დროს.
 


როგორ მივიღოთ პურისგან საუკეთესო

პურის ქერქი: უმარტივესი მეთოდია პურის ქერქი ზედაპირზე სათევზაოდ. ეს უკანასკნელი ძალიან განსხვავდება დღესდღეისობით არსებული პოპულარული სატყუარებისგან, თუმცა აქვს თავისი უპირატოსებობეი. მაგალითად ადვილია პურის ქერქის სხვადასხვა მასაში ჩადიპვა, შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ დიდი ან პატარა ნაჭრები და ა.შ.
ქერქის ძირითადი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ის გაჭირვებით თუ გაუძლებს 1 გასროლასაც კი, ასევე წყალში დასველების შემდეგ ადვილი მოსაძრობია წვრილი თევზისთვის.

პურის გული (ცომი): პურის გულიც საკმაოდ ცნობილი და ადვილად გამოსაყენებელი სატყუარაა თევზაობის დროს. ცომი შეგვიძლია მაგალთად შემოვაკრათ ხელოვნურ სიმინდს გარშემო, ან გამოვიყენოთ მაგალითად მეთოდისთვის ან თუნდაც პირდაპირ ნემსკავზე და გამოვიყენოთ ზიგზე თევზაობისას. თუმცა ამ შემთხვევაშიც პატარა თევზს არ გაუჭირდება მისი შემოცლა.
 

bread2.jpg

დაბლენდერებული პური: ეს მოთოდი კი წინებისგან განსხვავებით უდაოდ საუკეთესოა და ხშირ შემთხვევებში ძალიან დიდი წარმატების მომტანიც. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ "ლი ჯექსონი", რომელმაც არაერთი ტურნირი მოიგო ამ მეთოდით.

ზემოთქმულის მისაღებად დაგვჭირდება ახალი პური და სამზარეულოს ბლენდერი. გაითვალისწინეთ, პური უნდა იყოს მაქსიმალურად ახალი რომ შევძლოთ მსუბუქი, რბილი და ფუმფულა მასის მიღება. ეს ფუმფულა მასა ჩაძირვისას ქმნის გასაოცარ ღრუბელს წყალში, რომელიც ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია კობრისთვის.
ამ მეთოდით თევზაობისთვის არსებობს 2 ვარიანტი: კარპ-ფიშერებისთვის PVA ბადე ან ტომარა, ხოლო ფიდერით მოთევზავეებისთვის რაღა თქმა უნდა საკვებურა.
დაბლენდერებულ პურს, თქვენ შეგიძლიათ გაურიოთ ნებისმიერი სახის დანამატი თუ არომატიზატორი.
 

bread3.jpg

მოკლედ, როგორ დავამზადოთ დაბლენდერებული პური:
1. საჭიროა ჩვეულებრივი ბლენდერი და ახალი პური
2. აიღეთ პურის ნაჭრები და შემოაცალეთ ქერქი.
3. ფრთხილად (დაბრტყელების და ცომად ქცევის გარეშე) დაჭერით პატარა ნაჭრებათ, ჩაყარეთ ბლენდერში და ატრიალეთ სანამ არ მიიღებთ ფუმფულა მასას.
გაითვალისწინეთ: თქვენ ასევე შეგიძლიათ პური დააბლენდეროთ ქერქიანად, რის შედეგადაც მიიღებთ მიქსში მოტივტივე ნაწილებს (გამოიყენება ზიგით თევზაობისას).

როგორ გავამდიდროთ მიღებული მასა:
არსებობს უამრავი რამ, რასაც თავისუფლად შეუძლია უფრო და უფრო მიმზიდველი გახადოს თქვენი მიქსი. ერთადერთი რის გაკეთებასაც არ გირჩევთ ესაა თხევადი არომატიზატორები, ისინი უბრალოდ გადააქცევენ პურს ცომისებურ მასად რაც თავის მხრივ ფკერზე ამ სატყუარის უნიკალურ პრეზენტაციას აღარ უზრუნველყოფს.
გამოცდილ მშრალ დანამატებს შორისაა: დაფხვნილი კრივეტები, დაფხვნილი თევზი, გამომშრალი და დაფხვნილი ტკბილი სიმინდი, თეთრი ჭია, ჩილის წიწაკა და სხვა.


bread4.jpg

და ბოლოს როგორ მივიღოთ ფეთქებადი PVA მიქსი:
საუკეთესო ეფექტისთვის და იდეალური პრეზენტაციისთვის აუცილებელი პირობაა წყალში დაშვებული PVA აფეთქდეს და შექმნას კობრისთვის მიმზიდველი ღრუბელი ფსკერზე. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია არ მოხდეს PVA-ში მიქსის ძალით ჩატენვა, მის აფეთქებას სწორედ მასში არსებული ჰაერი გამოიწვევს.
საუკეთესო შემთხვევაში წყალში მოხვედრისას PVA ბადემ/ტომარამ უნდა იტივტივოს რამოდენიმე წამი და მხოლოდ ამის შემდეგ დაეშვას ფსკერზე (ეს თავის მხრივ ყველანაირ გადახლართვას გამორიცხავს). რათქმაუნდა პირველივე ცდაზე მსგავსი მასის მიღება რთული იქნება, თუმცა მალევე გამოასწორებთ.
 

bread5.jpg

როგორც უკვე ავღნიშნე ეს მეთოდი განსაკუთრებით წარმატებულია ზამთარში და სხვა ცივ თვეებში. ხშირ შემთხვევაში ერთადერთი მეთოდია რომლსაც თევზის მოხიბვლა შეუძლია. რათქმაუნდა არაა აუცილებელი თვითონ სატყუარა ან ბოილი პურის იყოს.


 
სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!
სტატიის ავტორი: Tim Hodges

"ვთარგმნე" მე :)
 




#5126 ამინდი და მისი ზემოქმედება კობრზე

Posted by kikva on 09 September 2015 - 16:41

Panorama20Skelsmergh1small.JPG

Carp Fishing-ის თავისებურებები, როგორ ზემოქმედებს ამინდი კობრზე

 
ჩვენ ყველას გვითევზავია კობრზე სხვადასხვა ამინდის პირობებში. ერთ დღეს შეიძლება ძალიან ცხელი და წყნარი ამინდი იყოს, როდესაც კობრი წყლის ზედაპირთან ახლოს აქტიურად მოძრაობს, თუმცა გასაკვირია მაგრამ არ იკვებება. მეორე დღეს შეიძლება ქარიანი და მოღრუბლული ამინდი გამოდგეს, თითქოს საუკეთესო პირობები კობრის დასაჭერად, მაგრამ მაინც უშედეგოდ. ხშირ შემთხვევაში ძალზედ გაუგებარია რა არის საუკეთესო ამინდი მათზე სათევზაოდ.

ფაქტი ერთია, რომ ამინდს დიდი ზეგავლენა  აქვს კობრზე და ზოგადად ნებისმიერ თევზზე მათ შორის:  ჰაერის და წყლის ტემპერატურას, ქარის მიმართულებას, ქარის სიძლიერეს, ჰაერის წნევას, მთვარის ფაზას და წყალში ჟანგბადის შემცველობას.

სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სათევზაოდ ამინდის პროგოზის მიხედვით ვიაროთ, ძირითადად ამისთვის შაბათ-კვირა გვაქს და გვიწევს იმ პირობებში თევზაობა, რასაც ბუნება შემოგვთავაზებს. მეორეს მხრივ, ნებისმიერ ამინდში არის ფაქტორები რაც შეგვიძლია ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
 

ქარი

 
ერთერთი ძირითადი ფაქტორი კობრზე თევზაობისას არის ქარი და მისი მიმართულება. ამ უკანასკნელს პირდაპირი ზეგავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ იქცევა და იკვებება კობრი. ქარის მიმართულების და სიძლიერის ცოდნით ჩვენ შეგვიძლია სწორად ავარჩიოთ სათევზაო ადგილი და სათევზაო დისტანცია.

ქარის დროს წარმოქმნილი დინება იწვევს წყლის ფსკერზე თუ მის ზედაპირზე არსებული საკვების ატაცებას. ცნობილია, რომ ასეთ დროს საკვები (მწერები, ბუნებრივი საკვები და სხვადასხვა ნაწილაკები ფსკერზე) მიყვება წყლის ზედაპირზე არსებული ქარის მიმართულებას, შედეგად კობრიც აქტიურად გადაადგილდება ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ კობრს აქვს ძლიერ სენსიტიური ყნოსვა, რაც მას საშუალებას აძლევს ადვილად მიაგნოს ნებისმიერ საკვებს წყალში და დაადგინოს არის თუ არა ეს უკანასკნელი საკვებად ვარგისი. რაც უფრო ძლიერია ქარი, მით მეტი საკვების ფსკერიდან ატაცება და მიგრირება მოხდება, ეს არის ერთერთი მიზეზი თუ რატომ იჭირება კობრი ძლიერ ქარში, როდესაც ის რაღაც პერიოდის განმავლობაში თქვენი მიმართლებით დაუბერავს.

მეორეს მხრივ, როდესაც ტალღები და მათ გამოყოლილი საკვები მიაღწევს ტბის უკიდურეს ნაპირს, ხდება წყლის ქვეშა დინებით ამ საკვების უკან მიმართულებით გასტყორცნა, შედეგად, თუ ქარი დიდი ხნის განმავლობაში უბერავს, მაშინ თევზი მთელ ტბაში აქტიურია მიმოფანტული საკვების გამო. ტბებში სადაც ბევრი ბალახია ეს საკვები ძირითადად ამ ბალახის ახლომახლო იყრება და თევზიც აქტიურად იკვებება მის მიმდებარე მიდამოებში ფსკერზე.

ასევე ნათქვამია, რომ როდესაც ქარი ხვდება ძუებს, ეს უკანასკნელი აგზავნის ვიბრაციებს სატყუარას მიმართულებით. როცა თევზი სატყარას იღებს ის გრძნობს ამ ვიბრაციას და ძალიან ძლიერად გარბის. ქარის გაჩერებასთან ერთად ეს გარბენები მცირდება და თევზი უფრო ნაზად აწკრიალებს თქვენს სიგნალიზატორებს. ეს უბრალოდ მოსაზრებაა და რამდენად სწორია თქვენი გამოცდილებიდან შეაფასეთ :)
 

ატმოსფერული წნევა

 
კვლევების მიხედვით წნევის ძლიერი ვარდნა იწვევს კობრის მიგრირების შესუსტებას და ისინი იკვებებიან მკვდარი ან წყალში გაჩერებული საკვებით. წნევის მატება პირიქით აიძულებს კობრს აქტიურად მიგრირდეს და იკვებოს ცოცხალი მოძრავი არსებებით.

ატმოსფერული  წნევაც ერთერთი საკვანძო მომენტია, როდესაც თქვენ კობრზე თევზაობას აპირებთ. წნევა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს წყალში ჟანგბადის დონეზე. კობრს ჟანგბადი „ჰაერივით“ სჭირდება საკვების მოსაძებნად. თუ ჟანგბადის დონე წყალში დაბალია, კობრი ხდება ზანტი და ზარმაცი, თითქოს მათ აღარ აქვთ ენერგია საკვების მოსაძებნად. ამ დროს კობრი იკვებება მის გარშემო არსებულ მცირე მონაკვეთში და არ გადაადგილდება დიდ დისტანციებზე.

დაბალი ატმოსფრული წნევა ძირითადად გულისხმობს ქარს ან წვიმას, ორივე შემთხვევაში წყალი ჟანგბადით მდიდრდება. შედეგად ყოველთვის უკეთესია თევზაობა დაბალი წნევის არსებობის შემთხვევაში. მე პირადად მირჩევნია ასეთ პირობებში თევზაობა, მაშინ კი როცა ძლიერი წვიმაა და საკუთარი კომფორტი მეორე ხარისხოვანია, ძლიერ ქართან სამწუხაროდ ვერ ვმეგობრობ.

დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, მაგალითისთვის ზღვის დონეზე (არა თბილისის ზღვის დონეზე, ეს უკანასკნელი დაახლოებით 550 მეტრზეა ზღვის დონიდან) საშუალო ტემპერატურის დროს 1000 ჰექტო პასკალს ქვემოთ წნევა შეგვიძლია ჩავთვალთ როგორც დაბალი, ხოლო 1010-ს ზემოთ - მაღალი. წნევის დიაპაზონი იცვლება ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ცხელი ზაფხულის დღეებში ზღვის დონეზე დაბალ წნევად ჩაითვლება დაახლოებით 1010-ზე ნაკლები, ხოლო მაღალ წნევად 1020-ზე ნაკლები.

მაღალი ატმოსფერული წნევა ძირითადად გულისხმობს ცხელ დღეებს, ამ დროს წყალში ჟანგბადის გამოყოფა ნაკლებია ვიდრე მოხმარება, შედეგად თევზი ნაკლებად აქტიურია წყლის ფსკერზე და ცდილობს ზედა ფენებში გადაადგილდეს.

არსებობს მოსაზრება Carp Fishing-ში, რომელსაც მე ამ ბოლო დროს საკუთარი გამოცდილებით 100%-ით ვეთანხმები, რომ მაღალი ატმოსფერული წნევის დროს კობრი მიგრირებს წყლის ზედაპირთან ახლოს და პირიქით დაბალი წნევის დროს ის ჩადის წყლის ფსკერზე საკვებად. შედეგად ცხელი ზაფხულის დღეებში მე  2 ანკესზე ვიყენებ „ზიგს“ ხოლე ერთზე ფსკერულ მონტაჟს, ეს ეხება ნებისმიერ ტბას და წყალსაცავს. ხშირად ნახავთ ასეთ ამინდებში მეთევზეებს, რომლებიც უშედეგოდ ელოდებიან ნადავლს წყლის ფსკერზე. ზიგის გამოყენება წარმატებით შეიძლება შემოდგომა-ზამთარი-გაზაფხულზეც სხვადასხვა პირობებში, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ.



ტემპერატურა

 
წყლის ტემპერატურას შეუძლია დიდი ზეგავლენა იქონიოს კობრზე და მის კვებით თავისებურებებზე. წყლის ძალიან მაღალი ტემპერატურა პირდაპირ აისახება თევზჭერაზე, ეს უკანასკნელი საგრძნობლად შეამცირებს ჩარტყებს ან შეიძლება საერთოდ შეაჩეროს. ასეთ პირობებში შეიძლება უფრო წარმატებული იყოს ბოილები რომელებიც დიდი ოდენობით შეიცავენ ნახშირწყლებს, მაგალითისთვის ბურღულის ბაზაზე დამზადებული. მომცრო სატყუარებიც მედატ წარმატებულია ამ დროს ვიდრე დიდი ზომის ბოილები.

ასევე აისახება ჩარტყმებზე წყლის დაბალი ტემპერატურა, რაც უფრო დაბალია მით ნაკლები შანსია თევზის დაჭერის. ამ დროს თევზი ცდილობს გაჩერდეს ადგილებში სადაც თბილი დინებაა ან სადაც შედარებით დაცულად იგრძნობს თავს. ასეთი ადგილები შეიძლება იყოს სხვადასხვა ჩაღრმავებები ტბაში ან ბალიახიანი/ტოტებიანი ადგილები. წლის ცივ პერიოდში სწორედ ასეთ ადგილებში უნდა ვეძებოთ კობრი.

წყლის, ისევე როგორც ჰაერის ტემპერატურას დიდი გავლენა აქ იმაზე, თუ სად და როგორ იკვებება თევზი. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ან მატება არ ნიშნავს იმას, რომ წყლის ტემპერატურაც მომენტალურად დაეცემა. რამოდენიმე დღე იქნება საჭირო იმისთვის რომ წყლის ტემპერატურა საგრძნობლად შეიცვალოს, განსაკუთრებით დიდ და ღრმა წყალსატევებზე. გვიანი შემოდგომის და ადრეული გაზაფხულის პერიოდში თბილ ქარს შეუძლია ადვილად გაათბოს წყლის ზედაპირი, რის გამოც თევზი აუცილებლად ზედაპირზე გადაინაცვლებს. იგივე ეფექტი ექნება ცხელი ზაფხულის პერიოდში ცივი ჰაერის მასებს, ამ დროსაც ზიგის გამოყენება უალტერნატივოა.

ზამთრის პერიოდში, როდესაც წყალი საკმაოდ ცივია და თევზი თავს სიღრმეებს ან ქვაბულებს აფარებს, პირდაპირი მზის სხივებს შეუძლიათ წყლის ნაპირთან არსებული თხელი წყალი იმ დონე შეათბონ, რომ კობრის დასაჭერად 5-10 მეტრიც კი საკმარისო იყოს!
 

მთვარის ფაზა

 
ბევრი კითხვებია იმის თაობაზე, თუ როგორი ზეგავლენა აქვს მთვარის ფაზას თევზაობაზე. ბევრი მეთევზე იყენებს მთვარის კალენდარს, ცხრილი დაფუძნებულია მის ფაზებზე და მზის/მთვარის ამოსვლა/ჩასვლის დროებზე. როგორც ასეთი ჯერჯერბით არ არსებობს დადასტურებული ფაქტი, თუ მთვარის ფაზის რა ეტაპზე იჭირება თევზი ყველაზე კარგად ან საერთოდ არ იჭირება. ჩემი პირადი გამოცდილებით ერთადერთი ფაზა, რომლის დროსაც მე კობრი ჯერჯერობით არ დამიჭერია, ესაა სრული მთვარე, თუმცა ეს შეიძლება უბრალო დამთხვევაა.

ნებისმიერ შემთხვევაში ვიცით რომ მთვარეს დიდი გავლენა აქ მიზიდულობაზე, წყლის დინებაზე და ატმოსფერულ წნევაზე. კონკრეტულად თუ რა გავლენა აქ თევზაობაზე ეს საკითხი ჩემთვის პასუხ გაუცემელია.


 
ზემოთ მოყვანილი ფაქტორები რომ შევაჯომოთ ალბათ მიხვდებით, რომ კობრის დაჭერა მხოლოდ ჩვენს ან მითიური ღმერთების კეთილ ნებაზე არაა დამოკიდებული. ყოველი პატარა დეტალი მნიშვნელოვანია თევზაობისას.
 
სტატიის ბოლოს ერთ პატარა რჩევას მოგცემდით ყველას, ყოველთვის იქონიეთ ბლოკნოტი ან რაიმე ნოუთი მობილურში, სადაც ჩაიწერთ მონაცემებს ყოველი თევზაობისას. მაგილითისთვის მე ყოველთვის ვიწერ რა ადგილას ვთევზაობდი, ამინდს, ქარის მიმართულებას და სიძლიერეს, წნევას, ტემპერატურას, სატყუარას და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ჩაწერით თქვენ რამოდენიმე წელიწდში საკუთარ თავს აჩუქებთ ყველაზე მაგარ თევზაობის სარჩევს, შედეგად ტბაზე მისულს რამოდენიმე წუთში გეცოდინებათ სად უნდა ითევზაოთ და რა მეთოდებით :)

 
სტატია შედგენილია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოცდილებასა და მასალებზე დაყრდნობით.
სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!
ავტორი: ირაკლი კიკვაძე




#5088 ლისის ტბა 17.04.2015

Posted by vaxo520 on 19 April 2015 - 04:06

გამარჯობა მეგობრებო 17 ვიყავი ლისზე. ამას უფრო ტესტგასვლას დავარქმევდი შედეგი 2 მომცრო ველური კობრი. დაჭერის დრო დახლოვებით 21 -00 დისტანცია 25მეტრი მეორე დილით 10-00 -ზე დისტანცია 50მეტრამდე. 

0275699b125e.jpg

მონტაჟი0a96826ef0c8.jpg




#3977 ნემსკავები - Hooks

Posted by kikva on 13 January 2014 - 19:12

ნემსკავები - Hooks

(მათი კლასიფიკაცია და მოხმარების წესი)
 

Carp Fishing-ში, პირველ რიგში აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ნემსკავი. ეს ყველაფერი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა რეალურად საქმე არცთუ ისე მარტივადაა. არსებობს სხვადასხვა ზომის და ფორმის ნემსკავები, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტულ პირობებში შესაბამისი მონტაჟებით სათევზაოდ.


დამწყები მეთევზე ყოველთვის ცდილობს იყიდოს ამათუ იმ ბრენდის ხარისხიანი ნემსკავი და ჰგონია ამით საქმე მოგვარებულია, სინამდვილეში სწორი ნემსკავით თევზაობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების საწინდარი.
 
ნემსკავის ტიპი
პირველი, რაც ნემსკავის არჩევისას  უნდა გავითვალისწინოთ ეს არის მისი ფორმა. როგორც უკვე ავღნიშნე არსებობს მრავალი სახის ნემსკავი, თუმცა ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ კლასიკურ  და ასევე რამოდენიმე ხშირად გამოყენებად ნემსკავს:

1.jpg 1. კლასიკური ფართე თავიანი ნემსკავი (Wide Gape)
ალბათ ყველაზე საიმედო და უნივერსალური ნემსკავი, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის მონტაჟისა თუ სატყუარისთვის. საუკეთესოა ქვიან ფსკერზე თევზაობისას, მოხრილ თავიანი ყუნწი იძლევა იდეალურ ეფექტს ისეთ მძიმე პირობებში თევზაობისას როგორიცაა ბალახიანი და ტოტებიანი ადგილები.
2.jpg 2. კლასიკური გრძელ თავიანი ნემსკავი (Longshank)
იდეალურია ნებისმიერი ძირვადი სატყუარის პრეზენტაციისთვის, საუკეთესოა უკვანძო კვანძიანი*(knotless knot) და ძუის მიმმართველიანი*(line aligner) მონტაჟებისთვის.
3.jpg 3. მოხრილ თავიანი ნემსკავი „ბანანი“ (Curved Shank)
ულტრა ეფექტური ნემსკავის ტიპი, რომელიც არის ძალიან მყარი და უზრუნველყოფს ფენომენალურ წამოგებას! ევროპის ზოგიერთ ტბებზე და შეჯიბრებებზე საერთოდ აკრძალულია „ბანანის“ ტიპის ნემსკავების გამოყენება.
4.jpg 4. გრძელი, მოხრილ თავიანი ნემსკავი (Long Curved Shank)
მკვეთრად მოხრილი ტანი და სწორი წვერი უზრუნველყოფს სწრაფ წამოგებას. სრულყოფილია ნებისმიერი „ანტი-ამომგდები“*(anti-eject) პრეზენტაციისთვის. იდეალურია ორივე, მოტივტივე და ფსკერული სატყუარისთვის, ასევე ნაწილაკებით/ბურთულებით თევზაობის დროს როდესაც კობრი სატყუარას ოდნავ ეხება/ეთამაშება აღების ნაცვლად.
5.jpg 5. ფართე თავიანი ნემსკავი სწორი წვერით (Shortshank)
საკმაოდ მრავალფეროვანი დანიშნულების ნემსკავი, რომელიც ასევე იდეალურია ნებისმიერი ბოილის, პელეცის, ცოცხალი თუ სხვა სატყუარის გამოყენების დროს. შედარებით პატარა ზომები წარმატებით გამოიყენება ზიგის და მოტივტივე მონაჟებისთვის.
6.jpg 6. ფართე თავიანი ნემსკავი გარეთ გადახრილი ყუნწით (Chod)
შექმნილია კონკრეტულად მოტივტივე სატყუარებისთვის და უზრუნველყოფს მის ურყევ სოლუდურ პრეზენტაციას! გამოიყენება თითქმის ყველა ფსკერიდან აწეულ მონტაჟზე, მათ შორის „ჩოდი“, „მცურავი მონტაჟი“ და სხვა...

 
მოცემული ფორმის ნემსკავების კონკრეტულ მონტაჟებთან და სატყუარებთან შესაბამისობა იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
hook_types.jpg

 

 
ნემსკავის ზომა
მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნემსკავის შერჩევისას ეს არის მისი ზომა. ევროპული სტანდარტით გვხვდება ნემსკავები ზომით 0-დან 18-მდე, თუმცა კლასიკური „Carp Fishing”-ში ზომები და მითუმეტეს ჩვენს პირობებში მიზანშეწონილია 4-იდან 12-მდე. რათქმაუნდა ნემსკავის ზომა არ არის პირდაპირპროპორციული დასაჭერი თევზის წონასთან, ეს უკანასკნელი ძირითადად დამოკიდებულია მონტაჟის და სატყუარის ტიპზე.


ასევე გაითვალისწნეთ ნემსკავის ხარისხი! 8-12 ზომის უხარისხო ნემსკავს თავისუფლად გაასწორებს ან გატეხს თუნდაც 3-4 კილოგრამიანი ველური კობრი, მაშინ როცა იგივე ზომის ხარისხიანი ნემსკავით უპრობლემოთ გამოიყვანთ 15+ კილოგრამიანსაც! ჩვენი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ გატესტილ ბრენდებზე და მოდელებზე შეგვიძლია ვისაუბროთ კომენტარებში.
 
დაახლოებით რომ შეგექმნათ წარმოდგენა რა ზომის ნემსკავი რა სატყუარაზე გამოიყენოთ, იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:
hook_size.jpg
 


ნემსკავის მდგომარეობა
მესამე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი. ყოველი მონტაჟის გასროლის წინ და/ან თევზის გამოყვანის შემდეგ შეამოწმეთ რამდენად კარგ მდგომარეობაშია ნემსკავი (რათქმაუნდა ახალ ნემსკავს არ ეხება). ხშირ შემთხვევაში ნემსკავს სჭირდება გალესვა, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ქარხნული სალესები ასევე ჩვეულებრივი ფრჩხილების ქლიბი. რათქმაუნდა გალესვით ნემსკავს პირვანდელ ქარხნული დამუშავების მსგავს სტადიამდე ვერ მიიყვანთ, მაგრამ არც არაფრით იქნება ნაკლები!


მას შემდეგ რაც ნემსკავი ამოწურავს მისს რესურს და გალესვა შეუძლებელი გახდება,  აუცილებლად გამოცვალეთ იგი.

 


ეკლიანი თუ უეკლო ნემსკავი?
მეოთხე, რაც ძირითადად უფრო განხილვის საგანია მეთევზეებს შორის ეს არის ეკლიანი(barded) თუ უეკლო(barbless) ნემსკავი. ორივე მათგანს გააჩნია თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.


ეკლიანი ნემსკავის უპირატესობა არის მისი საიმედოობა. ამ ტიპის ნემსკავი მეთევზეს ხშირ შემთხვევაში პატიობს შეცდომებს თევზის გამოყვანის დროს, ეს შეიძლება იყოს დაგვიანებული ამოკვრა, ძუის მოშვება გამოყვანისას და ა.შ. ეკლიანი ნემსკავის უარყოფითი მხარე პირველ რიგში გახლავთ ზიანი, რომელიც შეიძლება მან მიაყენოს თევზის ტუჩს (ან სხეულის სხვა ნაწილს შემთხვევითი წამოდების დროს), ხშირ შემთხვევებში უკან გაშვებულ თევზს იმდენად დაზიანებული აქ ტუჩი რომ მას აღარ შეუძლია იკვებოს და ის იღუპება. ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ჩაწყვეტილი მონტაჟი თევზის ტუჩზე იკრობს სხვაასხვა წყალმცენარეებს და ტოტებს, რაც საბოლოოდ ასევე უკარგავს თევზს კვებითუნარიანობას და ის იღუპება. უეკლო ნემსკავის შემთხვევაში ეს ყველაფერი ფაქტიურად გამორიცხულია და თევზს მარტივად შეუძლია მოიშოროს იგი.


თავის მხრივ რიგი მეთევზეები და ტბის მეპატრონეები არ აქებენ უეკლო ნემსკავებს. ამის მთავარი მიზეზი რათქმაუნდა არის თევზის გაქცევა გამოყვანის დროს, რაც თავის მხრივ აფრთხობს სხვა თევზებსაც. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, არსებობს ტბები სადაც აკრძალულია ეკლიანი ნემსკავის გამოყენება და არსებობს ტბები სადაც პირიქით აკრძალულია უეკლოს გამოყენება. ამ უკანასკნელს ტბის მეპატრონეები ხსნიან იმით, რომ უეკლო ნემსკავის თევზის ტუჩიდან ამოგდების შანსი დიდია და ამასთან დიდია შანსი ეს ნემსკავი შემდგომში გამოედოს თევზის სხეულის სხვა ნაწილს.


ალბათ პირველრიგში უნდა ვითევზაოთ იმ წესებით, რასაც კერძო ტბის მეპატრონე დააწესებს, სხვა შემთხვევაში კი თქვნთვის მომინდვია ამ არჩევანის გაკეთება. პირადად ჩემთვის უეკლო ნემსკავის გამოყენება უფრო აზარტულია, თუმცა რათქმაუნდა ეს ყოველივე მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს.

 

 

 

 

 

სტატია შედგენილია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოცდილებასა და მასალებზე დაყრდნობით.

სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!




#3029 კუმისი 2013 რეგლამენტი

Posted by ბიძო on 02 October 2013 - 16:31

 მოკლედ მოგროვდა 12 გუნდი. სიას და ხარჯთაღრიცხვას თემო დადებს მოგვიანებით. რაც შეეხება პრიზებს :

 

 1 ადგილი :  კრესლო და კრესლოს ჩანთა

0a8bb96daa50.jpg84fb81b849ff.jpg

 

 2 ადგილი:

f8fd1a6d19d8.jpg

 

 3 ადგილი:

73972a4a373d.jpg

 

 ბონუსი :

ae9a928bd9fe.jpg




#84 ყველაზე დიდი კარპი 2013

Posted by ბიძო on 08 April 2013 - 23:34

1 კანდიდატი :)

 

                                    40774e99da14.jpg

 

                                    0541e27c89a5.jpg

 

  დებედას ტბა. 8 აპრილი. სატყუარა სიმინდი. წონა: 5.800 კგ. (სურათში 6.500 ჩანს 0.700კგ ამამდე ბადე იყო და გამოვაკელი)




#5091 წამახალისებელი კონკურსი - ყველაზე დიდი კობრი

Posted by kikva on 06 May 2015 - 18:34

event_may2015.jpg

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები და წესები:

  • მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს;
  • კონკურსში მონაწილეობა უფასოა;
  • კონკურსის ხანგძლიობა 1 თვე (31 მაისის ჩათვლით);
  • ერთი საპრიზო ადგილი (ყველა დაწესებული პრიზი გამარჯვებულს);
  • გამარჯვებულად ჩაითვლება წონით ყველაზე დიდი თევზის დამჭერი მონაწილე;
  • სამიზნე თევზი მხოლოდ კობრი;
  • მინიმალური წონა 2კგ;
  • ჩათვლაში მიიღება მხოლოდ ველურ ტბებზე, წყალსაცავებზე და მდინარეზე დაჭერილი ეგზემპლიარები;
  • თევზი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს უკან ტბას/მდინარეს;
  • თევზი აუცილებლად დაჭერილი უნდა იქნას 1 ნემსკავიანი მონტაჟით (სატყუარას არა აქვს მნიშვნელობა)!
  • იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ ნამდვილად თქვენი დაჭერილია თევზი თუ არა, აუცილებლია გადაღებულ იქნას ამ უკანასკნელის დაჭერის და გაშვების ვიდეო;
  • თევზის აწონვა უნდა მოხდეს უსაფრთხოდ და ასევე დაფიქსირდეს ვიდეოზე (არანაირი ლაყუჩში სასწორის გამოდება და სხვა მსგავსი ბარბაროსული მეთოდები);
  • დაჭერილი თევზი გამოიყვანეთ ჩოგან ბადით და აწონვამდე დააწვინთ მატზე (თუ მატი/ლეიბი არ გავქვთ დააწვინეთ ბალახზე ან რბილ ქვიშიან ნაპირზე). ნაპირზე ანკესით გამოთრეული, ქვებზე ნახოხიალები, სისხლიანი და მსგავსი არასპორტული მოპყრობის მქონე თევზი არ ჩაითვლება!
  • თევზის გაშვებამდე ასევე სასურველია გადაიღოთ მასთან სამახსოვრო სურათი :) (ორივე ხელში დაჭერით როგორც წესია);
  • ვიდეოს მსვლელობისას აუცილებლად დააფიქსერეთ თარიღი სიტყვიერად!
  • ნებისმიერი მონაწილე რომელიც შემჩნეულ იქნება რაიმე სახის თაღლითბაში, მოხსნილი იქნება კონკურსიდან და ასევე დისკვალიფიცირებული მომავალი კონკურსებიდან/ტურნირებიდან.
  • გადაღებული მასალა ავირთეთ youtube-ზე, myvideo-ზე ან რომელიმე მსგავს პორტალზე და ბმულის სახით წარმოადგინეთ ამ თემაში.

 

ასევე გაითვალისწინეთ:

  • წინასწარ შეგვეკითხეთ და შეათანხმეთ რამდენად ჩაითვლება თევზი, დაჭერილი ბუნებრივად დაგუბებულ პატარა ტბორებზე, მიგდებულ თევზსაშენებზე და რეწვის ლიცენზიის ქვეშ არსებულ ბუნებრივ ტბებზე.
  • ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მოგმართოთ მიმდინარე თემაში ან ჩვენს FaceBookჯგუფში.
  • ამ ტიპის წამახალისებელ კონკურს კლუბი გთავაზობთ პირველად, იმედი გვაქს რომ ყველაფერი კარგად ჩაილის და დამსახურებული გამარჯვებული გვეყოლება.
  • კონკურსის იდეა გახლავთ Carp Fishing-ის და ზოგადად სპორტული თევზაობის პოპულარიზაცია საქართველოში, ასევე სტიმულის და სწორი მიმართულების მიცემა ახალბედა მეთევზეებისთვის.
  • თუ კონკურსმა გაამართლა, აუცილებლად გავაგრძელებთ შემდგომშიც.
  • წესები შესაძლოა უმნიშვნელოდ შეიცვალოს მსვლელობისას.

 

პრიზები გამარჯვებულს:

prizes.jpg

 

 

ყველას გისურვებთ წარმატებას, სასიამოვნო სეზონს და საუკეთესო დროს ტარებას ბუნებაში!

პატივისცემით კლუბის ადმინისტრაცია...




#5038 თბილისის ზღვა 27 აგვისტო

Posted by მეკობრე on 28 August 2014 - 15:20

 

 




#4965 ბაზალეთის ტბა

Posted by kikva on 09 June 2014 - 18:33

აჰა მეც მოვნათლე ბაზალეთი ბოილით




#4949 ლოპოტა 21.08.2013

Posted by kaparoli on 03 June 2014 - 15:57

აი მეც ვიყავი ლოპოტაზე და როგორც დამწყებმა მაგრად ვისიამოვნე, სამი დიდი ამური და ხუთი კობრ-საზანი ორ კილომდე ესეც ბოლო ამური ვალაგებდი და მერე დაჯდე




#223 სიმძიმეები

Posted by ბიძო on 11 April 2013 - 23:27

N5 "Pear Bomb"

 

                    fa260e285ea8.jpg3a26e3f8b1b2.jpg27f36852d38c.jpg

 

 მომრგვალო ფორმის დისტანციაზე სასროლი სიმძიმე, პრაქტიკულად არ ჩერდება არასწორ და აღმართ-დაღმართიან ზედაპირზე. იდეალურია შორს სასროლად.

 

 N6 "Inline Wing"

 

                                     ab51d818ff63.jpg

 

 ეს ფორმა იდეალურია ისეთ ადგილებში სადაც ხშირია წყალმცენარეები, ხეები და სხვა წინაღობები, გამოტანისას ზევიდან მოცურავს.

 

 N7 "Marker Lead"

 

                    04c916880e5a.jpg16e81540a46a.jpg7fcb61953d66.jpg

 

 ეს უცნაური დიზაინის სიმძიმეები კი "მარკერისთვისაა" განკუთვნილი, ამ საკითხს უკვე "მარკერის" თემაში განვავრცობთ.

 

 

 

 ასევე გაყიდვაში შეგვხვდება ყალიბები სიმძიმის ჩამოსასხმელათ და ათასგვარი საღებავები მათ დასამუშავებლათ, თუმცა გაფრთხილებთ რო ტყვიის მასალის გადადნობა, დამუშავება ძალიან საწიანო ჯანმრთელობისთვის და პირდაპირ საწამლავია როცა ხარშვა დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე ხდება.

 

                      00448a9d1c70.jpgf57786a78e8e.jpg31aa41d001c2.jpg




#133 დასაკვები მოწყობილობები

Posted by ბიძო on 10 April 2013 - 00:07

N 8 დასაკვები ნავი

 

                      2d66ebfa4017.jpg20c4921f3f76.jpg5091708931ab.jpg

 

 და ბოლოს ყველა კობრზე მონადირის ოცნება. ნავი მართვის პანელით. რომელიც ემორჩილება ყველა თქვენ ბრძანებას, მარტივად მიაქვს საკვები ზუსტად იმ წერტილში სადაც გსურთ. ძალიან კარგი და პრაქტიკული ხელსაწყოა.

 მაგრამ სამწუხაროთ დიდი ფასის გამო ბევრი ჩვენთაგანი ვერ ვაძლევთ ჩვენ თავს უფლებას რომ ეს ხელსაწყო შევიძინოთ. თუმცა ამ ბოლო დროს შედარებით იაფასიანი, ჩინური ალტერნატივებიც გამოჩნდა მაგრამ მე მაგალითად ცურვა კარგად არ ვიცი და ჩინური ნავის უკანა გზაზე გამოსატანად ცურვას არ ვაპირებ :) და იმ შემთხვევაში თუ არ მექნება ხარისხიანი ვარიანტი მაშინ ჯობია ისევ ზევით ხსენებული სხვა ხელსაწყოები გამოვიყენო




#6 მაღაზია " Fishing Club " თან კითხვა პასუხის რეჟიმი

Posted by ბიძო on 05 April 2013 - 23:29

                                                        კითხვა, პასუხი, შენიშვნები, მაღაზია " Fishing Club " თან.

                

  შევეცდები ამომწურავი პასუხები გაგცეთ და შენიშვნები მაქსიმალურათ გავითვალისწინო.

 

                                                                                                                                                              ბიძინა მაზიაშვილი

 

s3pce.jpg

 

 




#4910 თბილისის ზღვა

Posted by kikva on 28 May 2014 - 12:04

მადლობთ ბიჭებო, ამ ერთი გასვით დასკვნებს არ გამოვიტან რათქმაუნდა. ვნახოთ მომავალში რა შედეგს მოგვცემს იგივე მიდგომა

 

 

ყოჩაღ ბიჭებო, სიტყვები არ მყოფნის ისე გამიხარდა( ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებით) ბოილის წარმომავლობა კი მაინტერესებს :)

 

4.5კგ - სიმინდი თმაზე დადიპული

7.5კგ - თაფლის ბოილი

გამექცა კაი დიდი - ანანასის ბოილი

8.7კგ - იგივე ანანასის ბოილი




#4905 თბილისის ზღვა

Posted by kikva on 27 May 2014 - 23:56




#4642 დებედას ტურნირის გადადების თაობაზე

Posted by დავით82 on 03 April 2014 - 22:26

გილოცავთ, გილოცავთ!!! :) მართლა სერიოზული გამძლეობა გამოიჩინეთ, რაც ორმაგად დასაფასებელია. ასეთ პირობებში, ასეთი შედეგები მართლაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ბიძოს შედეგი კი ისეთია, შეუძლია შემდეგი ტურნირი გამოტოვოს, ტურნირს აზრი, რომ არ დაეკარგოს :) :) (ეს ხუმრობით ცხადია). შემდეგში წარმატებებს და საუკეთესო სათევზაო ამინდებს გისურვებთ ყველას :)




#4092 მაღაზია " Fishing Club " თან კითხვა პასუხის რეჟიმი

Posted by ბიძო on 11 February 2014 - 23:36

ბიჯო დეჟავიუ მაქ, თუ ეგეთი რაღაცა ერთი 5 თვის წინაც დაწერე? :D

დეჟავუ არა, საშუალო ასაკის კრიზისი გაქ! :)




#3991 ბოილები - ისტორია, მითები და რეალობა

Posted by ნიკა on 18 January 2014 - 13:38

ბოილები

ისტორია, მითები და რეალობა

 

 
ინგლისელი მეთევზეების მიერ ბოილების გამოგონებამ, რომელიც გამოიყენება როგორც სატყუარას, ასევე მისაჩვევი საკვების, ან ნემსკავის "თმიანი აღკაზმულობის“ მონტაჟის სახით, გადაჭარბების გარეშე, რევოლუცია მოახდინა სატროფეო კობრზე თევზაობაში.

ახალმა მეთოდიკამ საშუალება მოგვცა არა მარტო გაგვეზარდა ნათევზავები, არამედ, ბოილების სელექციური მოქმედების წყალობით, მნიშვნელოვნად აგვემაღლებინა დაჭერილი თევზების საშუალო წონა. ამის გარდა, წყალსატევებში, სადაც დაჭერილ თევზს უკან აბრუნებენ, ანუ იცავენ პრინციპს: “დაიჭირე – გაუშვი“, მისაჩვევი ბოილების რეგულარული გამოყენების გამო კობრი დიდ ზომებს აღწევს, რადგან ბოილები მრავალ სასარგებლო ინგრედიენტს შეიცავს, რაც უზრუნველყოფს თევზის შედარებით სწრაფ ზრდას.
და თუ ჯერ კიდევ 30 წლის წინ 15 კგ წონის კობრის დაჭერა შესანიშნავ შედეგად ითვლებოდა, დღეს კობრზე ანკესით თევზაობის აქტივში უკვე რამდენიმე თევზია, რომელთა წონამ 40 კგ-ს გადააჭარბა. მსოფლიო რეკორდი კი ამჟამად 45,2 კგ-ია.
ამავე დროს, თავად „თმიანი აღკაზმულობის“ მონტაჟი უზრუნველყოფს დაჭერის დროს თევზის მინიმალურ დაზიანებას, რადგან ნემსკავი არასდროს არ ხვდება თევზის ლაყუჩებსა და ყელში, და მხოლოდ მის ტუჩს ეჭიდება. კარგი მადის მქონე კობრი ძალიან ხშირად დღეში რამდენჯერმე ხვდება ნემსკავზე.

uzu04.jpg

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ბოილს სხვა უპირატესობებიც აქვს კერძოდ:

  • საშუალებას იძლევა შეიქმნას ხანგრძლივი მოქმედების მისაჩვევი საკვებური ზონა, რომელსაც წვრილი თევზები სწრაფად ვერ ანადგურებენ და, ამის გამო, მისაჩვევი საკვებურის სხვა სახეობებისგან განსხვავებით დიდხანს აყოვნებს კობრს საჭირო ადგილას. მისი შემადგენლობისა და ზომებიდან გამომდინარე, ბოილს შეუძლია მიმზიდველი თვისებები 3 საათიდან რამდენიმე დღემდე შეინარჩუნოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტროფეული თევზის ჭერისას, რომელიც საკმაოდ იშვიათად უახლოვდება მისაჩვევი საკვებურის ზონას თევზაობის პირველ საათებში. ეს უპირატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღე-ღამის ბნელ პერიოდში, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია პერიოდული და ზუსტი დამატებითი კვება მისაჩვევი საკვებურების სხვა ფრაქციების გამოყენებით. ეს პერიოდი კი, ზოგჯერ, დღე-ღამის უმეტეს ნაწილს მოიცავს და კობრიც ზუსტად ამ დროს იჩენს უდიდეს აქტივობას, ყოველ შემთხვევაში – წელიწადის თბილ დროს.
  • ბოილებით დამატებითი დოზირებული კვება თევზჭერის ადგილას, მასში თევზის ყოფნის დროს, საკმაოდ ეფექტური ტაქტიკაა. თევზის დაჭერის შემდეგ „კობრას“ საშუალებით 20-30 დამატებითი ბოილის წყალში ჩაგდება დაამშვიდებს სხვა თევზებს. ვფიქრობ, რომ ეს, დიდ დისტანციებზე დამატებითი კვების ერთადერთი და უალტერნატივო საშუალებაა, რომელიც არ აფრთხობს თევზს.
  • ბოილები, რომლებიც სატყუარად გამოიყენება, უკეთ უძლებს არა მხოლოდ წვრილი თევზების, არამედ კიბორჩხალების შეტევასაც, რომლებიც მათ ასევე საკმაოდ ნოყიერ საკვებად მიიჩნევენ. კიბორჩხალების დიდმა რაოდენობამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნას მეთევზეებს. საქართველოს უამრავ წყალსაცავში გვხვდება კიბორჩხალა რომელიც ეფექტურად ასუფთავებს თევზისთვის განკუთვნილ სატყუარას ნემსკავისაგან.
  • მისაჩვევის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, კონსერვანტების შემცველ და თერმულად დამუშავებულ ბოილებს შენახვის საკმაოდ დიდი ვადა აქვს. დახურულ პაკეტებში, მაცივრის გარეშეც კი, მათი შენახვა შესაძლებელია 2-3 წლის განმავლობაში ისე, რომ პრაქტიკულად არ დაკარგოს თავისი მიმზიდველობა. გაყინული ბოილების შენახვა 1-2 წლის განმავლობაში შეიძლება, ოღონდ უკვე საყინულეში და იმ პირობით, რომ დაცული იქნება შეფუთვის ჰერმეტულობა, რაც დაიცავს ბოილებს გარეშე სუნების აღებისა და ტენის აორთქლებისგან (გამოშრობისგან). ამ მიზნებისთვის ყველაზე უკეთ გამოდგება არა პოლიეთილენის პაკეტები, არამედ პლასტიკური კონტეინერები.
  • ხარისხიანი ინგრედიენტებით დამზადებული ბოილები ადვილად ათვისებადია და მცირედ ანაყრებენ თევზს. ამასთანავე, საჭმლის მონელების პროცესი სულ 30 წუთი გრძელდება იმ ბოილებისთვის, რომლებიც სოიოსა და მანანის ფქვილზეა დამზადებული და არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს. ბოილებით თევზის გაძღომა უფრო რთულია, ვიდრე, მაგალითად, სიმინდით ან ბარდით. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ 10 კგ წონის კობრს სადილად 2 კგ ბოილის ჭამა შეუძლია, რა თქმა უნდა, კარგი მადისა და წყალში დიდი რაოდენობით ჟანგბადის არსებობის პირობებში, რომელიც თევზს აუცილებლად ესაჭიროება საჭმლის მოსანელებლად.

8161p.jpg

„რომელ ბოილზე შევაჩერო არჩევანი?“- ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც კობრზე მეთევზე საკუთარ თავს უსვამს. და თუ გამოცდილი მეთევზეები არჩევანს აკეთებენ წელიწადის დროის, ამინდის, თევზჭერის ვადის, საკუთარი გემოვნებისა და ა.შ. გათვალისწინებით, ბევრი დამწყები მეთევზისთვის არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული ამოცანაა. მრავალი ფირმის მიერ წარმოებულ, უდიდესი ასორტიმენტით წარმოდგენილ ბოილებში გარკვევა არ არის ადვილი არა თუ ახალბედისთვის, არამედ გაწაფული მეთევზისთვისაც კი.

ბევრი დამწყები მეთევზისგან გამიგია, რომ კობრი ბოილზე არ იჭერება და თევზი მას ჯერ უნდა მიეჩვიოს, რაზეც დიდი რაოდენობით მისაჩვევი საკვებური იხარჯება. მთლად ასეც არ არის საქმე. კობრზე ბევრ ისეთ წყალსატევში მითევზავია, სადაც მას ბოილი არ უნახავს. ზოგან პირველსავე დღეს ვახერხებდი თევზის დაჭერას, ზოგან კი ოთხი დღის განმავლობაში არც ერთი არ წამოგებულა ანკესზე. წარუმატებლობის მიზეზი, შესაძლოა, მრავალგვარი იყოს: არასწორად შერჩეული ადგილი, ამინდი, აღჭურვილობის შეუსაბამობა თევზჭერის პირობებთან და ა.შ. ისიც შესაძლებელია, რომ წარუმატებლობა ბოილის გამოყენებით იყოს გამოწვეული, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოილების ხარისხი საეჭვოა. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ სატყუარა და მისაჩვევი საკვებური იმგვარად უნდა შეირჩეს, რომ ეჭვიც კი არ შეგვეპაროს მათ ეფექტურობაში.

მაგრამ აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ძალზედ ხშირად ყოფილა იგივე პოპულარული კოპტონით თევზაობისას 2-3 დღიანი თევზაობა უთევზოდ დასრულებულა, ასე რომ ბოილში არ არის საქმე, საქმე ჩვენს სკეპტიციზმშია, ასევე დიდი შრომისა და წვალების გარეშე ცხოვრების გაიოლებაშია და რა შუაშია აქ ბოილი, თუ ჩვენ ზედმეტი მუშაობა გვეზარება?

ასეთ შემთხვევებში უფრო მარტივია ყურადღების მიპყრობა თევზჭერის სხვა ასპექტებზე და მაშინ უფრო ადვილი იქნება წარუმატებლობის მიზეზის პოვნა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გჯეროდეს სატყუარასი. ეს მნიშვნელოვანია. და იმისათვის, რომ ეს რწმენა გაგვიჩნდეს, ზოგჯერ გარკვეული გზის გავლა გვიხდება, და გზის გავლისას დამარცხებაც შეიძლება ვიწვნიოთ.

დიდი ხნის წინ, მაშინ ერთ ერთი მაღაზიის დახლზე დავინახე ბურთულებიანი ქილა, რომლის შესახებაც მხოლოდ თეორიული ცოდნა მქონდა და გამყიდველს ვკითხე, კარგად იჭერებოდა თუ არა მათზე კობრი? გამყიდველმა სახეზე გაოცება გამოისახა და საიდუმლოდ გამანდო: „წაიღე და დაიჭირე“. მეც ავიღე და სამი თევზაობის განმავლობაში მასზე თევზს პირი არც ერთხელ არ მოუკიდია, თუმცა მანამდე, ამ სათევზე მეურნეობაში, მართალია წვრილი – ასე 1,5 კგ-მდე წონის, მაგრამ ათეულობით კობრი მყავდა დაჭერილი სხვა სატყუარებზე. სიმართლე რომ გითხრათ, ნაყიდი სატყუარა იმთავითვე არ იწვევდა ჩემში დიდ ნდობას, რადგან ძალზედ არაბუნებრივი, სინთეტიური სუნი ჰქონდა. ალბათ ამიტომაც საბოლოოდ არ დავკარგე თევზაობის ახალი მეთოდის რწმენა, და გადავწყვიტე, გამეგრძელებინა ექსპერიმენტები. მოთმინებისთვის ჯილდოც მივიღე - 2 კობრი, თითო 2-3კგ წონისა, რომელიც თვითნაკეთი ბოილების გამოყენებით პირველივე თევზაობაზე დავიჭირე.

8161p.jpg7yvf0.jpg

თუ ჭარბთევზიან წყალსატევებში პირველი სამი თევზაობის დროს თევზი არც ერთხელ არ წამოეგო ანკესს, ეს სრულ საფუძველს გვაძლევს ეჭვი შევიტანოთ გამოყენებული პროდუქტის ხარისხიანობაში. მეორეს მხრივ, ბუნებრივ წყალსატევებში, სადაც თევზის სიმკვრივე მცირეა, კარგი სატყუარითა და მისაჩვევი საკვებურითაც კი შეიძლება მარცხი იწვნიო ზედიზედ რამდენიმე სესიის განმავლობაში, მაგრამ ასეთ შემთხვევებში, ვფიქრობ, ნაადრევია თქვენი ბოილების ცუდი სათევზაო თვისებების შესახებ დასკვნის გამოტანა.
განვიხილოთ ბოილების კლასიფიკაცია, რომელიც, იმედი მაქვს, არა მარტო დამწყებ მეთევზეებს დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. ბოილებს განასხვავებენ:

  • დამუშავების მეთოდების მიხედვით;
  • შემადგენლობის მიხედვით;
  • ზომების მიხედვით;
  • 4ფორმის მიხედვით;
  • ცურვადობით;
  • 6წყალში გახსნის დროის მიხედვით.

ეხლა ეს განსხვავებები უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.
 


 დამუშავების მეთოდები.

uh9pj.jpg

 

გაყინული
ამ კატეგორიის ბოილებს თერმულად არ ამუშავებენ, უბრალოდ ყინავენ. მასში არ არის კონსერვანტები, რომლებიც, თუმცა არ აქვეითებენ თევზჭერისთვის ბოილის გამოყენების ხარისხს, ამგვარი ბოილის მთავარი ღირსებაა ის, რომ წყალში მოხვედრისთანავე სწრაფად იწყებს ატრაქტანტების გამოყოფას. მეორეს მხრივ, მას უფრო ადვილად ანადგურებს წვრილი თევზი და კიბორჩხალა. „კობრის“ საშუალებით და ამ სახის ბოილის გამოყენებით რთულია თევზის მისაჩვევი კვების განხორციელება. ასეთ ბოილებს ‘მხოლოდ ერთი თევზაობის განმავლობაში თუ გამოვიყენებთ. ისინი გაყინვის შემდეგ დიდხანს ვერ ძლებს და მარტო ის კი არ არის მთავარი, რომ რბილდება, არამედ ის, რომ მათ შემადგენლობაში შემავალი კვერცხი ფუჭდება, რაც შემდგომში მათ გაფუჭებას იწვევს. პირველი სერიული ბოილები, რომლებიც 30 წლის წინ გამოუშვა ინგლისურმა ფირმა „რიჩვორტმა“, სწორედ გაყინული ბოილები იყო. წელს მაქვს გეგმაში რომ დავამზადო ასეთი ბოილები პირდაპირ სენსასის საკვების ბაზაზე, ანუ ეგრევე ამ სმესში 7-8 კვერცხი, წყალი და ამ მასის ცომად ქცევის შემდეგ, მაცივრის საყინულეში მისი გაყინვა, ვნახოთ რა შედეგები იქნება, უნდა იმუშაოს უეჭველი

5ci0i.jpg


თერმულად დამუშავებულები
გამოჩენიდან მალევე ძალიან აქტუალური გახდა ბოილების ხანგრძლივად შენახვის საკითხი და იმავე ფირმამ შემოგვთავაზა ახალი პროდუქტი სახელწოდებით Shelf Life (სიტყვასიტყვით „თაროს ბოილებს“ ნიშნავს), რომლის შენახვის ვადა რამდენიმე წლამდე იყო გაზრდილი. ეს იყო მოხარშული ბოილები, რომლებსაც შედარებით მყარი გარსი ჰქონდა და ამიტომ დაცული იყო წვრილი თევზისა და კიბორჩხალისგან. მაგრამ იგივე მყარი გარსი, ნაწილობრივ ხელს უშლის ატრაქტანტების წყალში გახსნას თევზაობის პირველი 2-3 საათის განმავლობაში, ანუ სანამ ბოილი არ შეიწოვს გარკვეული რაოდენობის წყალს. ეს არ არის ძალიან კრიტიკული. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, წყალში სხნადობის გაძლიერება უბრალოდ ბოილის ზედაპირის დასერვით ან მისი წინასწარი დამუშავებით თხევად აქტივატორში, თუმცა ასეთი ბოილების შემთხვევაში შედეგი გაცილებით გვიან მიიღწევა ვიდრე გაყინული ბოილების შემთხვევაში.

ბოილის ხანგრძლივი დუღილი უარყოფითად მოქმედებს მის ხარისხზე. პირველ რიგში, ინგრედიენტების ნაწილი, მაგალითად ამინომჟავები, კარგავს თავის თვისებებს, ხოლო ცხოველური ცილები იშლება. მეორე რიგში, მათი ნაწილი წყალში ხვდება. ამის თავიდან ასაცილებლად მსხვილ მწარმოებელთა უმრავლესობამ დუღილის პროცესი მაღალი წნევის ქვეშ ორთქლით დამუშავების პროცესით შეცვალა. ეს საკმაოდ რთული ტექნოლოგიაა და სახლის პირობებში პრაქტიკულად განუხორციელებელი. ასეთ შემთხვევაში ბოილების დამზადებისას აუცილებელია ბოილის ზომისა და მისი შემადგენლობის გათვალისწინებით მოხდეს დუღილის დროის მინიმიზირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ხარიასხიანი ბოილების დამზადებისას.

ქვემოთ მოვიყვან ზოგიერთ რეკომენდაციას:
ამ დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ რაც ნაკლებია დუღილის დრო, მით უფრო თხელი იქნება გარე ზედაპირის მყარი ფენა და მით უფრო რბილი გამოვა ბოილი. მისთვის მეტი სიმყარის მისანიჭებლად, რაც აუცილებელია „კობრის“ საშუალებით მისაჩვევი კვებისთვის ან დინებაში თევზაობისთვის, შეიძლება ძირითად ნარევში დამატებითი ინგრედიენტების, მაგალითად კვერცხის ალბუმინის – 5-10% ან მანანის ფქვილის – 10-20% შეტანა. რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ დუღილის დრო და შევინარჩუნოთ შემადგენლობის ხარისხი. ცივ წყალში სათევზაოდ გამოსაყენებელი ბოილების დამზადებისას სასურველია დუღილის დროის 20-30%-ით შემცირება.

თევზის ფქვილის ბოილები

დიამეტრი 14 მმ - 30 წმ-მდე

დიამეტრი 18 მმ - 60 წმ-მდე

დიამეტრი 22 მმ - 80 წმ-მდე


50/50 ნაზავის ბოილები

დიამეტრი 14 მმ - 80 წმ-მდე

დიამეტრი 18 მმ - 150 წმ-მდე

დიამეტრი 22 მმ - 240 წმ-მდე


ბოილების შემადგენლობა

ბოილების დასამზადებლად ძირითად ინგრედიენტებად იყენებენ სოიოს, მანანის ან სიმინდის ფქვილს, თევზის ფქვილს და ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ ფხვნილს, ფრინველის საკვებს (დაფქვილს). გარდა ამისა, ბოილების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მრავალი სხვა დამატებითი ინგრედიენტი: არომატიზატორები, დამატკბობლები, ატრაქტანტები და ა.შ. მათი გამოყენების რეკომენდაციები ცალკე სტატიის თემაა და მოგვიანებით მივუბრუნდებით. ახლა კი შევჩერდეთ ბოილების ოთხ ძირითად სახეობაზე.

– 1. მანანის (50%) და სოიოს (50%) ფქვილზე დამზადებული ბოილი.
მათ შემადგენლობაში შედის ნახშირწყლები, მცენარეული ცილა და ცხოველური ცილის გარკვეული რაოდენობა (კვერცხიდან). ამ საბაზისო ნარევთან კომბინაციაში, უმეტესწილად, გამოიყენება მძაფრი სუნის მქონე ხილის არომატიზატორები, რომლებზეც კობრი სწრაფად რეაგირებს. ასეთი ბოილები სწრაფადმოქმედ მაღალატრაქტიულ სატყუარებს განეკუთვნება. მათი მაქსიმალური ეფექტურობა მჟღავნდება მოკლევადიანი თევზაობის დროს, დაახლოებით 1-3 დღე-ღამის განმავლობაში, მათ შორის იმ წყალსატევებშიც, სადაც თევზი არ არის ბოილს მიჩვეული. მათ გადამუშავებას თევზი დაახლოებით 40 წუთს უნდება და პრაქტიკულად ვერ ნაყრდება, ამიტომაც თევზის დანაყრების საშიშროებაც პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი.

მეორეს მხრივ, კობრი კვების პროცესში დიდი რაოდენობით ენერგიას ხარჯავს და მას სრულად ვერ აღიდგენს დაბალი კვებითი ფასეულობის მქონე ბოილების მიღებით. ამიტომ დამატებით მისაჩვევ საკვებად ბოილების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში თევზი მათზე სულ უფრო ნაკლებად რეაგირებს, რადგან გრძნობს, რომ გარკვეულწილად ატყუებენ. ადამიანისგან განსხვავებით, კობრი არ მოიხმარს აქტიურად იმას, რასაც მცირე სარგებლობა მოაქვს. რა თქმა უნდა, ლაპარაკია არა ათეულობით ბოილზე, არამედ ყოველი თევზის მიერ მიღებულ კილოგრამობით ბოილებზე, ეს კი არც თუ ჩქარი პროცესია. იმავე საბაზისო ნაზავში არომატიზატორის შეცვლა საშუალებას მოგვცემს პირვანდელ ეფექტურობას დავუბრუნდეთ. კვებითი ღირებულების გასაზრდელად შეიძლება საბაზისო ნაზავში სიმინდის ფქვილის დამატება, რომელშიც მეტი რაოდენობითაა მცენარეული და რძის ცილები.

მანანისა და სოიოს ფქვილის ბაზაზე დამზადებული ბოილი, მკვრივი სტრუქტურის გამო წყალში სწრაფად არ იშლება და 2-3 დღე-ღამე ინარჩუნებს მიმზიდველობას. მაღალატრაქტიულ სატყუარებს სწრაფი მოქმედების გარდა კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ეს ცივ წყალში, თევზის დაბალი აქტივობის პირობებში კობრის ჭერის ყველაზე ეფექტური ვარიანტია. (საუბარია ძირითადად ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე პერიოდში, როდესაც წყლის ტემპერატურა შედარებით დაბალია)

დასკვნა: მოკლევადიანი თევზაობისთვის, უცნობი წყალსატევების ასათვისებლად, წელიწადის ცივ დროს თევზჭერისთვის საუკეთესო ვარიანტია ხილის არომატის ბოილების გამოყენება, რომელიც დაბალი კვებითი ფასეულობის მქონე ნაზავისგან (50/50) არის დამზადებული.

– 2. თევზის ფქვილზე დამზადებული ბოილი

ისინი შემადგენლობით ყველაზე ახლოსაა თევზის ბუნებრივ საკვებთან. ცხოველური ცილები, რომელიც თევზის ფქვილის შემადგენლობაშია (60%-მდე) აუცილებელია კობრის ზრდისთვის. თევზის ორგანიზმი, რძის ცილებისგან განსხვავებით, მათ ადვილად ითვისებს განსაზღვრულ პროპორციამდე. საბაზისო ნარევში ცილების დოზირების გადაჭარბებამ, შესაძლოა, საჭმლის მონელების პროცესის გაუარესება გამოიწვიოს. ცილების გარდა შემადგენლობაში არის ცხიმები (15%-მდე), რაც აუცილებელია ენერგიის მარაგის შესავსებად. თევზის ფქვილზე დამზადებული ბოილი ისე სწრაფად არ მოქმედებს, როგორც მაღალატრაქტიული.

იმისთვის, რომ მასზე კობრის ჭერა აქტიური გახდეს, საჭიროა წინასწარ მისაჩვევ საკვებურადაც ამ ბოილების გამოყენება. ანუ თევზი მათ გარკვეულწილად უნდა მივაჩვიოთ.

პერიოდი, რომლის შემდგომაც თევზი აქტიურად იწყებს თევზის ფქვილის ბოილებით კვებას, პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, საერთოდ ჰქონდა თუ არა ასეთი ბოილები გასინჯული. ანუ თუ წყალსატევში თევზს უკვე კვებავდნენ საკმაო რაოდენობის თევზის ფქვილის, და თუნდაც სხვა არომატიზატორების შემცველი, ბოილებით, კობრს უფრო სწრაფი რეაქცია ექნება თქვენს დამატებით კვებაზე. როგორც წესი, ასეთ ბოილებში გამოყენებულ არომატიზატორებს არც თუ სასიამოვნო, ცხოველური სუნი აქვთ.
დაბალი კვებითი ღირებულების მქონე მაღალატრაქტიული სატყუარებისგან განსხვავებით, ცხოველური ცილების შემცველი ბოილების ეფექტურობა, დროთა განმავლობაში, მხოლოდ იზრდება. რაც უფრო მეტ ასეთ დამატებით საკვებს მიიღებს კობრი, მით უფრო სწრაფად დაიწყებს მის ბუნებრივ საკვებად აღქმას, რადგან ასეთი ბოილების შემადგენლობაში ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტი შედის. და ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ, თუ ერთი და იგივე წყალსატევში თევზაობთ. თევზის ფქვილის ბოილის კიდევ ერთი დადებითი მხარეა ის, რომ მას ფხვიერი სტრუქტურა აქვს, რისი წყალობითაც ატრაქტანტები წყალში აქტიურად გამოიყოფა. მაგრამ ბოილი წყლით სწრაფად იჟღინთება და თუ კობრი არ არის, წვრილი თევზები ანადგურებენ.

ერთხელ მოვახერხე ექსპერიმენტის ჩატარება წყალსატევში, რომლის ნაპირთანაც 20-30 გრამიანი ლიფსიტები ცურავდნენ. გამოვიყენე ულტრა-პლექსის 20 მმ-იანი ბოილები, რომლებიც მანამდე 7-8 საათი მქონდა წყალში. ლიფსიტებმა მათ 40 წუთში გაავლეს მუსრი. ჩემთვის ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი პატარა კობრები შეძლებდნენ 20 მმ დიამეტრის ბურთულებთან გამკლავებას. ამის მერე დავასკვენი, რომ არც ისე ადვილია ფხვიერი სტრუქტურის მქონე ბოილებით თევზის ჭარბად გამოკვება.

ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებების გარდა, თევზის ფქვილის ბოილებს ნაკლოვანებებიც აქვს. მათი გამოყენება დაბალეფექტურია ცივ წყალში თევზჭერის დროს. ასეთ პირობებში მათი გამოყენება საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. (ანუ საუბარია ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე როცა წყლის ტემპერატურა დაბალია)

ფხვიერი სტრუქტურა უარყოფითი ფაქტორია დინებაში ან ისეთ წყალსატევებში თევზაობისას, სადაც ბევრი კობრია, ამიტომ ასეთი ბოილების შემადგენლობაში საჭიროა დამატებითი ინგრედიენტების შეტანა. საბაზისო ნარევში შემკვრელის დამატება ფრინველის დაფქვილი საკვების ან რძის ცილის სახით არა მარტო გააადვილებს დამზადების პროცესს და გაამყარებს სატყუარას, არამედ ხარისხობრივადაც გააუმჯობესებს მის შემადგენლობას.

დასკვნა: თევზის ფქვილზე დამზადებული ბოილების გამოყენება ოპტიმალურ არჩევანს წარმოადგენს ისეთ წყალსატევებში თევზჭერისას, სადაც შესაძლებელია თევზის წინასწარი მისაჩვევი კვება, ან წელიწადის თბილ პერიოდში ხანგრძლივი ვადით თევზაობის დროს. კობრი ეჩვევა ასეთ საკვებურს და გამოიყენებს მას უსასრულოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.


გაგრძელება იქნება


 
სტატია შედგენილია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოცდილებასა და მასალებზე დაყრდნობით.
სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!
ავტორი: ნიკა ჩლაიძე




#3966 სრულყოფილი ხაფანგი - ლეონ ჰუგენდიკი

Posted by ნიკა on 30 December 2013 - 22:16

       დღეს ტროფეულ კობრზე თმიანი მონტაჟით თევზაობაზე უამრავი მოსაზრებამითილეგენდათუ რეალური ისტორია არსებობსამ სფეროში  გამოცდილება მეტ ნაკლებად საქართველოშიც დაგროვდამაგრამმაინც ფართო საზოგადოებისთვის კარპ ფიშინგი გარკვეულწილად იდუმალებით მოცულ მიმდინარეობად რჩება.

  არის ამ მიდგომაში რაღაც მისტიურიც - ხუმრობა ხომ არ არის 10-  15 20 კგ იან მონსტრებზე თევზაობა?  ბოილიც მეტ ნაკლებად უცხო სატყუარაა     ჩვენი რეალობისთვის - ესეც ფაქტიაამიტომ გადავწყვიტე უფრომეტი სიცხადე შემეტანა ჩვენი მიმართულების  იდეურ მხარდამჭერ მეთევზეებშიბევრი არ მიფიქრიაყველასათვის ცნობილ ფრანგ მეკობრეს - ლეონ ჰუგენდიკს მივადექი.რატომ მაინც და მაინც ლეონიკარგი კითხვაა , ალბათ იმიტომრომ პირველად მისი სტატიები წავიკითხეროდესაც კარპ ფიშინგით სერიოზულად დავინტერესდიდღემდე მისი გავლენის ქვეშ ვარ არა მარტომეარამედ მსოფლიო კარპ ფიშერების საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიმიუხედავად იმისარომ საკმაო გამოცდილება დაგროვდა ჩვენთანაცმაინც საინტერესოა ლეონის ხედვებიმისი რეკომენდაციები დამიგნებებიის ნამდვილი ლეგენდააინტელექტუალი კარპ ფიშერიაამიტომ მისი მოსაზრებები და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზელეონის ავტორიტეტულობიდან გამომდინარეარ ბადებს ბევრ კითხვის ნიშნებს.სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით გადავწყვიტე მეთარგმნა მისი ცნობილი სტატიების კრებული ,,სრულყოფილი ხაფანგი". ეს კრებული კარპ ფიშერების ნამდვილი ბიბლიაარომლის წაკითხვის შემდეგყოველთვის ახალს აღმოაჩენს დაკვირვებული და მოაზროვნე კარპფიშერისტატია მოცულობით საკმაოდ დიდიაამიტომ მას რამოდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ

        

     

 

                                ,,სრულყოფილი ხაფანგი - ნაწილი პირველი"

 

3iyey.jpg

 

უკვე ოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოილისა და თმიანი მონტაჟის გამოჩენამ, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას. რომ სრული გადატრიალება გამოიწვია სატროფეო კობრზე თევზაობის სფეროში.

           მთელი ამ დროის განმავლობაში, განუწყვეტლივ ხდებოდა თევზაობის ამ მიმართულების სრულყოფა ყველა ასპექტის მიხედვით, იგი იძენდა ახალ პრაქტიკოს-თაყვანისმცემლებს, რომელთა რიგებშიც ყოველთვის იყო ბევრი მოაზროვნე, რომლებიც ეძებენ (ზოგჯერ უშედეგოდ) სათევზაო მონტაჟის იმ დელიკატურ დეტალს, რომელიც უზრუნველყოფს რაიმე მისთვის დამახასიათებელ სასარგებლო განსხვავებას უკვე არსებულებთან შედარებით. უდავოა, რომ ყველაზე მეტად თვალსაჩინოა პროგრესი სატყუარების სფეროში. მათთან დაკავშირებით ყველაფერი უკვე მრავალჯერ არის ნათქვამი, ყველა გზა გავლილია (ყველაზე ლოგიკურიდან ყველაზე აბსურდულამდე), ხოლო საბოლოო ჯამში კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ წარმატებას განაპირობებს მხოლოდ  ,,კარგი ალღო/შეგრძნებები”, რომ მარტივი და ამავდროულად ეფექტური სატყუარა ყოველ სათევზაო სიტუაციაში შეიძლება შეიქმნას სულ რამოდენიმე საბაზისო პრინციპის დაცვის საშუალებით. რაღაც ამის მსგავსი ხდება მონტაჟების საკითხშიც: რაც უფრო მეტად ვართულებთ მათ, მით უფრო მეტად ვცილდებით მთავარ მიზანს.

           მეთევზეებს ყოველთვის სჯერათ სასწაულების და აძლევენ გასაქანს საკუთარ  ფანტაზიას. კობრზე მეთევზეები ამ საკითხში ყველაზე უარესები არიან! ბევრი მათგანი განეკუთვნება მათ რიცხვს, ვინც ყოველგვარი სერიოზული არგუმენტაციის გარეშე ქმნის ახალ მონტაჟებსა და სატყუარებს, რომლებსაც გააჩნიათ მხოლოდ სპეკულაციური ღირსებები, ხოლო შემდეგ კი იგონებენ თეორიებს, რათა გაამართლონ მათი გამოგონების გამოყენების რაციონალურობა. იმ შემთხვევაში, თუ კი საბედნიეროდ მათი ახალი “ხერხებიდან” ერთ-ერთი კარგად მუშაობს (თუმცა გაურკვეველია რატომ), მსგავსი გამომგონებლები სასწრაფოდ ავრცელებენ თავიანთ თეორიას, როგორც ზუსტ მეცნიერებას. ეს საუკეთესო პირობაა იმისათვის, რომ ერთ ადგილზე გაჩერდე და საკუთარ თავს წაართვა უამრავი ტროფეის/ალაფის მიღების საშუალება! მაგრამ არაუშავს, საუკეთესოს ძიებაში ზოგჯერ იკარგება კარგი. თუმცა, საბოლოო ჯამში, შესაძლებელია, რომ თვითონვე ამოყო თავი შენს მიერვე კობრებისათვის წინასწარ მომზადებულ ხაფანგში! 

          კობრზე თევზჭერაში წინსვლის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: თავდაპირველად უნდა შეეცადო, რომ გაიგო სინამდვილეში რა ხდება წყალში, ხოლო უკვე შემდეგ რაც შეიძლება საუკეთესოდ, ოპტიმალურად მოერგო კონკრეტულ სათევზაო სიტუაციას, ყველა მოქმედება შეასრულო სწორი თანმიმდევრობით და არასოდეს გამოტოვო აუცილებელი ეტაპები. თუ კი წლების განმავლობაში ზოგიერთმა კობრზე მეთევზემ შეძლო საერთო მასიდან გამოყოფა, მრავალრიცხოვან წყალსატევებზე სისტემატიურად კარგი შედეგების (“საშუალოზე მაღალი”) ჩვენების საშუალებით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მიხვდენ – საჭიროა ყოველთვის შეინარჩუნო რაციონალურობა. მეთევზეობის დარგის ყველა ნამდვილი გენიოსი დაჯილდოვებულია ანალიტიკური აზროვნების უნარით. მათ მიდგომას აქვს მეცნირული ხასიათი იმ გაგებით, რომ ისინი, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზისა და მათი გადაჭრის მარტივი და ეფექტური გზების მოძიებით ცდილობენ თევზაობის დემისტიფიცირებას.

        სხვა მეთევზეებთან რეგულარული სტუმრობისა და მათ მოქმედებებზე ახლო დაკვირვევების შედეგად, შემექმნა წარმოდგენა იმაზე, თუ რა აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად. უმეტესობა მათგანი ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავიანთ სატყუარას და, ან სრულიად უარყოფს მონტაჟის მნიშვნელობას, ან უსასრულოდ ართულებს მას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მის არაეფექტურობას! ერთი ან რამოდენიმე კობრის დაჭერა არ განსაზღვრავს იმ ფაქტს, რომ გამოყენებული მეთოდი და ტექნიკური საშუალებები მოცემულ მომენტში არის ყველაზე მართებული. შედეგის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საკუთარ თავს ყოველთვის და ყოველგვარი ეჭვების გარეშე დაუსვა სასარგებლო კითხვები, მაშინაც კი, როდესაც კობრი უკვე ხაფანგშია. მაგრამ გაუმჯობესება სულაც არ ნიშნავს გართულებას – პირიქით! ყველა ჭეშმარიტად კარგი კობრზე მეთევზე, რომლებსაც მე მაქვს პატივი ვიცნობდე, იყენებენ ერთ საერთო მიდგომას: ისინი თევზაობენ ძალიან მარტივი, მაგრამ სათანადო დონეზე შესრულებული მონტაჟებით. მონტაჟებით რომელიც  მომზადებულია სრულყოფილი შეუმჩნევლობისა და თევზის ნემსკავზე წამოგების მექანიკი თვისებების თვალსაზრისით.

        უდავოა, რომ კარგი სატყუარა – მთავარი კოზირია. კარგი სატყუარები დღეს უკვე ადვილად ხელმისაწვდომია ყველასათვის. მაღაზიებში შესაძლებელია არაჩველებრივი ბოილების შეძენა, ხოლო მათთვის, ვინც თვითონ ამზადებს თავის უნიკალურ და განუმეორებელ “ბურთულებს” და შეუძლია შესაბამისი არჩევანის გაკეთება, ყველგან არის გამოქვეყნებული ძალზე სასარგებლო რეცეპტები.

q4y8b.jpg

სათევზაოდ კარგი ადგილის/კუთხის მოძებნა სინამდვილეში არც ისე რთულია. მას შემდეგ რაც ასეთი ადგილი ნაპოვნია, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სწორად გამოიყენო სატყუარები კარგ მონტაჟებთან შესაბამისობაში, თანაც მონტაჟების შერჩევა ასრულებს უფრო მნიშვნელოვან როლს წარმატებულ თევზაობაში, ვიდრე ბევრ ჩვენგანს შეუძლია წარმოიდგინოს. ზუსტად მოცემული პრობლემატიკა დეტალურად განიხილება მოცემულ წიგნში, რომელიც, იმედი მაქვს მოგცემთ წარმატებისათვის საჭირო გასაღებს!

 

        მონტაჟების მნიშვნელობა კობრზე თევზაობის დროს

        კობრის თანამედროვე  მონტაჟები (montages de fuite), რომლებსაც იყენებენ კობრზე მეთევზეები, საღი აზრის გათვალისწინებით მოქმედებს ე.წ. “თვითწამოგების პრინციპის” საფუძველზე, რომელიც გულისხმობს, რომ როდესაც კობრი ისრუტავს ჩვენს სატყუარას, იგი თვითონ ეცმევა ნემსკავზე და შემდეგ გარბის. ეს გვევლინება როგორც სტარტი (depart), რომელიც ჩვენ “გვაღვიძებს” და გვკარნახობს, რომ ანკესის ამოზნექვის დროა. ეს გენიალურია – აღჭურვილობა თვითონ იჭერს თევზს! დიახ, მაგრამ პრაქტიკაში ყველაფერი ასე არ ხდება!

         სინამდვილეში ჩვენი მონტაჟები ყოველთვის ეფექტური არ არის, ხოლო უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ის საკმაოდ არაეფექტურია. მოცემული პრობლემის უკეთ გასაგებად, საჭიროა განისაზღვროს ჩვენი მონტაჟების ნადავლიანობის რეალური დონე და ასევე, გავერკვეთ იმ მიზეზებში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი სწორი ფუნქციონირების დარღვევა. თუ კობრის მიერ მონტაჟის სადავის აღებისას, ჩვენ  ვღებულობთ სტარტს, მაშინ ჩვენი აღჭურვილობის ნადავლიანობის დონე შეადგენს 100 %-ს. პრაქტიკაში ასეთი რამ არ ხდება და არც არასოდეს არ მოხდება. საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიმედოვნოთ რომ მივაღწევთ 50 %-იან ნადავლიანობას, (ე.ი. ჩვენი აღჭურვილობა კარგად მუშაობს ორიდან ერთ შემთხვევაში), მაგრამ სინამდვილეში მოცემული მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 10-დან 30 %-მდე. ხოლო ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევებში იგი კიდევ უფრო მცირეა. ბევრ პარამეტრს შეუძლია დაარღვიოს მონტაჟის სწორი ფუნქციონირება:

  1. სადავის ან სატყუარის პრეზენტაციის დროს მონტაჟის არასაკმარისი დისკრეტულობა (შეუმჩნევლობა). ამ დროს კობრი ან ვიზუალურად, ან სხეულით შეხებისას ამჩნევს რაღაცას, რაც მას აიძულებს, რომ იყოს ფრთხილი და იგი გვერდს უვლის თვითონ მონტაჟს, ან საერთოდ მის გარშემო მთელ ტერიტორიას. გაითვალისწინეთ, რომ შედარებით გამჭვირვალე წყალში, კობრი მშვენივრად ხედავს და აგრეთვე კარგად აქვს განვითარებული შეხების შეგრძნება. წყალსატევებზე, რომლებიც განიცდიან ყველაზე მეტ სათევზაო პრესინგს, კობრები სულ უფრო და უფრო ფრთხილები ხდებიან, თუმცა ხელშეუხებელ წყლებშიც ისინი ასევე ძალიან ფრთხილები არიან, ცალკეული თევზები – კი განსაკუთრებულად.
  2. მონტაჟის ფუნქციონირების დარღვევა მექანიკური ფაქტორების ხარჯზე. სადავის პრობლემური პრეზენტაცია, არეულობა ან შეცდომა მონტაჟის კომპოზიციაში არ აძლევს მას სწორად მუშაობის საშუალებას. არსებობს მონტაჟის ცუდი ფუნქციონირების მუშაობის ათასზე მეტი მიზეზი.
  3. მონტაჟი არ შეესაბამება კობრის კვების ფორმას. კობრის პირი წარმოადგენს რთულ და განსაკუთრებულად მგრძნობიარე ორგანოს, რომელიც საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით “შეიგრძნოს” და გაანალიზოს რასაც ისრუტავს. კობრის პირის ღრუთი შესრულებულ უამრავ ფუნქცას შორის არის ერთი, რომელიც ძალიან ხშირად იწვევს ჩვენი მონტაჟის მარცხს: ის აკეთებს არჩევანს საკვებად ვარგისსა და უვარგისს შორის! საკვებად უვარგისს ის მაშინვე აფურთხებს უკან. თუ კობრი უძრავ მდგომარეობაში ყლაპავს ჩვენს სატყუარას და შემდეგ აღმოაჩენს სადავეს ან ნემსკავს, ის რეფლექსურად, ყოველგვარი წამოგების რისკის გარეშე, უმალვე უკან აფურთხებს ყველაფერს.

            ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ზემოთხსნებული პრობლემა გადაჭრილია რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ნადავლიანობა 10-დან 50%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ნადავლის რაოდენობა 5-ჯერ მოიმატებს ან, რომ თევზის იმავე რაოდენობის დასაჭერად ჩვენ დაგვჭირდება 5-ჯერ ნაკლები დრო!!! ახლა თქვენ ნათლად ხედავთ, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს თევზაობის ჩვენს სფეროში გამოყენებული მონტაჟები!

           მე ჯერ-ჯერობით გამარტივებული სახით წარმოვაჩენ პრობლემას. რაც არ უნდა იყოს, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ნადავლიანობას, აუცილებელია მონტჟის თითოეული დეტალისა და მისი  გამოყენების საშუალებების შესწავლა და ოპტიმიზაცია წყალსატევებისა და სხვა პირობების გათვალისწინებით, რომლებშიც ჩვენ გვიწევს მისი გამოყენება. სრულყოფილი ხაფანგი – ეს არის არა მხოლოდ თავისთავად იდეალური მონტაჟი: ასეთი ხაფანგი გულისხმობს ძალიან დელიკატურ, მაგრამ პირველხარისხოვანი ურთიერთკავშირის არსებობას უშუალოდ მონტაჟს, სატყუარასა და დასაკვებს შორის, რომელიც განსაზღვრავს კობრის კვებით ქცევას. ჩვენთვის აუცილებელია სრული სურათის შექმნა, ყველა ელემენტის ჩათვლით, რომელთაგანაც შედგება კონკრეული თევზაობა, რათა საუკეთესოდ გავიგოთ და ვაკონტროლოთ პროცესი, იმ ფაქტორების ერთობლიობის რეგულირების გზით, რომლებიც ჩვენ გვექვემდებარება.

 

             სხვადასხვა მცდარი წარმოდგენების უარყოფა

            მოცემულ წიგნში ჩვენ არ დავიწყებთ დიდი რაოდენობით ფრაგმენტებისაგან შემდგარი ერთგვარი თავსატეხი ფაზლის სურათის აწყობასა და გართულებას. ბევრმა თქვენგანმა უკვე ასე თუ ისე ააწყვეთ მსგავსი “თავსატეხი”, თუმცა უნებურად ცალკეული ფრაგმენტები არასწორ ადგილზე მოათავსეთ. მაშასადამე, ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ მოცემული კონსტრუქციის შეცდომების გასწორება – კონსტრუქციისა, რომელიც დაფუძნებულია მცდარ წარმოდგენებზე და შეიძლება შემდგომში შეგვიშალოს ხელი ამ წიგნის შინაარსის გაგებასა და კობრზე თევზაობის პროცესის სრულყოფაში.

bncec.jpg

სურათზე მოცემულია კონსტრუქციისა და შენიღბვის თვალსაზრისით წარუმატებელი აღჭურვილობის მაგალითი. პატარა თერმო მილაკი თმაზე და ნემსკავზე გროტესკულია – და ამ შემთხვევაში მილაკი არ ასრულებს თავის ფუნქციას. სატყუარად ამ ტიპის წნულის გამოყენება იქნება ზედმეტად შესამჩნევი თევზისთვის, გარდა ამისა, აღჭურვილობის ფსკერზე ჩაშვების შემდეგ, იგი წარმოქმნის უსიამოვნო მოცურავე მარყუჟისებურ რკალს. სიმძიმე პირდაპირ დაფიქსირებულია კლიფსის ყურში, რის გამოც მას არ გააჩნია სათანადო მობილურობა და შეიძლება არასწორად მოთავსდეს ფსკერის დონეებზე

4fdgm.jpg

ზემოთ მოცემულ სურათზე კი თევზის დაშინების მიზეზი შეიძლება გახდეს ზედმეტად შესამჩნევი სიმძიმე და ლედკორი. (ლედკორი გახლავთ სპეციალური მძიმე ძუა, რომელიც გამოიყენება მონტაჟებში)

uszla.jpg

ა) მსგავსი მოკლე თმის შემთხვევაში საკმარისია ნემსკავის გარშემო მისი ერთი ბრუნიც კი, რათა შემცირდეს მონტაჟის ეფექტურობა.

ბ) მეორე პრობლემა: თმამ გააკეთა ერთი ბრუნი სადავის გარშემო და ბოილი დაფიქსირდა ნემსკავის ყუნწთან. ასეთი სახით მონტაჟი საერთოდ არ დაიჭერს თევზს

 

1 – კობრის მონტაჟები ,,თვითწამოგებადია”. - მცდარი წარმოდგენაა!

   უპირველეს ყოვლისა, კობრისათვის არ არსებობს არანაირი რისკი, რომ წამოეგოს სატყუარაზე, მანამ, სანამ სატყუარა სიმძიმემდე არ დაიჭიმება. შემდგომში კი, სიმძიმის ინერციული ძალა და კოჭას მბრუნავი მექანიზმის, ან მისი დასუსტებული მუხრუჭების წინააღმდეგობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნემსკავის ისარი საიმედოდ შეერჭოს  კობრის პირის ღრუს ქსოვილებში. ეს უფრო სამართლიანია დიდი ზომის ნემსკავებისთვის, რომლებსაც აქვთ ფოლადის ყუნწის გაზრდილი დიამეტრი და შესაბამისად, უფრო სქელი ისარი. უეცარი სტარტის დროს ნემსკავის ისარი ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ერჭობა 1-2 მმ სიღრმეში. ხოლო ნემსკავის საიმედო ჩამაგრებისათვის საჭიროა არა უხეში, არამედ მშვიდი, “დოზირებული” ანკესის ამოკვრა, რომელიც არ გამოიწვევს კობრის პირის ღრუს ქსოვილების გაგლეჯვას და საბოლოოდ თევზის დაკარგვას. Aბევრია ისეთი შემთხვევებიც როდესაც ვხედავ, თუ რა დონემდე ეშინია ზოგიერთ კობრზე მეთევზეს თავისი ანკესის ენერგიულად ამოკვრის, ასეთ შემთხვევებში არც კი მიკვირს მსგავსი დელიკატურობის გამო ნადავლის გაშვების შემთხვევების არსებობა. Aაი ეს ე.წ. ,,დოზირებული” და მშვიდი ენერგიული ანკესის ამოკვრა კი გამოცდილებიდან მოდის
 
2. პატარა ზომის სიმძიმე უფრო შეუმჩნეველია – მცდარი წარმოდგენაა!
   ძალიან ხშირად კობრი ვიზუალურად არჩევს, იდენტური ფორმისა და ფერის მქონე როგორც 60გრ. ასევე 200გრ. სიმძიმეს. Aამიტომ პატარა წონის სიმძიმეების გამოყენებას იმ მოსაზრებით, რომ კობრი მათ ნაკლებად დაინახავს ნაკლებად შედეგიანია. მეორე მხრივ,  ტბის ფსკერების განსაზღვრულ ტიპებზე, სიმძიმე მათი წონის მიუხედავად უფრო ღრმად ეფლობა ფსკერის ფენებში და შედეგად უფრო შეუმჩნეველია!
 
3. მძიმე სიმძიმეები ზრდიან ნადავლის გაშვების რისკს – მცდარი წარმოდგენაა!
   ნემსკავი, რომლის ისარიც საიმედოდ და სწორ ადგილზე არის შესული კობრის პირის ღრუს ქსოვილებში, ამოქაჩვის დროს ლოგიკურად ვერანაირად ვერ მოძვრება. ნემსკავიდან ნადავლის გაქცევის/ჩამოვარდნის შედეგს ყოველთვის წარმოადგენს მონტაჟის არასწორი ფუნქციონირება. სიმძიმის  წონა არასდროს არ ხდება ამის მიზეზი!!! შესაბამისად, მჩატე, მსუბუქი სიმძიმით თევზჭერა არ აგვარებს ნადავლის გაქცევის პრობლემას, რადგან ნემსკავზე ცუდად წამოცმული კობრი ადრე თუ გვიან მაინც გაიქცევა და დაიძვრენს თავს. პირიქით, მძიმე სიმძიმეს გააჩნია უამრავი უპირატესობა, რომლებსაც ჩვენ მოგვიანებით განვიხილავთ.
 
4. ძალზე მოკლე თმა (ბოილი რა თმაზეც მაგრდება, აქ ძირითად სადავეზე არ არის საუბარი) დაგვეხმარება კობრის უფრო სწრაფად დაჭერაში. – მცდარი წარმოდგენაა!
   ნემსკავი შედარებით გრძელი სადავითაც ჩვეულებრივ საკმაოდ ღრმად იჭრება კობრის პირის ღრუში, როდესაც იგი იღებს სატყუარას შეწოვის გზით. მეორეს მხრივ, ზედმეტად მოკლე სადავე აუარესებს მონტაჟის ფუნქციონირების სისწორეს, რადგან იგი არღვევს მექანიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნემსკავი უნდა მოტრიალდეს ან გადაიხაროს კობრის ტუჩის შიგნითა მხრიდან (ამ მომენტს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით).  უფრო მოკლე სადავის ეფექტურობაში დარწმუნებულობა დაფუძნებულია თეორიის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც კობრს შეუძლია ჩაებღაუჭოს ბოილს ტუჩებით რათა გასინჯოს მისი გემო. ესეც მცდარი და აბსურდული წარმოდგენაა!!! ოდესღაც ეს თეორია ფართოდ იყო გავრცელებული და გამოიყენებოდა უამრავი კობრზე მეთევზის მიერ (მათ შორის ჩემს მიერაც), რადგან შეესაბამებოდა ზოგიერთ პრაქტიკულ დაკვირვებას. სინამდვილეში, საუბარი იყო კვების დროს განსაკუთრებული ქცევის ინტერპრეტაციაში დაშვებული შეცდომის შესახებ: კობრი დგას ერთ ადგილზე და მრავალჯერ ისრუტავს და შემდეგ უკან აფურთხებს სატყუარას.
    თუ ვინმეს მიუდევნებია თვალყური კობრის ტუჩებს შორის გაჭედილი ბოილისათვის, მაშინ რაღაცამ უბრალოდ შეუშალა ხელი თევზს, რომ ნორმალურად შეეწოვა სატყუარა, მაგალითად, სადავე შემთხვევით გამოედო ფსკერზე არსებულ წინნაღმდეგობას, ან მსგავსმა წინააღმდეგობამ თვითონვე გაართულა პირის ღრუში სატყუარის შეღწევა. ცოტა ხნის წინ განხორციელებულმა წყალქვეშა გადაღებებმა ახლოდან დაგვანახა, რომ ეს ხშირად ხდება მკვდარი ფოთლებისა ან წვრილი ტოტების გამო, რომლებიც მიმოფანტულია ფსკერზე, თუმცა, როდესაც ჩვენ თვალს ვადევნებთ კობრს, რამოდენიმე მეტრის დაშორებიდან, მსგავსი ტიპის დეტალებს ვერ ვამჩნევთ, ხოლო იმის გამო, რომ მოვლენები ძირითად ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენ არ გვრჩება დრო იმისათვის, რათა გავერკვეთ და გავაანალიზოთ ზუსტად რასაც ვხედავთ.
   კობრის პირის ღრუ – არაფერია სხვა, თუ არა “მტვერსასრუტი”. სორტირება საკვების ვარგისიანობის მიხედვით ხორციელდება პირის ღრუში, საყალაპავი კბილების დონემდე და არა ტუჩებით. კობრი მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყენებს ტუჩებს - როდესაც მან საკვები უნდა აიღოს რაიმე “სადგამიდან”, რაც პრაქტიკულად არ ხდება ჩვენი სატყუარების გამოყენების შემთხვევაში.
 
5. ძალიან მოკლე სადავე გვეხმარება კობრის უფრო სწრაფად დაჭერაში. მცდარი წარმოდგენაა!
სინამდვილეში მე უნდა ვთქვა “კიც” და “არაც”. მოცემული მცდარი წარმოდგენა სამართლიანია, თუ კობრი დგას უძრავად ერთ ადგილზე ან გადაადგილდება ძალიან ნელა. თუმცა, იგი მცდარია, როდესაც საუბარია კობრზე, რომელიც ენერგიულად მოძრაობს და გზად რაც შეხვდება ყველაფერს იწოვს. მაშასადამე, კობრის კვების ქცევის მიხედვით ძალიან მოკლე სადავე შეიძლება იყოს მონტაჟის უპირატესობა ან ნაკლი, (ეს დამოკიდებულია წელიწადის დროებზე, დღის განმავლობაში ატმოსფერული წნევის ცვალებადობაზე, ამინდზე და სხვა ფაქტორებზე) უფრო კონკრეტულად ამ საკითხს კი დავუბრუნდებით მომდევნო თავებში.
v83yb.jpg
მონტაჟი უნდა დამზადდეს არა მარტო თევზაობის პირობებიდან (ამინდი, წყალსატევის მახასიათებლები, კერძოდ კი ფსკერის ტიპი) გამომდინარე, არამედ კობრის კვებითი ქცევის გათვალისწინებითაც
d0feg.jpg
ekxmw.jpg
მოკლე თმა არ იძლევა უპირატესობას!
xzgdk.jpg
განსაზღვრულ სიტუაციაში მოკლე სადავე კოზირია, ხოლო სხვა შემთხვევებში – დამღუპველი.
k12df.jpg
გრძელ ყუნწიან ნემსკავს უფრო მეტი შანსი აქვს რომ “ააცდინოს” კობრი ანკესზე წამოგებისას ან მოსძვრეს იგი თევზის ძალისმისრი ამოყვანის დროს.
 
 
6 – გრძელ ყუნწიანი ნემსკავები უზრუნველყოფენ უკეთეს წამოგებას. მცდარი წარმოდგენაა!
    მოცემული წარმოდგენის საფუძველია აზრი, რომლის მიხედვითაც კობრის პირის ღრუში გრძელყუნწიანი ნემსკავის შემოტრიალების მომენტში მისი ისარი განთავსებულია ტუჩის უკან. ასე რომ, ნემსკავის ისარს გრძელი ყუნწით უფრო დიდი შანსი აქვს გასცდეს მიზანს და შეუძლია წამოედოს პირის ღრუს უფრო ღრმა ნაწილს. ამ თეორიაში ბევრი რამ მაეჭვებს. უპირველეს ყოვლისა, არ მგონია, რომ ნემსკავით კობრის პირის ღრუს სიღრმეში გახვრეტა წარმოადგენს უპირატესობას, რამდენადაც ტუჩების შემდეგ პირის ღრუს ქსოვილები უფრო ნაზია და ძალიან ადვილად გაიხევა. მეორე რიგში – ნემსკავებს გრძელი ყუნწით პროპორციულად აქვთ უფრო ვიწრო ხახა. გრძელი ყუნწი ქმნის მნიშვნელოვან ბერკეტს და დიდია ალბათობა იმისა, რომ ისარი დაშორდება თავისი ჩამოცმის თეორიულად სავარაუდო ადგილს. ამ თვალსაზრისით (რეალისტური!) გრძელი ნემსკავის მქონე ისარი უფრო ასცდება თავის მიზანს – ეს ზუსტია. მესამე რიგში, მნიშვნელოვანი ბერკეტისა და შედარებით ვიწრო ხახის არსებობის შემთხვევაში ნემსკავის ისრის შეღწევა კობრის პირის ღრუში ზედაპირულია, ამიტომ, ამოქაჩვის დროს ძალა, რომელიც დააწვება ისარს იქნება უფრო დიდი, რაც საგრძნობლად გაზრდის ნადავლის დაკარგვის რისკს.
   ზოგადად გრძელი ყუნწის მქონე ნემსკავის უპირატესობებისა და ნაკლოვანებების განხილვა წარმოადგენს გაუთავებელი ცხელი დისკუსიების მთავარ თემას. ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან მეთევზეებს ეშინიათ, რომ მათ მიერ წამოგებული კობრი მოწყდება, როდესაც ისინი შეეცდებიან ანკესით მის ცოტათი ძალისმიერ მოთვინიერებას.
 
7. – ზოგიერთი მონტაჟით კობრი წამოეცმევა ნემსკავს, როდესაც ის აფურთხებს სატყუარას. მცდარი წარმოდგენაა!
    ანტი-ამომტყორცნი (Aნტი ეჯეცტიონ) მონტაჟები მუშაობს მხოლოდ ზოგიერთი კობრზე მეთევზის წარმოდგენაში, ხოლო სინამდვილეში – არასოდეს!!!
გზა, რომლის საშუალებითაც სატყუარა და ნემსკავი ხვდება კობრის პირის ღრუში შეწოვის დროს და შემდეგ გამოდის გადმოფურთხებისას, მთლიანად შემთხვევითია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დაშორებიდან, რა კუთხით და რა სიდიდის ძალით იწოვს კობრი და აფურთხებს სატყუარას, ასევე სადავის სიუხეშესა და სიგრძეზე, სატყურის ფორმაზე, სიმკვრივესა და ზომაზე; აგრეთვე იმაზე, თუ საკვების რა ნაწილი და/ან რა სახის უცხო ნივთების შესრუტვა ხდება სატყუარასთან ერთად და ა.შ. ეს საერთოდ არაკონტროლირებადი, ქაოსური პროცესია. ზოგიერთი ანტი-ამომტყორცნი მონტაჟი, წარმოდგენილი და გაპიარებული ე.წ. გამოცდილი მეთევზეების მიერ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისადმე პერიოდში, იმდენად რთულია, რომ მე მიჩნდება კითხვა, თუ როგორ იყო შესაძლებელი მათი საშუალებით ოდესმე საერთოდ კობრის დაჭერა! აღსანიშნავია, რომ მოცემულ კობრზე მეთევზეებს თავიანთი რევოლუციური აღმოჩენების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, დღემდე არაფერი განსაკუთრებული არ წარმოუდგენიათ ჩვენს ჟურნალებში, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ მათ ესკიზებს.
 
8. – ჩახვევის/გადახლართვის საწინააღმდეგო მილაკები გამორიცხავენ გადახლართვას. – მცდარი წარმოდგენაა!
    ისინი მხოლოდ მცირედით ამცირებენ გადახლართვის რისკს უხეში გასროლების დროს, მაგრამ მხოლოდ ცოტათი, რამდენადაც მსგავსი რისკი ზომიერი ტყორცნისას ისედაც არ არის დიდი. ძალდატანებითი ტყორცნების შემთხვევაში ყველაფერი უარესობისკენ იცვლება. ჰაერის წინააღმდეგობა და ცენტრიდანული ძალა იზრდება, რაც სატყუარას აიძულებს დიდი სიჩქარით იტრიალოს და იმოძრაოს ზიგზაგისებურად. თუ ჰაერის წინააღმდეგობა აღემატება ცენტრიდანულ ძალას, სატყუარა სადავესთან ერთად ეკვრის ძუას, რის შედეგადაც წარმოიქმნება გადახლართვის რისკი, რასაც ვერ შეაჩერებს მილაკი, რამდენადაც ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს სადავეს ან თმას, რომ მას შემოეხვიოს გარშემო.
gqkck.jpg
გადახლართვა შეიძლება მოხდეს მონტაჟის ტყორცნის დროს, მისი წყალთან შეხებისას და თევზაობის პროცესშიც კი – წყლის ქვეშ – ნებისმიერ მომენტში!!! ჩვენ შემდგომში გავაანალიზებთ მოცემულ პრობლემას და გაჩვენებთ მისი მოგვარების ეფექტურ საშუალებებს.
 
9. – კობრის მიერ მსუბუქი სატყუარები ისრუტება უფრო ადვილად და ხელს უწყობს მის წამოგებას პირის ღრუს უფრო ღრმა ნაწილში. – მცდარი წარმოდგენაა!
   ჩვეულებრივ კობრი ისეთი ძალით ისრუტავს (თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია მისი რეგულირება), რომ მძიმე სატყუარებიც კი მაშინვე ხვდება პირის ღრუს სიღრმეში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნემსკავი გამოედოს სწორედ იმ ადგილს სადაც სჭიროა. მეორეს მხრივ, თითქმის ნეიტრალური მცურავობის მქონე სატყუარაც კი იქნება მიდრეკილი მარტივად მოსძვრეს ფსკერს კობრის მოახლოვებისას, რამაც ერთ შემთხვევაში შეიძლება უფრო სწრაფად მიიქციოს მისი ყურადღება და სატყუარის შესრუტვის მაპროვოცირებელი გახდეს, მეორე შემთხვევაში კი პირიქით, შეიძლება დააეჭვოს კობრი და აიძულოს რომ მსგავს სატყუარას აუაროს გვერდი. უფრო კონკრეტურად მოცემულ  თემას ჩვენ ასევე განვიხილავთ სხვა თავებში.
ynose.jpg
 
10. – მოტივტივე პოპ-აპ ბოილი უკეთესად ჩანს და ამიტომ თევზი მას უფრო სწრაფად აიღებს. მცდარი წარმოდგენაა!
დიახ, წყალში კარგი გარჩევადობის პირობებში კობრი უკეთესად ამჩნევს ამაღლებულ სატყუარას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ავტომატიურად უფრო სწრაფად აიღებს მას. ზუსტად ასევეა მჩატე სატყუარის შემთხვევაშიც, მოტივტივე ბოილი – ეს ორი ბოლოს მქონე ჯოხია – კობრი ძალიან სწრაფად ხვდება, რომ მის წინ ხაფანგია!!!
 
11. – ლედკორი აუცილებლად უზრუნვლყოფს ფსკერზე კარგად მორგებას და ეფექტურად ამაგრებს ფსკერზე მონტაჟის საწყისს ნაწილს, რომელიც განლაგებულია მონტაჟში სიმძიმიდან ზემოთ. – მცდარი წარმოდგენაა!
ლედკორი კარგად ერგება ფსკერს მხოლოდ შესაბამისად დასუსტებული/არა ბოლომდე მოჭიმული ძუის შემთხვევაში ან დიდ დაშორებებზე/დისტანციებზე თევზაობის შემთხვევაში. მცირე და საშუალო დისტანციებიდან წნული ძუით თევზაობის შემთხვევაში შედარებით ღრმა წყალში საკმარისია ძუის დაჭიმვა ბალანსირით ან მცირე დინება, რომ ლედკორი ნაწილობრივ ან მთლიანად მოსძვრეს ფსკერს. ასე, რომ, ლედკორის შეხება ფსკერთან შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში და იმისათვის, რომ ამან ნამდვილად გამოიღოს დადებითი ეფექტი (ე.ი. უზრუნველყოს შეუმჩნევადობა), ჩვენთვის აუცილებელია სწორი და სასურველია რბილი ფსკერი. მაგარი ფსკერი უსწორმასწორო ზედაპირით ლედკორს ხდის შესამჩნევს და ადვილად აღმოსაჩენს. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ შესახედაობით ლედკორი მდგრადობით თითქოს არ ჩამოუვარდება სარეცხის თოკს, წნულის სახით ის შედარებით სუსტია დაბალი აბრაზიული წინააღმდეგობის გამო.
ucak7.jpg
ზოგიერთი კობრზე მეთევზის აზრის მუიხედავად, ლედკორი არც თუ ისე მყარი და შეუმჩნევადია!
 
12 – უხეშ მონტაჟებში “სტიფფ-რიგ” სადავე/თმა უნდა იყოს უხეში. მცდარი წარმოდგენაა!
ნებისმიერი ტიპის მონტაჟში ხისტი/უხეში თმა აფერხებს მონტაჟის თავისუფალ მოძრაობას და შესაბამისად არღვევს კობრის ტუჩზე ნემსკავის მობრუნების მექანიკას. უხეში თმით ძალიან მცირდება კობრის ნემსკავზე წამოგების ალბათობა.
 
13 – რაც უფრო რბილია სადავე, მით უფრო ბუნებრივად გამოიყურება მონტაჟის პრეზენტაცია და მას დიდი შანსი აქვს, რომ თევზმა აიღოს იგი ყველანაირი საშიშროების გარეშე. მცდარი წარმოდგენაა!
სინამდვილეში კი, რაც უფრო რბილია სადავე, მით უფრო მეტი შანსი აქვს მას, რომ რამეს წამოეგოს და ჩაიხლართოს, რაც შეზღუდავს მონტაჟის თავისუფალ მოძრაობას. ზოგიერთ რბილ წნულს, რომლებიც გამოიყენება სადავეების დასამზადებლად, გააჩნია შეფერილობა, რაც უფრო შესამჩნევს ხდის მას. მათი უმრავლესობა შეიცავს ისეთ პოლიმერებსა და ჰაერის მიკრობუშტუკებს, რომელიც აძლევს ტივტივის საშუალებას. შედეგი: მსგავსი სადავე ფსკერზე ქმნის კარგად შესამჩნევ არკისებულ მოტივტივე რგოლს, რომელზეც სავსებით შესაძლებელია წამოეგოს კობრი ცხვირით და ფარფლებით, თუ მან ვერ შეძლო მისი დანახვა. მოცემული შემთხვევა ხდება თევზის სხეულზე ნემსკავის შემთხვევითი წამოგების მიზეზი, რომლებიც თითქმის ყოველთვის აუცილებლად სრულდება ერთჯერადი მოკლე მოქაჩვით, ცრუ წამოგებით ან ამოქაჩვის დროს ნადავლის ჩამოვარდნით.
 
14 – ნემსკავის ზომა ყოველთვის უნდა იყოს მონტაჟის ზომის პროპორციული. მცდარი წარმოდგენაა!
შეიძლება გამოვიყენოთ პატარა ნემსკავები მოცულობითი სატყუარებით და პირიქით, რაც არ მოდის რეალურ წინააღმდეგობაში მონტაჟის მოქმედების მექანიკურ პრინციპებთან. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი რომ, ნემსკავის ზომა და მდგრადობა (!) უნდა შეესაბამებოდეს თევზის მოსალოდნელ ზომასა და ამოქაჩვის მახასიათებლებს, რომლებიც საჭირო იქნება კობრის დაჭერისას მოცემულ სათევზაო სიტუაციაში ნადავლის ჩამოვარდნის რისკის მინიმუმამდე დაყვანისათვის.
1h4j3.jpg
უხეში თმა: აუცილებლად უნდა გამოირიცხოს!
1h4j3 (1).jpg
რბილ სადავეებს გააჩნიათ მოდრეკილება ტივტივადობისაკენ და მარტივად იხლართებიან. ბევრ მათგანს აქვს შეფერილობა, რომელიც ცუდად შეესაბამება მასკირებას.
52dgl.jpg
უპრობლემოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთნაირი ზომის ნემსკავები სხვადასხვა ზომის  სატყუარებისათვის.
 
15 – მიმართულების მიმცემი მილაკის გამოყენების შედეგად სატყუარა აუცილებლად უფრო უეფექტური იქნება. მცდარი წარმოდგენაა!
მიმართულების მიმცემი მილაკის გამოყენება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შესრულებულია საკმარისად თხელი თერმოგამძლე მასალისაგან, ზოგიერთი ტიპის ნემსკავებზე მოკლე ღერძით: ფსკერული სატყუარებისთვის ის საშუალებას იძლევა შეიქმნას ცრუ ნემსკავი გაღუნული ღერძით (ბენდ-ჰოოკ), რომელიც ნემსკავის გადატრიალების მექანიკური პრინციპის მოქმედების პირობების ოპტიმიზაციას ახდენს, ხოლო მოტივტივე ბოილების გამოყენების დროს კი აუმჯობესებს ნემსკავის საერთო პოზიციონირებას. ყველა სხვა კონფიგურაციაში მიმართულების მიმცემი მილაკი მხოლოდ უმიზეზოდ ამძიმებს ნემსკავს და იმავდრულად აუარესებს მის ვიზუალურ და შეხებით დისკრეტულობას.
roh1u.jpg
მიმართულების მიმცემი მილაკის სწორი გამოყენების ნიმუში (ა), რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში დაგვეხმარება კობრის უკეთ წამოცმაში და არასწორი ნიმუში ( B), სადაც აგრეთვე თმა არის ძალზე შემოკლებული. ეს უკანასკნელი “შედევრი” ნამდვილად დაგაკარგვინებთ თევზს!
 
მსგავსი მცდარი წარმოდგენებისაგან გათავისუფლება საშუალებას მოგცემთ მიუახლოვდეთ მთავარ მიზანს და გახადოთ თქვენი აღჭურვილობა უფრო ეფექტური!
 
მოკლედ პირველი “ცოცხის გასმის” შემდეგ უკვე დროა მივმართოთ ჩვენი მონტაჟების  რეალურ ფუნქციონირებას და განვიხილოთ თუ რა როლს ასრულებს მათი თითოეული ელემენტი. სწორედ ამ საკითხს შევეხებით შემდეგ თავში.
 
 ამ სტატიის დასასრულს კი შემოგთავაზებთ ლეონ ჰუგენდიკის მონაწილეობით ძალიან შთამბეჭდავ კარპის სესიას, ის მიუხედავად ასაკისა, კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, მაშ ასე, უყურეთ ფილმს და ისიამოვნეთ:
 
 
 

 

სტატია წარმოადგენს "საქართველოს კარპფიშერთა კლუბის" საკუთრებას!

სტატია თარგმნა ნიკა ჩლაიძე




#125 შოკლიდერი

Posted by თემო on 09 April 2013 - 22:36

           lovlja_karpa-dalnej_distancii-shok-lider

    

                   ნუ შოკლიდერზე ბევრს ვერ ვისაუბრებ აგიხსნით რატო და რისთვის გვჭირდება

 

 შოკლიდერი გამოყენება ძან მარტივია და ნუ დაგაბნევთ ეს სლენგი, ეს არის მაღალი ტესტის, გნებავთ მონო გნებავთ დაწნული ძუა.  განსხვავება მილიმეტრაჟსა და ტესტშია, ჩემთვის  წნული უფრო კონფორტულია რადგან უფრო მყარია წყვეტაზე. შოკლიდერი  საჭიროა რადგან არამგონია გეგულებოდეთ მეთევზე ვისაც გადაგდების დროს არ გაწყვეტია ძუა და არ გაუსროლია სიმძიმე თავისივე ნემსკავიან სატყუარიანა ტბასა თუ მდინარეში ეს არამარტო მეთევზეს აზარალებს არამეტ თევზსსაც აზიანებს რადგან მონტაჟი სრულ მზად ყოფნაში იმყოფებოდა, ასე რომ შოკლიდერი ასევე უსაფრთხო მონტაჟის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია. ეხლა იტყვით მე 0.30 0.40 ძუას ვიყენებო,  პირადად მე მიყენია 0.25მმ ზე 80 გრამი და არ გამწყვეტია, მაგრამ მონო ძუა ადვილად ზიანდება და ზუსტად დაზიანებულ  ადგილას წყდება. რათქმაუნდა დაწნული ძუით სიმძიმესაც მეტს ისვრით უფრო გაბედულადაც და უფრო შორსაც.

 

 

როგორ ვიყენებთ და რა დოზებით შოკლიდერს, წესით  (კარპფიშერულად)  ორი სათევზაო ჯოხის სიგრძე უნდა იყოს, პირადად მე 15 მეტრს ვიყენებ.   საკმარისია 0.20მმ   25მმ ან  ( 30ლბ დან  40 ლბ მდე) რაც შეხება გადაბმას ეს უკვე ცალკე თემაა და კვანძებში იქნება იმედი მაქ :) ვიდეოშიც არის ნაჩვენები

                                     

 

 არსებობს ასევე უკვე მზა სპეციალური შოკლიდერებიც, ცოტა ფასი იკბინება მაგრამ ფულიანი კაცი აიტანს ეკონომ ვარიანტი წნული ძუაა მეტრაჟიათ, უფრო იაფი ვარიანტი კი მონო ძაფი 0,50მმ დან 1მმ 




Copyright © 2025 Carp Fishers Club Georgia